People's Party of Georgia

Day 3,006, 03:20 Published in Georgia Venezuela by deviko99


თუ ჩემი წინა სტატია წაიკითხეთ მაშინ გეცოდინებათ, რომ ვიყრი კენჭს პარტიის პრეზიდენტად რეფორმერებში. მინდა ჩამოვაყალიბო დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუდძნებული პარტია. ახლა კი დავწერ თუ როგორ იფუნქციონირებს ეს პარტია.
პირველ რიგში შეიქმნება სკაიპ ჩატი სადაც იქნება პარტიის ყველა წევრი. ამ ჩატში აქტიურად განვიხილავთ ყველა იმ მოვლენებს რაც ხდება დღევანდელ ესაქართველოში. ასევე პარტიის ნებისმიერი გადაწყვტილება იქნება მიღებული პარტიის შიდა რეფერენდუმით და რა თქმა უნდა გაიმართება კრებებიც სადაც განვიხილავთ მნიშვნელოვან თემებს.

ეს იქნება დამოუკიდებელი პარტია რომელიც არ დაიჭერს არც მთავრობის და არც ოპოზიციის მხარეს. ამ პარტიაში შემავალი ხალხი თავისი შეხედულებებიდან გამომდინარე დააფიქსირებს საკუთარ აზრს და არა პარტიის იდეოლოგიიდან გამომდინარე. ნებისმიერი წევრი მოსაზრება იქნება დაფასებული და ყველას ხმა იქნება თანაბარი პარტიაში. არ აქვს მნიშვნელობა ვინ უფრო გამოცდილია და ვის რისი შესაძლებლობა აქვს რადგან შეიძლება თამაშში არ იყოს გარკვეული, მაგრამ ერკვეოდეს კარგად იმ საკითხებში რომელიც აქტუალურია ერეპუბლიკში.

პარტიას შეუძლია შემოუერთდეს ნებისმიერი პარტიის წევრი, რომელიც თვლის, რომ რამე უნდა შეიცვალოს ესაქართველოში. ერთი კანონი რომლის დაცვაც მოგიწევთ ყველას არის ის რომ არ უნდა მიაყენოთ შეურაცჰყოფა სხვა პარტიებს. თუ გექნებათ თქვენი მოსაზრება რამე თემაზე შეგიძლიათ დასაბუთებულად და ზრდილობიანად გამოთქვათ თქვენი აზრი. მინდა ეს პარტია გახდეს მაგალითი სხვა პარტიებისთვის. რომ რაც დასაფასებელია ის უნდა დაფასდეს ხოლო რაც შეცდომაა ის უნდა აღინიშნოს მაგრამ არა ისეთი ფორმით რომ რამენაირად მინუსი ჩაუწეროთ მოწინააღმდეგეს. და იგივენაირ პატივისცემას მოვითხოვთ სხვა პარტიებისგანაც ჩვენ მიმართ.

მინდა მოგიწოდოთ შემომიერთდეთ და დამიჭიროთ მხარი პარტიის საპრეზიდენტო არჩევნებში 15 თებერვალს.

ასევე ჩვენი პარტია არ დასპამავს ახლებს ბეიბი ბუმის დროს როგორც ამას უმრავლესობა პარტიები აკეთებენ და მინდა რომ იგივე მოვუწოდო სხვებსაც.

მე მჯერა რომ ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ.

დიდი სიამოვნებით მივიღებთ ახლებსაც, და გავარკვევთ მათ თამაშში. რადგან ნებისმიერი თქვენგანისგან შეიძლება დადგეს დიდი პოლიტიკოსი და მმართველი.

შემოგვიერთდით!!! Georgian Reformers

მინდა წარმატება ვუსურვო სხვა კანდიდატებს და მაქვს იმედი, რომ სხვა პარტიები არ შეგვიშლიან ხელს ამ პარტიის ჩამოყალიბებაში.

o7