ინტერვიუ The Georgian Legion-თან

Day 3,156, 14:26 Published in Georgia Georgia by H3Ctic

მოგესალმებით, დიდი ხნის შემდეგ გადავწყვიტე ჟურნალისტობა გამეხსენებინა და ინტერვიუ ჩამეწერა, რომელიმე ერეპის მოთამაშესთან.
დღევანდელ რესპოდენტად პარტია FGM-ს ერთ-ერთი ლიდერი ავირჩიე და საკმაოდ საინტერესო ინტერვიუც გამოგვივიდა.

ინტერვიუ The Georgian Legion-თან

1) 2 თვიანი პაუზის შემდეგ თამაშს ხელახლა დაუბრუნდით, რა გეგმებს ისახავთ?

პირველ რიგში შიდა პარტიულ სიტუაციას დავალაგებთ, მიუხედავად იმისა რომ პირველი პარტია ვართ, ბევრად მეტია გასაკეთებელი რომ სრული პოტენციალი გამოვაჩინოთ, ამას მივხედავთ ასევე დიდი გეგმები გვაქვს ძლიერი მუ-ს გასაკეთებლად და საბოლოო ჯამში მთავრობაში მოსვლა, რასაც მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა ადრე თუ გვიან მაინც მივაღწევთ.

2) რა უარყოფით მხარეებს გამოყოფდით მთავრობის მუშაობაში?

ახლახანს დაინიშნა მთავრობა და ჯერ წინაა ყველაფერი, თუმცა როგორც მუდმივად იყო რაც მე თამაში დავიწყე ისევ ერთი და იგივე სახეებს ვხედავთ, ამიტომ ზოგადი სურათი არ შეიცვლება მე პირადად ასე მგონია, უფრო კონკრეტულად რომ ვთქვა, როგორც რეალურ სამყაროში აქვს ქართველ ერს მოკლე მახსოვრობა და ერთი და იგივე შეცდომას მილიონჯერ უშვებენ იგივე ხდება აქაც თვიდან თვემდე.

3) როგორ შეაფასებთ სახლის ბონუსების მოპოვებას? ეკონომიკური თვალსაზრისით კარგია, თუმცა ფაქტია რომ ბონუსებმა ბევრი მტერი გაგვიჩინა.

მე ზუსტად ეგ დრო გავაცდინე და არ ვარ ჩახედული რა როგორ მოხდა, რომ დავბრუნდი შემდეგ ამიხსნენს რატომ ჰქონდა ხორვატიას ჩვენი ტერიტორია, ნუ ალბათ ამაზე ფიქრი უკვე გვიანია, ალბათ არავინ გამოჩნდა ისეთი ვინც კითხვას დასვამდა რა გველოდა მომავალში, ბონუსები კარგია, თუმცა ახლა კითხვა უნდა დაისვას რამდენად გამოიყენებს ამ ბონუსებს ჩვენისთანა პატარა ქვეყანა და ღირდა თუ არა იმად რაც ახლა ხდება ჩვენს თავს, ვნახოთ ამას მომავალში აუცილებლად გავიგებთ.

4) მომავალ თვეში პარტია FGM ისევ გაიყვანს თავის კანდიდატს საპრეზიდენტო არჩევნებში?

ვერ ვიტყვი 100% ით თუმცა დიდი ალბათობით კვლავ გავალთ, თუმცა ჯერ ცოტა მოძლიერება გვჭირდება, როგორც ახლახანს გამოჩნდა თითქმის ყველა ჩვენ წინააღმდეგ იყო და დავმარცხდით, ამიტომ პარტია უნდა მოძლიერდეს, დიდი გეგმები გვაქვს უახლოეს მომავალში და აუცილებლად მოვალთ მთავრობაში.

5) Mercy Brother-ის აღდგენა რას უკავშირდება? ამით საერთო MU-ს და მთავრობა ხომ არ ემიჯნებით?
საქმე იმაშია რომ მთავრობის საერთო მუ თითქმის უვარგისია, საქართველოში ნორმალურად გასროლა ისედაც ცოტა მოთამაშის პატარა პროცენტს შეუძლია, ფუნდამენტალურ პრობლემებს ყველა ფეხზე იკიდებს და ამიტომაც ხდება რომ საბოლოო ჯამიც არც თუ ისე კარგი გამოდის, ჩვენ რა თქმა უნდა ვემიჯნებით მთავრობის მუ-ს, როგორც უკვე ვთქვი დიდი გეგმები გვაქვს და იმედი მაქვს შედეგები მოაგვარებს თუნდაც რამდენიმე ფუნდამენტალურ პრობლემას.

P.S ხმის მიცემა არ დაგავიწყდეთ 🙂