[ ე.დ.პ. ] ხმა მიეცით Sebastian Vettel-ს

Day 2,932, 01:04 Published in Georgia India by Ready to Die G

Hello Folks,როგორც კომბლე იტყოდა.

პირდაპირ საქმეზე.
კარგად ხედავთ,რომ ჩვენი გამოხმაურების მერე, ზოგ-ზოგიერთს ყურები აუწითლდა და დღეს მთავრობა გაფართხალებას ცდილობს,თუმცა ზედმეტად გვიანია.

ხალხი უკმაყოფილოა თქვენი და ამას უნდა ხედავდეთ.

ეროვნულ-დემოკრატიულმა და გაერთიანებულმა ქართულმა პარტიებმა , საერთო კანდიდატი უკვე წარვადგინეთ,რომელიც ჩვენი ერთსულოვანი თანხმობის შედეგად აირჩა.



Sebastian Vettel, იგივე გიორგი, ამ თვის გმირია და იგი საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა , მისმა დამსახურებამ და ძალის დემონსტრირებამ , მას სახელი გაუთქვა როგორც საქართველოში , ასევე მსოფლიოში. მისთვის ხატებს წერენ და მას უჩოქებენ, მისი სიტყვა თავზარს სცემს ტომმ-ს და თემსის-ს საგონებელში აგდებს, მას უყვარს მერფი და არ მოწსონს კატები, მის გამომატყველებაზე ლეგენდები(ასევე მის ლეგენდის სტატუსზეც) დადის და ჭორ-მართალი ვერ გაურკვევია ხალხს,
ბომბებს ყიდულობს და ჭერში აწყობსო მასზე ამბობდნენ , თუმცა მისი სახელის მიუხედავად მანქანას კარგად მაინც ვერ ატარებს .

პატივი მაქვს წარვადგინო იგი საპრეზიდენტო კანდიდატად და ჩვენი მთავრობის დაკომპლექტებისა და სამუშაო გეგმა გაგაცნოთ.

უპირველეს ყოველისა ჩვენ ორიენტირებული ვიქნებით მოთამაშეებისთვის თამაშის მექანიზმისა და პოლიტიკური სიტუაციის გაცნობაზე , ყველა მიიღებს შესაბამის განათლებას გარკვეულ სფეროში.

1.
განათლების სამინისტროს ეგიდით ჩატარდება კურსები,რომელსაც განათლების მინისტრი, იდეის ავტორი Giorgi Gelovani და შესაბამისი მიმართულების სპეციალისტი უხელმძღვანელებენ.
სასწავლო კურსები შეეხება :
1.1.თავდაცვას;
1.2.ეკონომიკას;
1.3.საგერო საქმეებს;

განათლების სამინისტრო ჩართული იქნება ასევე სხვა პროექტებში, რაც გამოიხატება კულტურის სამინისტროსთან თანამშრომლობაში-ჟურნალისტიკის სფეროში, ასევე ანალიტიკურ დეპარტამენტთან თანამშრომლობაში-საინტერესო მოვლენების მოძიებისთვის და მათი მოსახლეობისთვის გაცნობისთვის.

განათლების სამინისრტოს აპარატში იფუნქციონირებს კომუნიკაციის დეპარტამენტი.

2.ანალიტიკური დეპარტამენტი:
ანალიტიკური დეპარტამენტი მიბმული იქნება თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს , და მათთან კოორდინირებულად მოუწევს მუშაობა.
დეპარტამენტის მოვალეობა იქნება მოსახლეობისთვის პოლიტიკური სიტუაციების აღწერა და განსაკუთრებით საინტერესო მოვლენების მიმოხილვა და ანალიზი.

3.Term-ის მიმდინარეობისას მთავრობის ანგარიში გამოქვეყნდება 2 ჯერ.
4.დაიწყება მოთამაშეების ბაზაში რეგისტრაციის პროგრამა, რაც ხელს შეუწყობს ომიანობის დროს საჭირო მოთამაშეების სწრაფად მომარაგებას. ასევე განსაზღვრავს ჩვენს საბრძოლო პოტენციალს.
5.სენატი:
სენატის ფუნქცია იქნება მთავრობასთან კოორდინირებულად მუშაობა, საჯარო ინტერესების მქონე საკითხების განხილვა და თავისი აზრის მთავრობისთვის მიწოდება.

სენატის დაკომპლექტებაზე ვფიქრობდით , და სავარაუდოდ უმჯობესი იქნება თუ მისი შევსება მოხდება ტოპ-5 პარტიიდან თითო პარტიაზე 2 წარმომადგენლისა და დანარჩენი მოსახლეობიდან ასევე 2 წარმომადგენლის მეშვეობით.

სულ 12 წევრი.

პარტიებს მიეცემათ 1 კვირა თავიანთი კანდიდატების წარმოსადგენად.

ჯერ-ჯერობით სულ ეს არის, ვფიქრობთ Baby Boom-ზე რომელიც მაისის მერე არ ყოფილა საქართველოში , თუმცა ეს რამდენად შესაძლებელია არ ვიცი, სავარაუდოდ საერთო სახსერების შეგროვება და რეფერალზე მიღებული მოგების ბიუჯეტში გადატანა იგეგმება.

მადლობა ყურადღებისთვის.

ასევე სიურპრიზს გპირდებით :3 ძალიან მალე ...