[President] მიმართვა კონგრესს - მინისტრების დამტკიცება

Day 2,776, 21:29 Published in Georgia Serbia by Jimmy Levy

მოგესალმებით
დღეს მინდა პირველად ესაქართველოს ისტორიაში კონგრესმა დაამტკიცოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება.
საქმე ეხება ახალი მინისტრების დამტკიცებას.

1. პრემიერმინისტრი - Georgian Shield
http://www.erepublik.com/en/citizen/profile/6506879

2. საგარეო საქმეთა მინისტრი - Uncrowned King
http://www.erepublik.com/en/citizen/profile/5940892


ხმის მიცემის პროცედურა

სტატიაში კომენტარი გააკეთონ მხოლოდ და მხოლოდ კონგრესის მოქმედმა წევრებმა.
ნათლად დააფიქსირონ საკუთარი არჩევანი. ამის შემდეგ, სურვილის შემთხვევაში, შეუძლიათ მცირე კომენტარიც მოაყოლონ.
მაგალითად:

1. პრემიერი - დიახ (ან არა)
2. მოფა - დიახ (ან არა).

პრემიერობის კანდიდატს მხარს ვუჭერ (არ ვუჭერ) იმიტომ, რომ...
მოფას კანდიდატს მხარს ვუჭერ (არ უჭერ) იმიტომ, რომ...

უმორჩილესად გთხოვთ, მხარდაჭერა, საკუთარი აზრი და საერთოდ ნებისმიერი კომენტარი გამოაქვეყნეთ მხოლოდ კონგრესმენებმა.
არ მინდა ფლუდის გამო სხვა, უფრო ძნელი გზები ვეძებო კონგრესის მუშაობისთვის.
აგრეთვე ვთხოვ კონგრესმენებსაც, რომ არ გამართონ დებატები. უკიდურეს შემთხვევაში მხოლოდ საკუთარი აზრი გამოთქვით მცირე კომენტარის სახით.
საკითხი გადაწყდება იმ შემთხვევაში,50 პროცენტი ან მეტი თუ მიიღო კანდიდატმა.
50-ის შემთხვევაში მე მექნება გამაწყვეტი ხმის უფლება.

ქვორუმი არ არის. ფაქტიურად შეიძლება ერთმა კონგრესმენმაც გადაწყვიტოს 🙂
დააბრალეთ საკუთარ ინერტულობას ასეთ შემთხვევაში.

ხმები დაითვლება დღეს საღამოს და შესაბამისად დაინიშნებიან (ან არ დაინიშნებიან) მინისტრები.

გისურვებთ წარმატებებს.