[PM] ბრიფინგი

Day 3,132, 13:54 Published in Georgia Georgia by Vendetta X




მოგესალმებით მეგობრებო
მსურს როგორც პრემიერმა ვისაუბრო და შევაჯამო ჩემი მინისტრობის პირველი ორი კვირა. სტატია ძირითადად შეეხება საქართველოში მიგრაციის პრობლემის გაჩენას, საერთო სტრაიკებს და საქართველოს უცვლელ საგარეო პოლიტიკას.

ბოლოდროინდელმა მოვლენებმა მიგრაციის სამინისტროს შექმნა აუცილებელი გახდა, გამომდინარე იქიდან რომ საქართველოში #1 პარტიის პრეზიდენტი პირველად გახდა უცხოელი. მართალია ამ შემთხვევაში იგი ჩვენი მოკავშირე ქვეყნის თურქეთის მოქალაქეა და მისგან დიდი საფრთხე არ მოდის, მაგრამ ამ ფაქტმა მაინც დაგვანახა, რომ მომავალში მზად უნდა ვიყოთ იგივე შემთხვევის განმეორებისას, რადგან შეიძლება, რომ სხვა დროს საქართველოს ნებისმიერი პარტიის ლიდერობა ხელში საქართველოსთვის არაკეთილმოსურნე ადამიანმა ჩაიგდოს . საბედნიეროდ მთავრობამ სწრაფი რეაქცია მოახდინა და გაამკაცრა საქართველოს მოქალაქეობის გაცემა:

წესები კონგრესმენებისთვის

No.1 - პირველ რიგში შეიქმნა სპეციალური აპლიკაციის ფორმა(ჩვენი პრეზიდენტისა და განათლების მინისტრის თაოსნობით), რომელსაც მოქალაქეობის მომთხოვნი შეავსებს. კონგრესმენები, რომლებსაც სთხოვენ მოქალაქეობის მინიჭებას ვალდებულებნი იქნებიან მომთხოვნს მიაწოდონ ამ ფორმის ლინკი, შემდეგში კი ჩამოართვან მოკლე ინტერვიუ და პირადად გაიცნონ ისინი.

No.2 - თუ რომელიმე კონგრესმენი ვინმეს მოქალაქეობას ზემოდხსენებულის გაკეთების გარეშე მისცემს, ის და მისი პარტია პასუხისმგებლები იქნებიან საქართველოს ახალ მოქალაქეზე.

No.3 - ყოველი პარტია იქნება ვალდებული დაეხმაროს თავიანთ ნამდვილ კანდიდატებს კონგრესმენად გახდომაში, რომ შემდეგში თავიდან ავიცილოთ უაზრო მოვლენები.


Rules for Foreigners

No.1 - Don't try to bribe
Remember that If you try to bribe our congressman your name will be add to our immigration black list until end of the time.

No.2 - Proper Time Planning
All immigration application processing will stop during 22nd - 27th each month because of the congress election.

No.3 - Never lie to us and be serious during intervew
Listen carefully to our questions and make your answers short if possible. If you have problems in english reading, please tell us at the beginning.

No.4 - Fight in eGeorgia and alliance side according to eGeorgia's Military Daily Order. Never fight against US!

No.5 - Not participate in political activities until you don't have a access from eGeorgia president.





ერთობლივი სტრაიკები.

ყველას კარგათ მოეხსენება, რომ ყოველდღე 22:30 წუთზე ვიკრიბებით საერთო ჩატში და რომელიმე ქვეყანას ერთობლივად ვურტყავთ, თუმცა ბოლო დროს ხალხს ეზარება ჩატიში შემოსვლა და თავს დიდად არ იწუხებს... ასე, რომ ძალიან გთხოვთ შემოდით თუმდაც 5 წუთი, რომ ელემენტარული რამე მაინც გაიგოთ და 10ჯერ მაინც გაისროლოთ. ჩემი დიდი თხოვნა იქნება სრული ენერგიით შეხვდეთ საერთო სტრაიკებს. დარიგდება ბლომად ქ7 იარაღი და საჭმელი თქვენ ოღონდ შემოდით და...
ახლა კი განგინმარტავთ როგორ შემოხვიდეთ საერთო ჩატში:
ნაბიჯი 1. შემოდით საიტზე chat.mibbit.com

ნაბიჯი 2. ასარჩევში ავირჩევთ Rizon-ს ნიკში ჩავწერთ ამ შემთხვევაში ჩვენი ერეპის ნიკს ან რაც გსურთ და channel-ში ჩავწერთ : #UGA




რაც შეეხება საქართველოს საგარეო პოლიტიკას მისი კურსი არ შეცვლილა, ბოლოდროინდელ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს არგენტინასთან დადებული მპპ, მართალია ამ პროცესმა არცისე სასიამოვნოდ ჩაიარა, გამომდინარე იქიდან, რომ არგენტინის კონგრესში ხმები 16-15 ზე განაწილდა საქართველოს სასარგებლოდ, მაგრამ მთავარი მაინც შედეგია.

საგარეო კურსთან ერთად მინდა ვახსენო არაოფიციალური სამინისტროები, რომლებიც წინა მთავრობების დროს შეიქმნა. ჩვენ როგორც საქართველოს ლეგიტიმური მთავრობა მათთან არანაირ კავშირს არ ვაღიარებთ, შესაბამისად მათ გაკეთებულ კონკურსებზე და ნებისმიერ სიტყვაზეც კი მთავრობა პასუხისმგებლობას იხსნის. გარდა ერთისა, რომლის ფორმირებაც ახლა ხდება(მიგრაციის სამინისტრო)

აღსანიშნავი ფაქტია, საქართველოს ბიუჯეტის ზრდაც რაზეც დიაგრამა ყველაზე კარგად მეტყველებს:




გაუმარჯოს ესაქართველოს!!!
თქვენი გამოუცდელი პრემიერ-მინისტრი.