ლამპრობა - სვანური ტრადიცია (კონკურსისთვის [MOC])

Day 2,964, 06:37 Published in Georgia Georgia by Vendetta X


როცა კულტურის სამინისტროს სტატია ვნახე და შევიტყვე კონკურსის შესახებ გადავწყვიტე დამეწერა და თქვენთვის გამეცნო საქართველოს ტრადიცია რომელიც დღემდე მხოლოდ სვანებმა შემოინახეს...

ლამპრობა- რელიგიური ცერემონიალი ზამთარში ამ დროს მთელი სოფელი გამოდის მოგიზგიზე ჟინჟღლებით(თხილის თუ არყის ხისგან გამოჭრილი მსხვილი ტოტი) რომელსაც წინასწარ რამოდენიმე კვირით ადრე თავს უჩეჩქვავენ და ახმობენ რომ ცეცხლი ადვილად მოეკიდსო...


ოჯახში კეთდება იმდენი ლამპარი რამდენი მამაკაციც არის ოჯახში და 1 სულის ლამპარი რომელსაც ოკახის უფროსი ანუ მახვში სახლში ტოვებს ცეცხლმოკიდებულს...
თითოეულ მამაკაცს მიაქვს თავისი ლამპარი როდესაც მივლენ იმ დანიშნულ ადგილას ყველა ერთად დადებს თავის ლამპარს და იწყება ლოცვა რომელშიც ისინი საქართველოს და თავიანთ სოფელს ლოცავენ... შემდეგ მიდის ერთმანეთში ლაპარაკი,მცირე პურობა,ჭიდაობა,ხუმრობა,სიმღერა და ასე შემდეგ...


თუ ერთ სოფელში მცხოვრები ორი ოჯახი ერთმანეთში ცუდად არის ამ ტრადიციის დროს ხდება ერთმანეთში შემორიგება და სხვა მრავალი კარგი ფაქტი...

ლამპრობას ასევე სხვა დანიშნულებაც ააქვს

ლამპრობა- ეს იყო თავისიებური სიგნალი როდესაც სვანეთის სოფლები დროებით ქაშგებმა დაიმორჩილეს, ლაბსყალდში რელიგიური დღესასწაულის საბაბით აანთეს კანაფის ლამპრებ, ამით უხმეს მეზობელი სოფლის მოსახლეობას და განდევნეს მოძალადეები სოფლიდან...
სვანეთში ლამპრობა აღინიშნება ყოველთვის აღდგომიდან 10 კვირით ადრე...
ლამპრობა სვანურად ითარგმნება როგორც "ლამპრობ"...
ეს ტრადიცია არის ჩემი ფავორიტი :დ იმედია გვეწვევით სვანეთში და დაესწრებით ამ დღესასწაულს ნამდვილად ნასიამოვნები დარჩებით 🙂









იმედია მოგეწონათ 😘

დააყარეთ ვოუთები სუბსქრაიბები და კომენტები :დ