[MOC] ინტერვიუები მოსახლეობასთან

Day 2,656, 05:00 Published in Georgia Pakistan by MNOSTER

დღეისთვის გვაქვს ინტერვიუები საქრთველოს მოქალაქეებთან.

თუ გნებავთ გამოხატოთ თქვენი აზრი, თუნდაც ანონიმურად , მომწერეთ პირადში და თქვენი აზრი აუცილებლად დაფიქსირდება.

მოქალაქეებს ვთხოვე დაეფიქსირებინათ თავიანთი აზრი უახლეს ცვლილებაზე თამაშის მექანიზმში, სოციალურ საკითხებზე, მთავრობის მუშაობაზე, ასევე შეეძლოთ დაემატებინათ თავიანთი აზრი ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით.

პირველი რესპოდენტი არის, განათლების მინისტრი,ნუგო, AKA -Alicest-

უპირველეს ყოვლისა, მინდა ვთქვა რომ ჩვენი მთავრობა ძალიან მუშაა, მთავრობაში უდავოდ კარგი ხალხია, ამას იმიტომ არ ვამბობ რომ მთავრობის ნაწილი მეც ვარ. ჩემი აზრით, ყველა სფერო გააქტიურებულია და საქართველოს კარგი და ღირსეული მინისტრები ჰყავს. მართალია ირაკლი(Supermantex) ახალი მოსულია სათავეში, მაგრამ დამერწმუნეთ წინა პრეზიდენტს არაფრით ჩამოუვარდება.
საფრთხეს არ ვგრძნობ ჯერ-ჯერობით რომელიმე ქვეყნისგან, მაგრამ იგი ნებისმიერ დროს შეიძლება გამოჩნდეს.ალბათ,გვექნება სავარჯიშო ომები , რომელებიც ძალიან კარგი იქნება, რადგან ზოგჯერ ომიც გენატრება :დ ხოლო ,რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის გალაშქრებას სხვა ქვეყანაზე, ჩემი აზრით,ახლა არ არის კარგი სიტუაცია სხვა ტერიტორიის დასაპყრობად. -Alicest -

შემდეგი რესპოდენტი - Themperor-

ვფიქრობ , დინამიურად მიდის ყველაფერი მაგრამ პრობლემა მდგომარეობს მოქალაქეების შენარჩუნებაში .ეს ბეიბი ბუმები კარგია, მაგრამ სტატისკიკას თუ აწარმოებთ დაინახავთ ,რომ მკვეთრი მატების შემდეგ ბევრი აღარ აგრძელებს თამაშს (ზოგს ბეზრდება, ზოგს მარტო ომობანა უნდა, ზოგიც ვერ ერკვევა კარგაd თამაში ) მთავრობაm მეტი ღონისძიება უნდა გაატაროს მოქალაქეების შენარჩუნებისთვის და არა მარტო რაოდენობის ზრდისთვის. მე ვთვლი, რომ ის ფინანსები და სახსრები, რომლელიც ბეიბი ბუმისთვის იხარჯება, სჯობს ახალდაწყებულ მოქალაქეებს დაახარჯონ, რათა მოტივირებულნი იყვენენ და მეტი ენთუზიაზმით მოეკიდნონ თამაშს.
ერთს დავამატებ უბრალოდ, აღსანიშნავია ერთი დეტალიც, ვინც აქტიურად აპირებს თამაშს მინიმუმ თვეში ერთხელ მაინც მოუწევს ნაღდი ფულის დახარჯვა(იგივე ცც პაქების ან გოლდის ყიდვა) რადგან მაგის გარეშე ძალზედ გაუჭირდება განვითარება, ან არის მეორე ვარიანტი, ეგრეთწოდებული ალტერებით ჩალიჩი, რაც მეტ შრომასა და დროს მოითხოვს და ამ ყველაფერთან ერთად საშიშიც არის რომ დაიბანები, თუმცაღა თუ გაგიმართლა და ბანს გადაურჩი, შედეგს ნამდვილად იძლევა -Themperor-


ბოლო,მესამე რესპოდენტმა, არჩია თავისი სახელი დაემალა.

დღეს საქართველოს სურვერენიტეტი ნამდვილად საფრთხეშია, მთავრობამ უნდა მოიფიქროს რამე ახალი განახლების საპირწონედ, თორემ შეიძლება სავალალო შედეგი დადგეს ქვეყანაში.
რაც შეეხება სოციალურ საკითხს ,ნამდვილად სასიცოცხლოდ საჭიროა ბეიბი ბუმი,თან მალე, კვდება ქვეყანა , დღეს მხოლოდ 5-6 სტატია დაიწერა ,აქტივობის კლება აშკარად შესამჩნევია.
კონგრესის არჩევნებზე გამოჩნდა,რომ ახალი ძალები მოდიან ქვეყანაში და რაღაც გარდამტეხს იმედია იზამენ,აამუშავებენ და განავითარებენ ქვეყანას .ასევე მნიშვნელოვანია ახალი მოთამაშეების ინტერესის მუდმივი გაღვივება,რათა თამაშში დარჩნენ.
საქართველოსთვის აუცილებელია შეინარჩუნოს თურქეთთან კარგი ურთიერთობა ,ასევე განავითაროს ხორვატიასთან მეგობრული კავშირები, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია,ჩემი აზრით.
მთავრობის მუშაობას რაც შეეხება, ისინი მეტს ფიქრობენ და ლაპარაკობენ ,ვიდრე საქმეს აკეთებენ,ეს ნამდვილად ასეა, თუმცა მათი მუშაობა ნამდვილად ეფექტურია. მომეწონა ქვეყნის შიგნით ვაჭრობისა და წარმოების წახალისების იდეა, რომელიც განხორციელდა კიდეც, თუმცა ფინანსთა სამინისტროსგან მე სხვა რეალურ მოქმედებას ვერ ვხედავ, ასევე საეჭვოა კრედიტებთან დაკავშირებული სიტუაციები ,ნორმალური ახსნა-განმარტება არავის გაუკეთებია. გამოჩნდა,რომ ეროვნული ბანკი დაიბანა , ამაზეც მაინტერესებს მთავრობის ახსნა-განმარტება.
საეჭვოა განათლების სამინისტროს მუშაობა, მართალია მუდმივად განახლებადი სტატიები არის,თუმცა საერთო ბაზის მოდიფიკაცია მე არ მინახავს,და ამაზე არც არვის გაუჟღერებია ინფორმაცია, ბეიბი ბუმი თუ იქნება ეს ბაზა ნამდვილად მოწესრიგებული უნდა იყოს. კარგი იყო ვიდეო-გზამკვლევები,რომლებსაც ნამდვილად ვაფასებ,თუმცა მას ვერ მოაქვს სათანადო ცოდნა საწავლო ბაზასთან შედარებით .
არ ვარ კმაყოფილი ხალხის დაინტერესებით ასევე, მართალია არც მთავრობის კომუნიკაცია დაიკვეხნის ,თუმცა ხალხი უნდა აქტიურობდეს და მოითხოვდეს მთავრობისგან და არა მთავრობა ხალხისგან, საჭიროა მეტი კონტროლი და ინტერესი მიმდინარე და დაგეგმილი პროცესების მიმართ.
მთავრობის მუშაობას შევაფასებდი 6/10-ზე , ენთუსიაზმს 8/10-ზე ,ვერ გამოვყოფდი ვერცერთ სამინისტროს, ისინი აშკარად მეტს მუშაობენ ვიდრე წინა თვეებში,თუმცა განსაკუთრებით უკეთესი არც ერთია რომელიმეზე.
-Anonymous-

პასუხებში შეტანილია მცირედი რედაქტირება, რათა გამართული ქართულით დაწერილიყო სტატია, ძირითადი მნიშვნელობა და მოთამაშის ექსკლუზიური ინტელექტუალური აზრი დაცულია.



Vote 😁

შეგიძლიათ დამიკავშირდეთ.