[EX-President] გალობანი სინანულისანი

Day 2,785, 20:01 Published in Georgia Serbia by Jimmy Levy

ალბათ გაგიკვირდებათ, რას ნანობსო 🙂

ვნანობ, რომ მეტი ვერ მოვასწარი...
რამდენი რამ მქონდა ჩაფიქრებული, რამდენი დავიწყე და სრულყოფილი სახე ვერ მივეცი რადგან დრო არ მეყო, რამდენი უბრალოდ ვერ მოვასწარი ინსტრუქცია მაინც მიმეცა, რომ უჩემოდ მაინც მომხდარიყო...
არაფერია, რაც მოვასწარი, იმასაც არაუშავდა.
ჰოდა მინდა ჩემს ემოსახლეობას ანგარიში ჩავაბარო: რა მინდოდა, რა გავაკეთე, რას გავაკეთებდი და საერთოდ რა ხდებოდა ჩემს პრეზიდენტობისას.

სომხეთზე გალაშქრება
რამდენიმე სტატიაში თუ კომენტარებში თვალი მოვკარი იმაზე მსჯელობას, რამდენად დიდი როლი ვითამაშე სომხეთი ტერიტორიების დაპყრობის კამპანიაში.
ვფიქრობ საკუთარ დამსახურებებზე საუბარი არაა ლამაზი საქციელი, ეს სხვებმა უნდა გააკეთონ.
მაგრამ ამავდროულად მიმაჩნია, რომ თქვენც გაინტერესებთ პირველწყაროდან იმის მოსმენა, რა ხდებოდა და როგორ ვითარდებოდა მოვლენები.
მაშ ასე... პირველი რაც გავაკეთე, როგორც პრეზიდენტმა, დავიწყე აქტიური მოლაპარაკებების წარმოება თურქეთის უმაღლეს ხელისუფლებასთან სომხეთთან დაკავშირებით. მინდა გითხრათ, რომ კატეგორიული და მუქარანარევი უარი მივიღე მათგან. მოლაპარაკება პასიურ ფაზაში გადავიყვანე, თუმცა არ გამიწყვეტია.
შემდეგ მოხდა ის, რომ პროთურქულმა ძალებმა დაკარგეს ხელისუფლება სომხეთში, რამაც მომცა საშუალება პრეტენზია ისევ გამომეცხადებინა სომხეთის ტერიტორიაზე. ამასობაში დაემთხვა ის, რომ თურქეთისთვის მის ახალ საომარ კამპანიაში (რომელიც საბოლოოდ ჩაიშალა) საქართველოს ერგო როლი და საჭირო აღმოჩნდა თურქეთისთვის, რაც გვაძლევდა დამატებით კეთილგანწყობის იმედს თურქეთის მხრიდან.
არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა Georgian Shield-ის უდიდეს როლს ეგვიპტელებთან საქმის მოგვარებაში. მან მარტო გადაჭრა ეგვიპტური დაბრკოლება და შევთანხმდით ამ ქვეყანასთან სომხეთის გაყოფაზე. თან ისე, რო ურთიერთობა არ გაგვიფუჭებია მათთან. ყოველთვის, როცა კი საშუალება მომეცემა, დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებ ამ ემოთამაშესთან. რა თქმა უნდა თუ შემხვედრი სურვილიც იქნება.
საბოლოო ჯამში, ურთიერთობა ამ დაპყრობის გამო არავისთან გაგვიფუჭებია, მგონი თვით სომხების ჩათვლითაც კი 🙂.
ვმუშაობდი იდეაზე, რომ სომხეთის დიქტატორად ქართველი დაგვეყენებინა.
ჩვენ შემოვიერთეთ ტერიტორიები. რასაც რა თქმა უნდა ყველაზე დიდ წარმატებად ვთვლი ჩემი პრეზიდენტობის ვადიდან.

აქვე მინდა დავამატო, რომ ჩვენი ომები ამით არ რჩებოდა. აუცილებლად მოხდებოდა ჩვენი დაპყრობით ომების გაგრძელება.


სენატი
ეს იმდენად საჭირო ორგანოა, მიკვირს კიდეც, რატომ აქამდე არავის მოუვიდა აზრად მისი ოფიციალურად დაარსება.
ის, რაც ადრე კულუარებში ხდებოდა, ქაოტურად და არაორგანიზებულად, ეხლა ხდება ჩამოყალიბებულად, გამართულად, წესებად გაწერილ რეჟიმში და რაც მთავარია უაღრესად ეფექტურად.
მისი ეფექტურობა ნათლად გამოჩნდა სომხეთის კამპანიის დროს.
ვწუხვარ მხოლოდ იმის გამო, რომ ბოლომდე დახვეწა ვერ მოვასწარი. ჩაფიქრებული მქონდა სრულყოფილი წესდების შექმნა, შემადგენლობის გადახედვა და სისტემატიზირება და ა.შ.
ამის პარალელურად, სახელმწიფოს მართვის მოდელში ცვლილებების შეტანის წყალობით, დიქტატურის არსებობის პირობებშიც კი უნარჩუნდებოდა კონგრესს თავისი ლეგიტიმურობა. კონგრესს უნდა დაემტკიცებინა სენატის მიერ მოწონებული/მიღებული/შემოთავაზებული ნებისმიერი ნაბიჯი. აქედან გამომდინარე ხელისუფლება (ძალაუფლება) ნაწილდებოდა რაც შეიძლება მეტ ადამიანზე თუ რგოლზე, რაც, არც მეტი და არც ნაკლები, დემოკრატიას ნიშნავს 🙂.

კონტროლის პალატა
ეს იყო მხოლოდ იდეა (რომას), რომელსაც ხორცის შესხმა ვერ მოვასწარით. მე ვერ დავასახელებ კიდევ სხვა ორგანოს, რომლის დამატებაც თუნდაც მიახლოებით მაინც იქნებოდა ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც კონტროლის პალატაა.
შეგახსენებთ, საუბარია ასე ვთქვათ "კომიტეტზე", რომელიც თითოეულ სამინისტროს ცალკე გაუწევს მონიტორინგს, შეაფასებს მის მუშაობის ეფექტურობას და შემდეგ დაწვრილებით ანგარიშს წარუდგენს ხელისუფლებას და აგრეთვე რეკომენდაციას, რა ცვლილებაა საჭირო კონკრეტულ სამინისტროში (საუბარია მათ შორის საკადრო ცვლილებაზეც).

გაზრდილი კადრები სამინისტროებში
მიმაჩნია, რომ ესეც სწორი გადაწყვეტილება იყო. თითოეულ მინისტრს დავუნიშნე ორ-ორი მოადგილე და მივეცი საშუალება, ჰყოლოდა უფრო მეტი.
ფაქტია, რომ გამოცდილება მიიღო უფრო მეტმა მოთამაშემ, ქვეყნის მართვაში ჩაბმული იყო უფრო მეტი მოთამაშე, ვიდრე მანამდე.
არ ვამბობ, რომ ყველა სუპერაქტიური იყო, ან ყველა სამინისტრომ ციდან ვარსკვლავები წყვიტა, მაგრამ აქტივობა აშკარად მეტი იყო.
მეორე ვადაში მინდოდა მცირე ცვლილება შემეტანა. დამეტოვებინა მოადგილის ან მოადგილეების პოსტი და დამემატებინა სამინისტროს თანამშრომლის კადრი. ანუ, ნებისმიერი მოთამაშე, თუ აიყვანდა მინისტრი მას "სამსახურში", შეძლებდა რომელიმე სფეროში მოღვაწეობას და თავის გამოჩენას იმის გარეშე, რომ არ გვეფიქრა - მაინც რამდენი მოადგილე უნდა ჰყავდეს ამ მინისტრს.
არადა რამდენი (თუმცა სამწუხაროდ საკმაოდ ცოტა) ადამიანი რჩება როლის გარეშე, რადგან მის სფეროს უვე განაგებს სხვა.

სახელმწიფო ოფიციალური გაზეთი
ამ გაზეთის გამოცემა დავავალე კულტურის სამინისტროს. ბიჭები გამალებით ემზადებოდნენ პირველი საპილოტო ნომრის გამოსაშვებად. არ ვიცი ეხლა რა სტადიაშია, მაგრამ თუ განაგრძობენ, ყოველთვის და დიდი სიამოვნებით დავეხმარები რჩევებით.
თუ ეს გამოვიდა, ჩვენს ქვეყანაში იარსებებს ყველაზე ყველაზე ყველაზე მაგარი გაზეთი. და რაც მთავარია, ეს გაზეთი იქნება უნიკალური. მე არ მგონია (არ გამიგია), სხვა ექვეყანასაც გააჩნდეს რამე მსგავსი.
ადამიანი უბრალოდ შევა ამ გაზეთის რომელიმე ნომერში, წაიკითხავს და აზრზე იქნება, რა მოხდა გასული რამდენიმე დღის განმავლობაში ექვეყანაში.
ძალიან ვთხოვ რედკოლეგიას, არ შეწყვიტოს მასზე მუშაობა.

სავაჭრო პალატა
მეორე ვადაში მინდოდა ამომექოქა ოდესღაც ჩემს მიერ დაარსებული ესაქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატა.
თუმცა ეს ორგანიზაცია მთლიანად არასამთავრობოა და მის გააქტიურებას კერძო სექტორიდანაც შევძლებ.
შეგიძლიათ წაიკითხოთ სტატია და აუცილებლად იმ სტატიაში დალინკული სტატიებიც:
http://www.erepublik.com/en/article/-1-2421949/1/20
ორიოდე სიტყვით კი გეტყვით, რომ ლაპარაკია ვაჭრების და მრეწველების გუნდზე, რომელიც გააკონტროლებს ფასებს ბაზარზე, რათა დიდი მოთხოვნის დროს არ მოხდეს დრაკონული ფასების დადება, აქედან გამომდინარე კი მოსახლეობის გაყვლეფა და მცირე მოთხოვნის დროს არ მოხდეს ფასების დაგდება, შესაბამისად კი ეკონომიკის დაზარალება.

აფხაზეთი
დაგეგმილი მქონდა მოლაპარაკება დამეწყო თურქეთთან აფხაზეთთან დაკავშირებით.
ადრე (პრეზიდენტობამდე) ჩანაფიქრში მქონდა იდეა, შემეთავაზებინა თურქეთისთვის 1 მილიონი ელარი (ჩემი ჯიბიდან), რომ დაეთმო ჩვენთვის აფხაზეთი.
ეხლა აღარ ვაპირებდი მილიონების ფრიალს, მაგრამ მოლაპარაკებას აუცილებლად... და წარმატების დიდი იმედიც მქონდა.



რა ვიცი... ვფიქრობ ძირითადი მოგიყევით რა გავაკეთე.
ცოტა ისიც მოგიყევით, რა უნდა გამეკეთებინა.
აქვე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მთავრობის სრულ შემადგენლობას. პოლიტსიჭრელის მიუხედავად, ეს იყო ერთიანი და შეკრული გუნდი. მადლობა თქვენ ბატონებო.

რაც შეეხება გაყალბებულ ხმებს გუშინდელ არჩევნებზე...
მე ჩამომეჭრა 5 ხმა.
არ ვიცი ვინ გამოიყენა/გამოიყენეს ალტერები, მაგრამ თქვენ მე ხუთჯერ მაწყენინეთ.
არ მინდა მასეთი მოგება. მოგებაზე მეტად ჩემთვის ჩემი სახელია ძვირფასი.
სახელის გატეხვას კი თავის გატეხვა მირჩევნია.



პატივისცემით

ექს პრეზიდენტი
ჯიმი ლევი