☼ eRepublik 8 წლის ხდება!!! ყველას უფასო Big Bombs საჩუქრად!

Day 2,912, 12:39 Published in Georgia Belarus by Ashmalaxa


გამარჯობა eბიჭებო!

მინდა გაცნობოთ, რომ ამა წლის 20 ნოემბერს ჩვენი საყვარელი თამაში ხდება 8 წლის! (ერთი ორი წელიც და პლატოს ქალებშიც წავიყვანთ 😁,)

ამ არაჩვეულებრივ ამბავთან დაკავშირებით ადმინისტრაციამ გადაწყვიტა საჩუქრებით გაგვანებივროს 🙂



პირველი საჩუქრის მისაღებად, თქვენ უბრალოდ უნდა შეხვიდეთ თქვენს მეილზე, რითიც ხართ დარეგისტრირებული თამაშში და შეამოწმოთ მესიჯი (თუ არ ჩანს, Spaam_ში დაძებნეთ), დააჭიროთ მწვანე ღილაკს "Collect your gift!" და მიიღებთ ერთ დიდ ბომბს 😁



დანარჩენი საჩუქრებისთვის კი როგორც ჩანს 20 ნოემბრამდე მოგვიწევს მოვიცადოთ, ადმინისტრაცია დიდ ივენთებს გვპირდება! 🙂




ასევე მინდა მოვუწოდო ყველა აქტიურ მოთამაშეს შემოუერთდეს ჩვენ პარტიას!
ჩვენ ვაპირებთ განვავითაროთ როგორც ჩვენი პარტია, ასევე ამ გზით ჩავერთოთ ქვეყნის ეკონომიკურად მოძლიერებაში.


ეროვნულ-დემოკრატიული პარტია აგრძელებს პროგრამას,რომელიც გამიზნული იქნება მისი წევრების რესურსებით მომარაგებაზე და მათ გაძლიერებაზე.

რესურსების ყოველკვირეულად მიწოდებისათვის, თქვენ უნდა შეავსოთ მოცემული აპლიკაცია!
ყველა დარეგისტრირებულ ე.დ.პ.-ს წევრს ყოველი კვირის დასაწყისში გადაეცემა იარაღი და საკვები,თავისი მოთხოვნილებების შესაბამისად.


ასევე რამოდენიმე დღის წინ პარტიის ლიდერებმა Luka Koberidzeმ და Vettelმა წამოიწყეს პროგრამა რომელიც მიცემს საშუალებას ქართველ მოთამაშეებს დასაქმდნენ საქართველოში და ამით ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასაც შევუწყობთ ხელს!

ყველა ვინც Vettel-თან დასაქმდება სამუშაოზე და იქნება ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი, ხელფასი გაეზრდება 90 ლარამდე, რაც იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე მსოფლიოში არსებული სტანდარტი!




Vote & Subscribe არ დაგეზაროთ
o7
წარმატებები ყველას და HaKuNa Mattata 😁,