ე-საქართველო და მისი მოკავშირეები - ტაილანდი №2 {U.G.P.}

Day 2,930, 08:59 Published in Georgia Georgia by Giorgi Gelovani
მოგესალმებით მეგობრებო!

გამომწერთა რიცხვი იზრდება. ჩვენ უკვე 11-ნი ვართ. როგორც შეგპირდით ვწერ მეორე სტატიას ტაილანდის შესახებ, სადაც მიმვოიხილავ ჩვენი ძმა და მეგობარი ქვეყნის მიერ დაჩაგრულ სახელმწიფოებს.

ალბათ გახსოვთ, რომ ტაილანდს ტერიტორიები წართემული აქვს: სინგაპურის, ინდოეთის, მალაიზიისა და სლოვაკეთისთვის. ტერიტორიები შეთანხმებით წაიღო თუ გაბოროტდა და წაართვა სუსტ სახელმწიფოებს ეგ მე არ მომეხსენება.

მოკლედ, პირველი ქვეყანა არის
ინდოეთი
ჰოი საოცრებავ! ყველას გაგიკვირდებათ და ეგრეთ წოდებული M.P.P. ინდოეთს არავისთან აქვს გაფორმებული. საბედნიეროდ არ დამეზარა და გადავხედე მათ მიერ მიღებული კანონების ისტორიას. საკმაოდ საინტერესოდ ურთიერთობენ სხვა ქვეყნებთან. ნუ... ძალიან არ უყვართ ხორვატია (ისინი მათ ეხლაც ებრძვიან, თანაც რაც თავი ახსოვთ ხორვატია ნე-დ ჰყავთ ყოველთვის), ასევე ჩილე. ეს ორი კი, ყველამ ვიცით, ჩვენი უახლოესი მოკავშირეები არიან. ძალიან უყვართ მაკედონელები. მაგათთან ყოველთვის ედოთ მპპ. ხოლო ბულგარელებს რაც შეეხებათ, ისინი ჯერ უყვარდათ, მაგრამ ბაც! და ნე-დ გამოაცხადეს. ყოველ შემთხვევაში, ბოლო მოვლენების შემდეგ ჩვენ არც მაკედონია და არც ბულგარეთი არ გვეხატება გულზე. ინდოეთში დიქტატურაა. იყვნენ ალოიანს ბანანა-ში. მოკლედ, ყველა მიზეზი გვაქვს იმისთვის, რომ ინდოეთი არ გვიყვარდეს.
პ.ს. საჰაერო დარტყმისთვის მზად არიან და საინტერესოა შეუტევენ თუ არა ვინმეს.

სინგაპური
სინგაპური რამდენადაც ძლიერი ქვეყანაა რეალურ სამყაროში, იმდენად სუსტია იერალურში. სინგაპურის დროშის ქვეშ თამაშობს სულ რაღაც 78 მოთამაშე. ესენიც ინდოელებს ბაძავენ და ცდილობენ მპპ არავისთან ჰქონდეთ. საბედნიეროდ ამათ მიერ მიღებულ კანონებსაც გადავხედე და ესენიც ძალიან საინტერესოდ ურთიერთობენ მსოფლისოთან. ბოლო ერთი წლის განმავლობაში გააკეთეს 2 იმპიჩმენტი, მიიტანეს ერთი საჰაერო თავდასხმა მოლდავეთზე და რაც თავი ახსოვთ ეზიზღებათ ტაილანდელები. მათაც ისინი სულ ნე-დ ჰყავთ გამოცხადებული. ალიანს სინფილისში არიან გაწევრიანებული. როგორი სახელიც აქვს ალიანსს ისეც მისდით საქმე.

მალაიზია
არც ეს ქვეყანა ჩამორჩა წინა ორს და არ დადო მპპ არავისთან. ბოლო 6 თვის განმავლობაში ერთადერთი ღირებული რაც გააკეთეს ტაილანდი გამოაცხადეს ორჯერ ნე-დ. მეტს ამ ქვეყანაზე მართლა ვერაფერს ვიტყვი 😃 😃

სლოვაკეთი
რატომღაც მეგონა რომ ეს ქვეყანა ძლიერი იყო, მაგრამ ამათზე მალაიზიაზე ნაკლებს დავწერ. ანუ არაფერს 😃 😃 http://www.erepublik.com/en/country-administration/Slovakia/1
ესაა მაგათი ლინკი და თუ არ გჯერათ თქვენ თვითონ დარწმუნდით.