,,პრეზიდენტის შეცდომა''

Day 3,000, 15:45 Published in Georgia Argentina by M i r M i

როცა საქართველომ ირანს ომი გამოუცხადა და წაიშალა, იყო ბევრი სტატიები, განსაკუთრებით ხელისუფლების მისამართით. რომ ეს იყო შეცდომა, რომ ხელისუფლებამ გაგვწირა და ა.შ.
მეც არაერთხელ მომახალეს ჩემი ორი სტატია და ნიშნისმოგებით მეუბნებოდნენ წინა ომს რომ აძაგებდი ეს რატომ გაამართლეო.
მარტივი პასუხი მქონდა, მაშინ თურქეთი წაშლილი არ იყო.

მოდი მე მცირე ან ვრცელ ანალიზს გავაკეთებ და ვისაც უნდა დაიჯეროს ვისაც უნდა არა. პო ხუი.

როცა თემსისიმ ირანს ომი გამოუცხადა( მიუხედავად ჩვენი არაერთი რჩევისა რომ ეგ არ გაეკეთებინა) მე ვთქვი რომ ხმა მიეცით საქართველოს წაშლას. ასეც იყო. ირანი ომობდა თურქეთთან, ჩვენ გვქონდა ყველა რეგიონი სომხეთის ჩათვლით. ჩვენ ერთი ომი ირანთან უკვე ჩატარებული გვქონდა და გვინდოდა დასვენება.
ირანმა ნე დაგვიტრიალა, წაგვართვა სომხეთის რეგიონი, ქუთაისს მოადგა და ისევ სპამ გააჩერა ირანი, თავისი რესურსებით_ ძალით და ფულით. მერე საბედნიეროდ თურქეთმა გადაგვიკეტა საზღვარი და ომი შეწყდა.
მაგ მომენტში როცა ომი გამოცხადდა, თურქეთი საზღვართან იბრძოლდა და არცერთი რეგიონი არ ჰქონდა დაკარგული. ამიტომ ჩვენ კი არ უნდა შეგვეტია, უბრალოდ თურქეთის მხარეს გვებრძოლა.
უმთავრესი მოტივი ამის ის არის, რომ ირანზე გასასვლელი ჩვენ და თურქეთს საერთო გვაქვს, ერთი რეგიონი. ამიტომ ირანთან ბრძოლისას ერთმანეთს ვუშლით ხელს, როცა ორივე ვუტევთ, იმ რეგიონს როცა დაკარგავს რომელიც საერთო გასასვლელია ირანი, ან ჩვენთვის ან თურქეთისთვის ირანზე გასასვლელი იკეტება. ამიტომ ასეთ დროს სულელურ ნე_ს ჯობია მოკავშირეს უბრალოდ ძალით დაეხმარო.

ახლა მეორე მომენტი.

თურქეთი წაშლილია. ჩვენ ფეხზე ვართ.
უკრაინამ ვითომ დახმარება სცადა მაგრამ უკან დაიხია როცა წააგო და ზავი დადო ბულგარეთთან.

მე მაშინაც ვიცოდი და ახლაც ვიცი რომ ირანი ჩვენზე გაცილებით ძლიერია.
და ირანზე ომის გამოცხადება მერეც თვითმკვლელობა იყო, მაგრამ საჭირო თვითმკვლელობა.

და მე თუ მკითხავთ უთესლესი სტრატეგიული სვლა.
ამ ომის გამოცხადების მიზანი ირანის ყურადღების ჩვენზე გადმოტანა იყო და არა თეირანის აღება. ამის ტრაკი არც გვქონდა და ეს ყველაფერი შეგნებულად გაკეთდა.
მაშინდელისგან განსხვავებით ირანს თურქეთის რეგიონები ჰქონდა, დღითი დღე ძლიერდებოდა და ამის საშუალება არ უნდა მიგვეცა. ადრე თუ გვიან თვითონ დაგვარტყამდა და შეგვჭამდა.

ამიტომ იყო საჭირო თვითმკვლელობა.
ჰოდა ჩვენც თავი მოვიკალით, ძალიან ბევრი რესურსი შეალია ამას ირანმა.
1-2 კვირაა ვწერდი, ,,როცა გათავდება შავი ფული, შავი ღამეები დადგება" მეთქი. ეგრეც მოხდა, გამოელია ირანის შავი ფული, რაშიც ჩვენი ,,თვითმკვლელობის" წვლილიც დიდია და ირანმა უბრალოდ ვერ გაქაჩა. დაეცა. ირანი რეგიონიდან გავაგდეთ, თურქეთი ფეხზე დადგა და 2-3 საათში თეირანში ერდოღანი ისეირნებს ხალათით და ჩუსტებით.

უფრო მეტსაც გეტყვით, 3-4 დღის წინ, როცა 2 რეგიონი გვქონდა და ავანტიურისტული ას გვინდოდა, ისევ ირანზე 🙂 ისევ იმისთვის რის გამოც ,,თავი მოვიკალით".

როცა სტრატეგიას თამაშობ და ყველაზე დიდი სტრატეგია ჩემთვის ჭადრაკია, მთავარი მოგებაა და არა ფიგურის გაწირვა. ანუ შედეგი. დღეს შედეგი დადგა. და რომ არა მწვანეების გადმოფრენა ახლა სულ სხვა სურათი გვექნებოდა ჩვენს ტერიტორიებთან მიმართებით. მაგრამ მწვანეებიც დროებითია. ზეგიდან გვაქვს შანსი ისინიც გავყაროთ, თუ ჭკვიანად დავგეგმავთ ყველაფერს და ყველაფერს ჩავდებთ.

იმ ორ სიტუაციას შორის რაც ზემოთ დავდე არსებითი სხვაობაა. ორივე შემთხვევაში ირანს შევუტიეთ, მაგრამ ამის გამო მყვირალა ხალხი არ უყურებს ,,რატომ, როდის" და ა.შ. ახლა იცით, კიდე თუ ვერ გაიგეთ და კიდე პო ხუი.

შესაბამისად, ირანზე პირველი დარტყმა რის გამოც სტატია დავწერე იყო ბაჯაღლო ყლეობა, ირანზე მეორე დარტყმა შეცდომა კი არ იყო, არამედ უთესლესი სტრატეგიული სვლა რომლის შედეგი დღეს დაიდო!!!

ჩემთვის პირადად პრიორიტეტულია რუკაზე მყოფი ჩემზე ძლიერი მეგობარი, როცა მე წაშლილი ვარ, ვიდრე პირიქით.

რაც შეეხება მწვანეებს. ხვალიდან რთული დღეები გველის, ამიტომ მაქსიმალური მობილიზაცია გააკეთეთ თქვენი რესურსების იქნება ეს ფული, ძალა, თუ კონტაქტები.
ძალა შეინახეთ, ფული მუ_ს მეთაურებს მიეცით ორდერებისთვის და კონტაქტები მაქსიმალურად გამოიყენეთ.

ბრაზილია ძალიან ძლიერია, მაგრამ ჩვენ ჩვენს მიწას ვიცავთ და მაგათზე უარესები გაგვიყრია აქედან.