არ მითხრა ახლა მაი ღორი საავადმყოფოში მიმყავსო...

Day 2,949, 12:55 Published in Georgia Serbia by PolitMaestro

ჯანსუღ ჩარკვიანი, ერთხელ, ეუბნება ნოდარ დუმბაძეს:
- ნოდარ, არ მჯერა, ყველა გურული ენაკვიმატი ვერ იქნება!
- წამო, ერთხელ, ჩემთან გურიაში და განახებ. მიუგო ნოდარმა.
ხოდა, ერთხელაც, ნოდარი და ჯანსუღი მიდიან ჯანსუღის მანქანით გურიაში და გზად დაინახავენ გურულ გლეხს, რომელიც მანქანას ელოდება, რომელსაც გზად გაყვება. ჯანსუღიც გაუჩერებს და ჩაისვამს.
გავა ნახევარი საათი, გურული ხმას არ იღებს. ჯანსუღი უკვე ზეიმობს გამარჯვებას. ბოლოს, გადაწყვიტა თავიანთი თავი გაეცნო ჯანსუღს და მისი ლექსების კრებული გაუწოდა. გურულმა გლეხმა, ახედა, დახედა და უკან წაიკითხა "15 კაპეეკ".
-ცარიელი რვეული 20 კაპიკი ღირს და შენ რა დაწერე ამფერი შით?
ჯანსუღს, ფერი ეცვალა და მთელი გზა ნერვიულობით ატარა მანქანა. ამ ყველაფერს ღორიც ემსხვერპლა. გადმოვიდნენ ჯანსუღი და ნოდარი მანქანიდან, რომ ეს ღორი "ბაგაჟნიკში" (საბარგულში) ჩაეგდოთ და ამ დროს ზემოდან ესმით ხმა.
- ნოოდარიე, არ მითხრა ახლა მაი ღორი საავადყოფოში მიმყავსო, ამოი და მისტუმრე მაი კაცი აქ.
ამის მერე ჯანსუღს გურულებზე სიტყვა არ დასცდენია.

ხოდა ამდენი რატომ ვილაპარაკე. ეს ხომ მაგარი პრიკოლია, მაგრამ უნამუსო ვიყო ეს უფრო მაგარი პრიკოლია 😃 😃 😃