დემოკრატია, როგორც ასეთი...

Day 2,944, 13:13 Published in Georgia Serbia by PolitMaestro

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნება. იყო ერთი ბედკრული ესაქართველო. დადგა დღე და ჟამი, როდესაც ემსოფლიოში, შემოიღეს დიქტატურა ვითარცა მმართველობა, რომელსაც ძლიერები დაამყარებდნენ და მხოლოდ ისინი ჩაიგდებდნენ ძალაუფლებას. გაჩნდა დიქტატურა და გაჩნდა საფრთხეები, მრავალი საფრთხე, მრავალი რჯულის ხალხს შეეძლო შემოსულიყო და გადაეწვა და გადაებუგა ესაქართველო, მომჯდარიყო ტახტზე და აღარ ჩამოსულიყო იქიდან. მაგრამ არა, ვიხმარეთ ხერხი, როგორც ნაცარქექიამ იხმარა ხერხი დევთან ჭიდილისას და თვითონვე დავამყარეთ დიქტატურა. ბევრს ეგონა რომ ეს ცუდი იქნებოდა, მაგრამ ააააარა, თურმე ამით შეიძლებოდა დაგეჭირა ორი კურდღელი, გადაგერჩინა სამშობლო ორი დაუძინებელი მტრისაგან! ორი სისხლის მსმელი მონსტრისგან! უცხოელებისგან და კონგრესის ინსტიტუტისგან! დიიიიახ! სწორედ გაიგეთ! ეს ორი სისხლის მსმელი მონსტრი, რომელიც ესაქართველოს სახელმწიფოებრიობას საფრთხეს უქმნიდა გაუვნებელყოფდა!
არ გასტანა დიდმა ხანმა, რომ ესაქართველოს, ემოქალაქეებში დაიწყო მითქმა მოთქმა დიქტატურის მიკერძოებულობის შესახებ, დადგა ჟამი გათავისუფლებულიყო ქვეყანა დიქტატურისგან რადგან ხალხი ასე ითხოვდა. ბევრი ამის წინააღმდეგი იყო, მაგრამ აღარც ისეთი საშიში იყო დიქტატურის საფრთხე უცხოელებისგან და ამან უფრო შეუფიცხინა ხალხს, რამაც საბოლოოდ დემოკრატიამდე მიგვიყვანა!
ოოოოოო, დიდო დემოკრატიავ! დემოს კრატოს, ხალხის მმართველობავ! განა შეიძლება ასეთი კარგი იყო შენ? როგორ გაბედა ჰიტლერმა, როდესაც შენ შეურაწყოფა მოგაყენა, როდესაც მანდ თქვა რომ ეს ის მმართველობაა, როდესაც 2 იმბეცილის ხმა ერთი ჭკვიანისაზე მეტს ნიშნავს. როგორ გაგიბედა სტალინმა და თქვა, რომ დემოკრატია ხალხის მმართველობაა, მაგრამ დიქტატორი თუ ხალხის სიტყვას ამბობს განა ესეც დემოკრატია არ გამოდისო? მიხარია დემოკრატია, მიყვარს იგი, ვეთაყვანები მას!

და ბოლოს -
https://www.youtube.com/watch?v=C4jk7RuGOkc

ერთ კვირაში საქართველოს რუკიდან გააქრობენ, ჰა ჰა 11 დღეში.