☼ მცირეოდე პოლიტიკა

Day 2,936, 03:50 Published in Georgia Belarus by Ashmalaxa


სალამი აგართვით 😃

მოგეხსენებათ მეგობრებო ხვალიდან იწყება საპრეზიდენტო არჩევნები და მიუხედავად იმისა, რომ მე ყოველთვის ვცდილობ პოლიტიკურ ამბებში ნაკლებად ვიყო აქტიური, არ შემეძლო ერთიორი სიტყვა არ დამეწერა ჩვენ კანდიდატზე, ბატონ Sebastian Vettell_ზე.

ამას ალბათ უფრო ახალბედებისთვის ვწერ, რათა გაიგონ კანდიდატების შესახებ უფრო მეტი, რადგან არამგონია რომელიმე გამოცდილმა მოთამაშემ არ იცოდეს ვეტელის შესახებ და თუ რამხელა ამაგი აქვს მას გაწეული ჩვენზე და მთლიანად საქართველოზე!



არ დავიწყებ ეხლა მისი დამსახურებების ჩამოწერას (რა ჩამოთვლის :დ), მოკლედ გეტყვით, რომ ეს არის ადამიანი რომელიც დაუზოგავად შრომობს eსაქართველოს წინ წაწევისთვის, მისი გაძლიერებისა და განვითარებისთვის!

მე მინდა გესაუბროთ მხოლოდ ჩემ მაგალითზე, უბრალო eმოქალაქის, რომელსაც თამაშის დაწყებიდანვე ეხმარებოდა ბატონი გიორგი და მისი დამსახურებით მე რაღაცას წარმოვადგენ ამ ვირტუალურ სამყაროში 😃

მოკლედ სულ პირველად თამაშის შესახებ გავიგე forum.ge_ის მეშვეობით (ეხლა შიგნით შევიხედე და ნოსტალგიისგან გული ამიჩუყდა :3), დიდი არაფერი თამაში არ ჩანდა, არც გრაფიქით მომხიბლა (დიდად ეხლაც არ მხიბლავს), ბრძოლა კიდე ხო საერთოდ 😃 რაღაც თოფები ერთმანეთს ურტყამდნენ (ბრძოლის ძველი ინტერფეისი) კიდე კარგი ეგ მაინც შეცვალეს, ეხლა ცოტა სანახაობრივი მაინც არის 🙂

გავწევრიანდი კადეტების მუ_ში, რომელიც იმ დროისთვის ფეხზე იდგა და საქმეს აკეთებდა! იქაურობას კი ვეტელი განაგებდა. სწორედ მანდ ჩამახედა თამაშის სხვადასხვა ნიუანსებში, მეხმარებოდა როგორც მატერიალურად, ისევე სულიერადაც 😃 ნებისმიერ კითხვაზე შემეძლო მიმეღო პასუხი. გამხადა კონგრესმენი და დამაკვალიანა კონგრესმენობის საკითხებში.

ბევრს აღარ გავაგრძელებ ჩემს ისტორიებს, უბრალოდ გეტყვით თუ რატო ვწერ ამას. რა თქმა უნდა მრავლადაა ისეთი მოთამაშეები რომლებიც ეხმარებიან ახალბედებს, თუნდაც იგივე Temsisi II (ყველასაგან გამორჩეული ქველმოქმედი), თუმცა მე მჯერა რომ გიოს აქვს ის რაც სხვებს არააქვს ან უმრავლესობას, ეს არის ლიდერობა და მართვის უნარები! ასევე ის მოდის გამოცდილი გუნდით, რომელიც გვერდში ეყოლება და ქვეყნის სამართველად მარტო არ დატოვებს!



მოდით გადავხედოთ საპრეზიდენტო კანდიდატებს, უფრო სწორედ პარტიებს რომლებიც მათ უჭერენ მხარს:



☻დავიწყოთ NFG_თი (ფრონტი), ახალი ნიკი როცა შევქმენი პირველად მოვხდი ამ პარტიაში, იმ დროისთვის ძალიან ბევრი ხალხი იყო პარტიაში, რაც უმეტესწილად თენგიზის დამსახურება იყო. მიუხედავად იმისა, რომ ჩემ პარტიაში ბევრს დიდიად არ მოწონს თენგიზი და მისი პოლიტიკა, მე საკმაოდ დადებითად ვარ მის მიმართ განწყობილი და ბევრ რამეში ისიც მეხმარებოდა!
თუმცა ეხლა აღარც თენგიზი ჩანს, არც პარტიის სხვა რომელიმე ლიდერი, ყოველდღიურად ხალხი გაედინება პარტიიდან... არ ვიცი ამ პარტიამ ასეთ ვითარებაში რა შეიზლება შემოგვთავაზოს...

☻RPG (რესპები), ესენი კი ჩემი ერთ-ერთი ფავორიტები არიან, Baristan Selmi_ის თამადობით :დ
ძალიან აქტიურობენ, რაც კარგია, თუმცა ეს აქტიურობა გამოწვეულია იმით რომ ბევრი ახალბედაა გაწევრიანებული პარტიაში (გამას ეგ არ გაუჭირდებოდა :დ ), და ამით ბევრ გადაწყვეტილებებს ღებულობენ შეცდომით, რაზეც მათმა ამჟამინდელმა პრეზიდენტმაც გამოთქვა წუხილი თავის სტატიაში.
მე არ ვგულისხმობ რომ ახალბედები არ უნდა დასაქმდნენ, პირიქით ამისი მომხრეც ვარ! თუმცა ამ ეტაპზე კონგრესმენობაც საკმარისი იქნება, არაა აუცილებელი პირდაბირ რომელიმე მინისტრად დაინიშნონ.
წინა არჩვენებითაც ვნახეთ თუ როგორი ჩავარდნა გვაქვს ამ თვეს მთავრობის მხრივ, ის უბრალოდ ვერ დაკომპლექტდა და ეჭვი მაქვს, რომ ვერც ამჯერად რესპები ვერ მოახერხებენ ამას, უბრალოდ იმიტომ რომ ამ ეტაპზე ამის რესურსი არ გააჩნიათ.

☻ CDU_ზე რა ვიცი რა გითხრათ, ძალიან პასიურობს, ადრე სულ პირველად თამაშს რომ ვიწყებდი ჯიმი ძალიან აქტიური იყო, მომწონდა კიდეც, ჩემი პარტიისგან განსხვავებით :დ ეხლა კიდე საერთოდ არაფერი ისმის მაგათგან..

☻ CSU (რაიყო რამდენი ქრისტიანები ხართ, ღმერთმა გამრავლოთ :დ). ამ ამებებში გარკვეული არ ვარ, ეს ჯიბის პარტიის შვილობილია?
მოკლედ როგორც არ უნდა იყოს, ამათგანაც არაფერი აქტიურობა არ იგრძნობა, თუმცა ამ პარტიაში რასსაც ვაკვირდები არის ის რომ ძალიან უყვართ ალტერობა 🙂 ასევე ყველაზე მთავარი არის ის რომ, წინა პარტიის პრეზიდენტობის არჩევნებზე საეჭვოდ ბევრი მათი მოთამაშე გადავიდა ე.დ.პ._ში და ჩემი დაკვირვებით ცდილობდნენ პარტიის ხელში ჩაგდებას (ისიც კი არ იკადრეს, მათი პარტიის ავატარი მაინც შეეცვალათ პროფილიდან..), არ ვიცი შეიძლება ვცდები.. ამას ალბათ უფრო პარტიის ლიდერები გაარკვევდენ, თუმცა უცხო თვალით ეგრე ჩანდა..



ეხლა კი ბატონი გიორგის მხარდამჭერი პარტიები:

ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ), Ma niggaz 🙂 ჩემ პარტიაზე ბევრს არ დავწერ, მხოლოდ იმას გეტყვით რომ ეს არის ერთერთი ძველი პარტია, რომელიც გამოირჩევა პოლიტიკური წონით, არ მახსენდება მთავრობა რომელშიც თუნდაც ერთი ედპ_ს წევრი არ ყოფილიყო. მისი ლიდერები ყველაზე მეტად არიან ჩახედულები საშინაო თუ საგარეო ამბებში და თითქმის არცერთი საკითხი არ წყდება მათი რჩევის გარეშე, ეს იქნება იგივე ისრაელის მიწების დაპყრობა თუ ქვეყნის ეკონომიკა..

United Georgian Party (უგპ) ბრატკები 🙂 აქაც ძალიან ბევრი გამოცდილი მოთამაშეა, ძალიან მეგობრული გარემო აქვთ პარტიაში და სამაგალითოები არიან ახალბედების განვითარებაში! აქცენტს ვაკეთებ ძმებ გელოვანებზე. უგპ_ს ნამდვილად აქვს ქვეყნის მთავრობის დაკომლეკტების რესურსი!

საქართველოს სექტანთა კავშირი 🙂 ყველაზე თბილი და მზიანი პარტია 🙂




ბოლო კანდიტატი Strategi1, მეეჭვება გამარჯვების შანსი ქონდეს, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ კარგი მოთამაშეა და აქტიურიც, მის პარტიაზეც ბევრს ვერაფერს გეტყვით, არ ვიცი არ მინახავს საქმეში 🙂



მოკლედ უკვე ისედაც ბევრი მომივიდა, მინდა გირჩიოთ და გთხოვოთ მხარი დაუჭიროთ თქვენ რჩეულ კანდიდატს და არა იმას ვისაც გირჩევთ პარტია! კარგად დააკვირდით და იმსჯელეთ ვინ უფრო წაადგება ქვეყანას.
ეს ის შემთხვევაა როდესაც მარტო ერთი მოთამაშის სიმპატიით არ უნდა გააკეთოთ არჩევანი, რადგან ქვეყანას მარტო ერთი კაცი ვერ მართავს, მას ჭირდება ძლიერი გუნდი რომელიც დაუდგება მას მხარში, ამის მაგალითი უკვე მივიღეთ წინა თვიდან.

სულ ეს იყო რისი თქმაც მინდოდა, გისურვებთ ღირსეულ არჩევნებს 🙂



ო7 და ჰაკუნა მატატა = ))