იდეა

Day 2,866, 10:19 Published in Georgia Georgia by Sandro Dolidze

გამარჯობა მეგობრებო. მაქვს შემოთავაზება და ვისაც დააინტერესებს შემომიერთდეს. არსებობს ასეთი Browser Game Travian.. ბევრმა შეიძლება იცოდეთ კიდეც, ბევრმა არა. მოკლედ შევეცდები თამაშის პრინციპი აგიხსნათ.
არის სამი რასა : გალები, რომაელები, გერმანელები. სამივეს თავისებური მახასიათებელი აქვს და დამოკიდებულია იმაზე თუ მოთამაშე რომლით უფრო ისიამოვნებს.
მაგალითად: გალების ჯარი ყველაზე სწრაფი , უკეთესია თავდაცვისთვის. რომაელების ჯარი ყველაზე ძვირია, მაგრამ ყველაზე ძლიერია. თამაშობს როგორც თავდაცვას, ისე თავდასხმას. გერმანელების ჯარი იაფია და კარგია დიდი რაოდენობის შესაქმნელად. გერმანელები თავდამსხმელი და აქტიური მოთამაშეებისათვის არის კარგი.
მთავარი მისიაა განავითარო შენი სოფელი, რესურსები, შენობები, ააშენო მრავალრიცხოვანი ჯარი, შეითავსო შენი როლი თუ როგორ ითამაშებ (თავდამსხმელად თუ დამცველად), იპოვო ძლიერი ალიანსი და ა.შ
იდეა შემდეგში მდგომარეობს. დიდი ხანია ამ თამაშს ვთამაშობ. ამჯერადაც დარეგისტრირებული ვარ, მაგრამ ამ თამაშში ქართველები თითქმის არ არიან.(ადრე იყვნენ რუსულზე და ერთმანეთს უტევდნენ სულ 😃). ჰოდა იქნებ აქედან იმ თამაშშიც გადავინაცვლოთ, მოვძლიერდეთ, დროთა განმავლობაში ჩვენი ალიანსი შევქმნათ, დავაარსოთ სოფლები, დავიპყროთ და ავაწიოკოთ მოწინააღმდეგების სოფლები, გავძარცვოთ რესურსებისგან და ა.შ
ლინკს ქვემოთ დაგიდებთ და ვისაც სურვილი ექნება იქიდან დარეგისტრირდეს. მომძებნეთ ნიკით Sandro Dolidze, რომაელებით ვთამაშობ South-East მხარეს (რეგისტრაციისას გასათვალისწინებელია და მნიშვნელოვანი, რომ ერთ რეგიონში მოვხდეთ). მოკლედ, ლინკს ქვემოთ დაგიწერთ, დარეგისტრირდით, მომძებნეთ და შემეხმიანეთ იქ. გელოდებით მსურველებს დიდი სიამოვნებით. იმედია რამე გამოვა, ძალიან გამიხარდება 🙂.
(კომენტარები არ დაიშუროთ, მისიასაც შევასრულებ ბარემ 😃)

http://www.travian.co.uk/?uc=ukx_9369