სამომავლო ნაბიჯები

Day 2,828, 13:39 Published in Georgia Georgia by H3Ctic

დღევანდელი თემა შეეხება ჩვენი ქვეყნის სამომავლო ნაბიჯებს რომლებმაც ჩვენი ქვეყანა ამჟამინდელი რთული ვითარებიდან უნდა გამოიყვანოს ირანმა უკვე სრულიად მოახდინა ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია და ამ ვითარებიდან თავის დახწევა არცისე ადვილი იქნება ამიტომ თუ გვსურს რომ მოკავშირეები შევიძინოთ და ჩვენი კავშირები კიდევ უფრო გავაღრმავოთ, კარგი იქნება თუ ჩვენი ქვეყნის მმართველები ხშირი აჯანყებების ნაცვლად(ისევე როგორც თურქეთი იქცევა და სამწუხაროდ ამ ხნის მანძილზე მხოლოდ ერთხელ მოახერხეს გათავისუფლება ისიც მოხოლოდ 1 დღით) ჯერ ჩვენ პარტნიორებს დაეხმარონ რათა შემდგომ დახმარებას დახმარებითვე უპასუხონ და ორგანიზებული აჯანყება მოვაწყოთ რომელიც ჩვენ ქვეყანას ფეხზე დააყენებს, ამას გარდა ჩემი აზრით ჩვენს გათავისუფლებაზე მეტად მნიშვნელოვანი თურქეთის გათავისუფლებაა რათა შემდეგ ამ ყველაფერმა ჯაჭვური რეაქცია იქონიოს და ჩვენი გათავისუფლებაც მოახდინოს, ამას გარდა თურქეთის სახით ჩვენ გვეყოლება ძლიერი დასაყრდენი თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს რომ აქ კარგი დიპლომატიაა საჭირო რათა აფხაზეთივით რომელიმე ოკუპირებული რეგიონი არ გვქონდეს ჩვენი მოკავშირისგან, ირანმა კი კარგად იცის რომ თუ თურქეთი გათავისუფლდება მათი საქმე ძალიან ცუდად იქნება ამიტომაც ეს ყველაფერი ჩვენთვის ორმაგად მნიშვნელოვანია.