ინტერვიუ თავდაცვის მინისტრთან და ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის განხილვა !

Day 2,826, 04:58 Published in Georgia Georgia by H3Ctic

გამარჯობათ, დღევანდელ თემას ჩვენს ქვეყანაში შექმნილ მძიმე ვითარებაზე საუბრით დავიწყებ და ვისაუბრებ იმაზე თუ რა ზიანს მიაყენებს დაკარგული რეგიონები ისედაც არასახარბიელო მდგომარეობაში მყოფ ქვეყნის ეკონომიკას, მოგეხსენებათ რომ თითოეული რეგიონი გარკვეულ ბონუსებს ანიჭებს სხვადასხვა პროდუქციის მწარმოებლებს რაც ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის ბევრს ნიშნავს ახლახან კი ბოღმით აღვსილმა ირანმა როგორც იქნა შეძლო ჩვენ ქვეყანაში შემოჭრა და ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, მათ მიიტაცეს ქვემო ქართლი, ახალციხე და კახეთი ორივე რეგიონი (ქვემო ქართლი და სამცხე-ჯავახეთი სამწუხაროდ ერთ რეგიონად ითვლება) 20-20 პროცენტიან ბონუსს აძლევდა საკვების მწარმოებლებს რაც საკმაოდ კარგი შეღავათი იყო თუმცა ირანის შემოჭრამ ყველაფერი რადიკალურად შეცვალა და თუ გავითვალისწინებთ იმასაც რომ ირანის შეჩერებას სამწუხაროდ ვერ ვახერხებთ ალბათ იმასაც დავკარგავთ რაც გვაქვს და ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჩვენს ქვეყანაში აღარავინ გაჩერდება რაც ალბათ მთლიანად მოსპობს ჩვენს ეკონომიკას ხოლო მის აღდგენას დიდი ძალისხმევა დასჭირდება თუმცა გამოცდილი მოთამაშეების დიდი იმედი მაქვს ვინაიდან ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის რომ ქვეყანა გაძლიერდეს და ხშირად ისნინი თავის თავზე იღებენ ომის პერიოდში სამხედრო ხარჯების დაფარვას რაც მათგან დიდ რისკზე წასვლას მოითხოვს ფულის საშოვნელად და ისინი თავიან აქაუნტებს რომლებიც ქვეყნისთვის ასე მნიშვნელოვანია რისკის ქვეშ აყენებენ და სამწუხაროდ ზოგი კარგავს კიდევაც მას.
ახლა კი თავდაცვის მინისტრის ინტერვიუსაც შემოგთავაზებთ:
1. როგორც მთავრობის წევრი და თავდაცვის მინისტრი რას ურჩევ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს? (ირანთან ომიდან გამომდინარე)
ჩემი რჩევა მოქალაქეებთან იქნება რომ გაგებით მოეკიდონ ყველა საკითხს და ნუ გაასწორებენ მიწასთან ჩვენს შრომას და ოფლის ღვრას.. რისი გაკეთებაც შეიძლებოდა და არ შეიძლებოდა ყველაფერი ჩავიდინეთ და მოვიმოქმედეთ.
2.ირანთან რაიმე სახის მოლაპარაკებები თუ მიმდინარეობს?
ირანთან მოლაპარაკებებთან დაკავშირებით შეგიძლიათ საგარეო საქმეთა მინისტრს მიმართოთ.
3.თუ ირანის მთელი ქვეყნის ოკუპაციას მოახდენს რა იქნება მთვრობის სამოქმედო გეგმა? მთავრობის სამოქმედო გეგმა თუ ზე ვერ ჩამოყალიბდება. ყველაფერს დრო გვიჩვენებს ეს საკითხი ჯერ განხილვის ქვეშ არის. ვეძებთ გამოსავლის გზებს და მოქალაქეებს მოგიწოდებთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ.
4.რა არის მთავრობის მთავარი პრიორიტეტები?
ქვეყნის პრიორიტეტი ალბათ შენთვისაც ცნობილია. უნდა მოვახერხოთ ამ სიტუაციიდან გამოძრომა რაც არცთუ ისე ადვილია, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ფარ ხმალი არ დავყაროთ და ბოლომდე ვიბრძოლოთ ჩვენი თავისუფლებისთვის.
5. ბევრი საუბრობს იმაზე რომ მთვრობა მოსახლეობის შესაბამის ინფორმირებას არ ახდენს საბრძოლო მოქმედებებთან დაკავშირებით და რაიმე კონკრეტული ნაბიჯის გადადგმას თუ აპირებთ?
ინფორმირება არცთუ ისე ადვილია როცა ვერიგებ როდის დაგარტყავს ირანი. როცა ეს ხდება ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ ყველა შეკითხვას ვუპასუხოთ,გავარკვიოთ ყველა მოქალაქე იმ სიტუაციაში რაც ახლა ხდება.

P.S იმედი მაქვს ისიამოვნეთ ჩემი გაზეთით და გთხოვთ 25 კომენტარამდე ავიდეთ 🙂