ირანი კარს მოგვადგა !

Day 2,820, 08:26 Published in Georgia Georgia by H3Ctic

მართალია ჩემი გაზეთი ბიზნესს სიახლეებზეა ორიენტირებული მაგრამ მინდა ჩვენი ქვეყნისთვის საინტერესო თემას შევეხო, ირანმა ისევ დაიპყრო სომხეთი და აგერ უკვე მესამედ მოგვადგა კარს, მართალია ირანში ხელისუფლება შეიცვალა თუმცა თითქმის დარწმუნებული ვარ რომ მათი მიზანი კვლავინდებურად ერთია, საქართველო რუქიდან გააქრონ როგორც ამას წინაზე გვპირდებოდნენ მაგრამ მათ მიერ განცდილი ორი დიდი მარცხი რამაც ირანის რეპუტაცია შელახა და მათ შორის დიდი დაპირისპირება გამოიწვია მაიმედებს რომ ირანელები დათმობაზე წამოვლენ და სომხეთის დაპყრობით შემოიფარგლებიან.
საქართველო პატარა ქვეყანაა და მიუხედევად დიდი შემართებისა რომელმაც ორი უმნიშვნელოვანესი ბრძოლა მოგვაგებინა ირანთან და ესაქართველოს ისტორიაში ორი ახალი ფურცელი ჩაწერა სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ და გავაცნობიეროთ რომ ირანთან ომი კარგს არაფერს უქადის ჩვენს ქვეყანას არსებული რთული პოლიტიკური თუ გეოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე, მოგეხსენებათ ჩვენი მთავარი პარტნიორი თურქეთი დაპყრობილია სერბეთის მიერ რომელიც იმპერიად იქცა და მისგან მომდინარე საბრთხე ძალიან რეალურია მით უმეტეს რომ წესით მათ ჩვენი დაპყრობა არ უნდა გაუჭირდეთ რითაც ისინი მნიშვნელობან ბონუსებს აიღებენ საკვების წარმოებაში, კიდევ ერთი საბრთხე ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისგან მოდის, ცოტა ხნის წინ ფეისბუკში გავრცელდა ინფორმაცია რომ რუსეთი ესაქართველოს დაპყრობას აპირებდა თუმცა ჯერ არავითარი განცხადება ამასთან დაკავშირებით არ გავრცელებულა და იმედი ვიქონიოთ რომ ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ დეზინფორმაციაა ჩვენს დასაშინებლად, დავუბრუნდეთ თურქეთს რომელიც უკვე მერამდენედ ცდილობს მისი დამპყრობლის მარწუხებისგა გათავისუფლებას თუმცა ამაოდ, თურქები ჩვენგან ღია მხარდაჭერას მოითხოვენ თუმცა თვითონაც უნდა აცნობიერებდნენ რომ თუ ჩვენ მათ დამპყრობელთან ღია დაპირისპირებაში შევალთ ამით ვერც თურქეთი იხეირებს და ვერც ჩვენ ამიტომ მოთმინება მეგობრებო, ყველაფერს თავისი დრო აქვს და ადრე თუ გვიან იმედი გვაქვს რომ ჩვენ და ჩვენი მოკავშირეები ჩვენს თურქ მეზობლებს გავანთავისუფლებთ და რეგიონში ისევ გვეყოლება ძლიერი მოკავშირე.

P.S დამრწმუნებული ვარ რომ ეს თქვენც კარგად იცით მაგრამ მაინც ვიტყვი რომ არავინ იცის ირანს თავში რა მოეპრიეალება ამიტომ ჯობია მნიშვნელოვანი სამხედრო აღჭურვილობა ირანთან ბრძოლისთვის შემოვინახოთ.