პირველი მიმართვა ქართულ ემოსახლეობას ახალარჩეული პრეზიდენტის რანგში

Day 2,756, 13:14 Published in Georgia Serbia by Jimmy Levy

მოგესალმებით ძვირფასო ექართველებო 🙂
ჩაიარა საპრეზიდენტო არჩევნებმა და ჩემდა გასაკვირად გავიმარჯვე მე.
ამ მიმართვაში მინდა ყველას ცალკე მოგიხადოთ მადლობა, მაგრამ უპირველესად მადლობას გადავუხდი ჩემს კონკურენტებს.

Baristan Selmi და G. N. Soldier
დიდი მადლობა არჩენების ღირსეულად და საინტერესოდ ჩატარებისთვის. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო თქვენნაირ ძლიერ მოწინააღმდეგეებთან პაექრობა. და ჩემთვის საამაყოა, რომ თქვენთან "ბრძოლაში" გამარჯვებული გამოვედი.
არჩევნებში გამარჯვება ჩემთვის განსაკუთრებით იმიტომაა სასიამოვნო, რომ ბოლოს პოლიტიკურად აქტიური 5 თვის წინ ვიყავი. შემდეგ პირადი პრობლემების გამო მთლიანად გამოვეთიშე აქ მიმდინარე მოვლენებს და ვიყავი მხოლოდ პასიური მოთამაშის როლში. ალბათ დამეთანხმებით, რომ სასიხარულო და საამაყოა, როცა ძველებს აღარც ახსოვხარ, ახლები ჯერ არ გიცნობენ (მხოლოდ ყურმოკვრით) და პრველივე არჩევნებში წარმატებას მიაღწევ.

მინდა მადლობა მოვუხადო ჩემს თანაპარტიელებს, რომლებმაც მხარი დამიჭირეს. როგორც იცით მე ორ პარტიას წარმოვადგენ. ცდუ და ცსუ-ს. თითოეული თქვენგანი ჩემი მეგობარია და ვიცი, რომ ყოველთვის შემიძლია თქვენი იმედი მქონდეს 🙂. ისევე, როგორც თქვენ ჩემი.

აგრეთვე მადლობას ვუხდი ნებისმიერ მოთამაშეს, თუნდაც სხვა პარტიის წარმომადგენელს, ან სულაც უპარტიოს, რომელმაც მხარი დამიჭირა.

და რა თქმა უნდა ნებისმიერ მოთამაშეს ვუხდი მადლობას, ვინც თავისი მოქალაქეობრივი ევალი მოიხადა და არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. საზოგადოებრივ-პოლიტიკური აქტიურობა არის ის, რაც ძალიან სჭირდება ჩვენს ექვეყანას.


ახალ რაც შეეხება ქვეყნის მართვას....
როგორც უკვე ვთქვი, დიდი ხანი გამოთიშული ვიყავი პოლიტიკურ ეცხოვრებას. შესაბამისად ჯერ არ ვიცი კარგად, რა ხდება ქვეყანაში. რა პრობლემები, რა გამოწვევებია და როგორია ხალხის განწყობა. ვეცდები ნელ-ნელა გავერკვე ამ ყველაფერში. ისევ და ისევ რა თქმა უნდა თქვენი დახმარებით.
არ ვაპირებ მკვეთრი ცვლილებების მოხდენას. ვფიქრობ ამ მომენტისთვის არ ვარ საკმარისად კომპეტენტური. თუმა მაქვს რამდენიმე იდეა, რომლებსაც გზადაგზა გაგაცნობთ.
მანამდე კი მოგახსენებთ, რომ ყველა ჩემი იდეა უკავშირდება ძლაუფლების გადანაწილებას, ლიბერალურ პოლიტიკას და მოსახლეობის მაქსიმალურ ჩართვას ქვეყნის მართვაში.
მინდა კონგრესს დაუბრუნდეს თავისი ფუნქცია. უკვე ვიფიქრე რამდენიმე ვარიანტზე, როგორ შეიძლება ეს გაკეთდეს, რომ მაქსიმალურად ეფექტური და მუშა იყოს კონგრესის საქმიანობა.
მზად ვარ განვიხილო თქვენი ნებისმერი შემოთავაზება.

დღესვე დავასახელებ მინისტრთა კაბინეტს.
ამ სტატიის შემდეგ შემოგთავაზებთ მეორე სტატიას, სადაც იქნება ჩამოთვლილი ყველა მინისტრი თუ მინისტრის მოადგილე. აგრეთვე შეიარაღებული ძალების და კადეტების მეთაურობა.
სიმართლე გითხრათ მინ. კაბინეტი ამ მომენტისთვის ჯერ არ მაქვს დალაგებული ბოლომდე (თუმცა ძირითადი ნაწილი გარკვეულია). არ მიფიქრია თავიდანვე, რადგან არ ვფიქრობდი არჩევნებში გამარჯვებას. 🙂
და საერთოდ, სიმართლე რომ გითხრათ, სულ სხვა გეგმები მქონდა საამარჩევნებოდ. ვფიქრობდი კოალიციას სხვა ძალებთან და ჩემთვის პრემიერის ადგილს ვიმზადებდი. თუმცა... კაცი ბჭობდა და პლატო იცინოდაო.

ერთი რაც შემიძლია წინასწარ გითხრათ მთავრობის შემადგენლობასთან დაკავშირებით, არის ის, რომ პრემიერმინისტრი იქნება რომა (Le Saliery). მას ყველა მშვენივრად იცნობს და ნამდვილად ღირსეული კანდიდატია, დამეთანხმებით ყველა.
ჰო და კიდევ... ემატება კულტურის სამინისტრო და მინისტრი იქნება რა თქმა უნდა MORAL1994 🙂