ექს-პრეზიდენტის მიმართვა

Day 2,694, 10:08 Published in Georgia Georgia by L 1 0 N
დასრულდა არჩევნები. ზოგისთვის ზარზეიმით ზოგისთვის პანაშვიდით.

ერთი მხრივ რესპუბლიკელები უნდა ამაყობდნენ რომ მათმა კანდიდატმა მესამედ გაიმარჯვა, მაგრამ მეორე მხრივ მოწინააღმდეგე პარტიები ალბათ ცოფებს ყრიან, თუმცა რა გასაკვირია, UGP-ედპ-ს კანდიდატი ხომ კიდევ ერთხელ მოვიდა ქვეყნის სათავეში.


ახლა რაც შეეხება მართველობის ტიპს, როგორც მახსოვს გამამ თავის სტატიაში აღნიშნა მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ.

გადაწყვეტილების მიღებაში მე მონაწილეობას არ მივიღებ !!!!!!!!!!!!

საბჭოში დიქტატორს ექნება წევრებს რჩევა მისცეს მაგრამ ხმის მიცემის უფლება არ ექნება !!!!!!!

იქ იქნებია ჩვენი პარტიელები ვისაც ვენდობი და ვარ დარწმუნებული რომ სისულელეს არ გააკეთებენ.

ასე რომ ამიერიდან ქვეყნის ლიდერი და როგორც ობამასიანები იტყვიან "კომანდერ ენდ ჩიფი" იქნება პრეზიდენტი.

მაგალითად: ომის გამოცხადების საჭიროების შემთხვევაში, თუ საბჭო ვერ მივა ერთ აზრამდე, ბოლოს სიტყვა იქნება პრეზიდენტის და არა ჩემი.

დარწმუნებული ვარ ბევრი დასვამს კითხვას, რატომ არ ვთმობ დიქტატურას, ამით ხომ გადაწყვეტილების მიღების პროცესი შემოკლდება

პასუხი: "ამ მომენტში ამის საჭიროება არ არსებობს"

ვისაც ჩემი არ გჯერათ ან ჩვენი გადაწყვეტილება არ მოგწონთ, რას იზავთ ე-ადამიანი ყველაფერს ეჩვევა, ცხოველიაო ამბობენ.

მოკლედ, ალიანსის ყველა წევრის და ექს-პრეზიდენტის სახელით, ვულოცავთ ბატონ პრეზიდენტს არჩევნებში გამარჯვებას, და ვუსურვებთ წარმატებას.