მთავრობა გაიღვიძე!

Day 2,668, 02:54 Published in Georgia Georgia by Sandro Dolidze

მივმართავ მთავრობას, პრეზიდენტს, კომუნიკაციის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროსაც, რომ იმოქმედოს!
მანტექს, როდესაც დიქტატურაზე იყო საუბარი მე მის წინააღმდეგ გამოვედი, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ შენ დაგიჭირე მხარი.(ახლაც წინააღმდეგი ვარ დიქტატურის). მე ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ვსაუბრობ და არა რამე პარტიული ნიშნით.
სიმართლე უნდა ითქვას. მთავრობას დღეს სძინავს!
3 ომია, ინფორმაცია არცერთზე არ დაიდო. დანაყოფები ელოდებიან ბრძანებებს. მუს ჩატში დომხალია, მხოლოდ იმას კითხულობს ხალხი თუ სად იბრძოლებს. მოსახლეობა აიბნა და დაიბნა.
რაც მართალია, მართალია: თქვენ ომს არასწორად წარმართავთ!!!
მოვუწოდებ ზემდგომ ორგანოებს იმოქმედონ რაც შეიძლება ეფექტურად და დროულად!