ვინ დასთვალოს ზღვაში ქვიშა და ან ცაზე ვარსკვლავები?!

Day 2,657, 10:18 Published in Georgia Georgia by Sandro Dolidze

სათაურისა გვჭირს ექართველნო, დაუთვლელისა დათვლასა ვსცდილობთ და მსოფლიომ ჩაგვიქროლა თვალსა და ხელს შუა. ყველამ გაგვისწრო, ყველა ფხიზლად შრომასა და ჯაფაში ასწორებს ღვთისგან დადგენილს დღესა და ღამეს. ჩვენ კი უსაქმურობასა და ტყუილ სიტყვის თქმაში ვხარჯავთ ამ ძვირფას დროს. ყველაფერს ვგეგმავთ, მაგრამ არაფერს ვანხორციელებთ, ყველაფერზე ვოცნებობთ, თუმცა არაფერს ვცდილობთ... ხალხი გარბის, დაბალ ხელფასებზე სძვრება სული, ხოლო თითზე დასათვლელთ მუჭის ხელა ლუკმა ამოსდით პირიდან. განვითარების პოტენციალი ჩაკლეს, ახლები თამაშს სწყვეტენ, სტიმული და იმედი გაუქრა ექართველთ. საცაა იარაღს დაჰყრის ექართველობა(სად აქვს იარაღი, თორე კი :დ). კარგად შენიღბულ მონობაში კი ვსცხოვრობთ, ხან რომელ მოვლენას თუ რომელ ქვეყანას დავემონებით. გვირჩევნია დავსთმოთ ვიდრე ვიბრძოლოთ დასაცავად, კმაყოფილნი ვართ ერთი–ორს თუ გადმოგვიგდებს გაღრნილ ძვალივით ჩვენი მეზობელი ესახელმწიფოები. ახლა კონგრესსაც ნუ იკითხავთ ხან ერთი, ხან მეორე კანონი გამოდის დაუკითხავად, დაუსაბუთებლად, მოსახელობასთან შეუთანხმებლად. ვინ აგირჩიათ კონგრესმენებო ნუ გავიწყდებათ! დაე, იკისრეთ ვალი და პასუხისმგებლობა აღუდგინოთ კონგრესს პირვანდელი ძალაუფლება და ფუნქცია. დაე, ყველა ქედს იხრიდეს მის წინაშე! შეუთანხმდით სხვა კონგერსმენებს, მოსახლეობას, ახსენით, დაასაბუთეთ, განმარტეთ, გამოაქვეყნეთ და ვიმოქმედოთ გუნდურად, შეთანხმებულად! თორემ სადამდე მოითმენს ხალხი, სადამდე ვითამაშებთ ასეთ უმოქმედობაში, აჯანყდება ხალხი, მოწყურდება სისხლი და ვერავინ ვერ დააკავებს! დროა ვიმოქმედოთ, თორემ მობეზრდებათ ემეზობლებს ჩვენი შენახვა და დადგება ის დღე, როცა გავქრებით!

პატივისცემით, თქვენი ე–ჭავჭავაძე :დ

პ.ს ასეთი ქართულით ვაბშე არ ვბაზრობ :დდ Vote, Subscribe, Comment, Endorse, ვისაც არ გეზარებათ და გენანებათ. :დ ბოლობოლო აუტკივარი სული ავიტკიე და 2 გოლდი მივახარჯე ამ "სტატიას" :დდ