ისტორიის დრო (სერია 1)

Day 2,644, 08:03 Published in Georgia Georgia by Giga Nems

გამარჯობათ, ეს არის გადაცემა ისტორიის დრო, მე კი მისი წამყვანი გიგა ნემსიწვერიძე გახლავართ.

დღეს ჩვენი მთავარი თემაა ბიზანტიის იმპერიის "ოქროს ხანა".

IV საუკუნეში რომის იმპერიის ორად გაყოფის შედეგად, მის აღმოსავლეთ ნაწილში შეიქმნა აღმოსავლეთ რომის, ანუ ბიზანტიის იმპერია, ხოლო დასავლეთ რომის იმპერიის არსებობა მალევე დაასრულა გერმანულ ტომთა შემოტევებმა(მე მგონი თემა სხვა მხრივ მიმყავს).
ბიზანტიის იმპერია განსაკუთრებით გაძლიერდა იმპერატორ იუსტინიანე I-ის მმართველობის დროს(527-565).
[img]იუსტინიანეს სამი მთავარი მიზანი ამოძრავებდა: ახალი კანონების საფუძველზე სახელმწიფოს ერთიანობისა და მმართველობის გამყარება, რომის დაშლილი იმპერიის დასავლეთ ნაწილების შემოერთება და ქალაქთა აღმშენებლობა. იუსტინიანე I-ის დროს აშენდა მრავალი ტაძარი და ხუროთმოძღვრების მნნიშვნელოვანი ძეგლი(მაგ. აია სოფია). იუსტინიანეს მოღვაწეობამ განამტკიცა დაშლის ზღვარზე მყოფი, ბიზანტიის იმპერია, რის გამოც მან „დიდის“ სახელი დაიმკვიდრა.(ანუ ის გახდა_იუსტინიანე I დიდი.)იგი ერთიანი რომის იმპერიის აღდგენაზე ოცნებობდა და აქტიურ საგარეო პოლიტიკას ეწეოდა. თავდაპირველად იუსტინიანე I-მა სარდალ ველისარიუსს უბრძანა აფრიკაში შეჭრა. ლაშქრობა წარმატებული გამოდგა: ველისარიუსმა აფრიკაში ვანდალთა სამეფო გაანადგურა და ტერიტორია ბიზანტიას შემოუერთა. შემდეგ მან ოსთგუთები დაამარცხა და იტალიაც შემოიერთა. ასე რომ იმპერიის დიდი ნაწილი უკვე აღდგენილი იყო. სარდალი ველისარიუსი წარმატებით იბრძოდა ასევე სპარსთა წინააღმდეგ.[/img]
იუსტინიანე I-მა გამოაცოცხლა იმპერია თავისი რეფორმებით, თუმცა მას უშრეტ ენერგიასა და შორსმჭვრეტელობასთან ერთად უარყოფითი თვისებებიც ჰქონდა: თვალთმაქცობა,ვერაგობა, დაუნდობლობა, ამპარტავნება, ეჭვიანი ხასიათი და ფუფუნებისა და მფლანგველობიაკენ მიდრეკილება. ეს კი მძიმე მდგომარეობაში აყენებდა იმპერიას. იმპერატორზე დიდ ზეგავლენას ახდენდა, მშვენიერი და ასევე ვერაგი დედოფალი_თეოდორა, რომელიც აქტიურად ერეოდა სახელმწიფო საქმეებში.
იმპერატორის პოლიტიკით ბევრი უკმაყოფილო იყო და 532 წელს კონსტანტინოპოლში აჯანყებამ იფეთქა, რომელიც იუსტინიანემ სასტიკად ჩაახშო.
მიღწევებისა და დაპყრობების მიუხედავად, იუსტინიანეს მეფობის მიწურულს იმპერია მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა: დასავლეთიდან თავს ესხმოდნენ ძალამოკრებილი ოსთგუთები, ხოლო აღმოსავლეთიდან_სასანიანთა სპარსეთი.
იუსტინიანემ დახურა ანტიკური ფილოსოფიის სკოლები, ბევრი ისტორიკოსი ფიქრობს, რომ ამით დასრულდა ანტიკური ხანა და დაიწყო ახალი_შუა საუკუნეები.

ეს იყო მსოფლიო ისტორიის ერთერთი უმნიშვნელოვანესი ფურცელი, ჩვენ კი მომავალ კვირას შევხვდებით.
[img]დააფინანსეთ სტატია Endorse-ით, რათა განავითაროთ ქართული პრესა. „მიეცით ნიჭსა გზა ფართო!“[/img]