Party Presidency & Economics [ RPG ]

Day 2,943, 06:15 Published in Georgia Ukraine by Terion The Wolf

გამარჯობათ მოქალაქეებო და,უპირველესად,რესპებო.



როგორც საქართველოს პრეს-სპიკერის განცხადებაში წაიკითხავდით , ეკონომიკის მინისტრს აქვს გეგმა, რომლის მიხედვითაც მას სურს გადასახადების დაწევა.

ეს ძალიან სასიხარულო ინფორმაციაა,რომელიც პირდაპირ ეხმიანება ჩემს მოთხოვნას .
დაწეული გადასახადები დიდი სარგებელი იქნება ჩვენი მოსახლეობისთვის და ძალიან გამოადგება მათ,ვისაც ნამდვილად სჭირდებება და ამ ჯოჯოხეთურ გადასახადებს ვერ უძლებს.

თქვენ კარგად ხედავთ,რომ ჩემი მოქმედების შედეგად მთავრობა დაფიქრდა ამ საკითხზე.
მიუხედავად იმისა,რომ მე Temsisi II-ს მხარდაჭერას არ დავთანხმებივარ,არ შემიძლია არ ავიღო პასუხისმგებლობა ჩვენი პარტიის სახელით და თუნდაც გარედან არ ჩავერთო საქართველოს განვითარებაში .

რესპუბლიკური პარტია ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი დემოკრატიულობით,მე დავდე პირობა საპრეზიდენტო არჩევნების წინ, რომ არ ჩავერეოდი პარტიის გადაწყვეტილებებში და არც ვერევი,
თუმცა...
აშკარაა,რომ პარტიას სჭირდება კარგი და მდგრადი ლიდერი,რომელიც შეძლებს თავისი მომხრეებისთვის[თუ მოწინააღმდეგებისთვის] პარტიაში ერთად თავი მოუყაროს და მათი ღვაწლი ეფექტურ მოქმედებაში გარდაქმნას.

ამიტომაც გამოვდივარ პარტიის საპრეზიდენტო არჩევნებზე,რათა ვიკისრო ეს პასუხისმგებლობა და გავუძღვე პარტიის სამაგალითო საქმეს .

ბოლო დროს სკაიპში ვეღარ შემოვდივარ ხოლმე, რაც შესამჩნევია კიდეც, თუმცა ამის გამოსწორებას გპირდებით , ერთად შევძლებთ ვიმსჯელოთ ყველაფერზე.

ასევე ყველა პარტიელს მოვუწოდებ, საჯაროდ დააფიქსიროს თავისი მოსაზრება და არ შეეშინდეს არანაირი კრიტიკის რომელიც მას მოჰყვება,სწორედ ასე ვითარდება საზოგადოება და არა ჩუმად.

დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას,ვინც წინა პარტიის საპრეზიდენტო არჩევნებზე დამიჭირეთ მხარი, ახლაც მაქვს თქვენი იმედი.

ჩვენ ერთად შევძლებთ გავაძლიეროთ ხელახლა შეკრული , უძლიერესი პარტია საქართველოში - რესპუბლიკური პარტია !!!

ახალი ხედვა ერთიანი პოლიტიკური გუნდით - გახდი რესპუბლიკელი დღეს!