Georgian Labour Party / საქართველოს ლეიბორისტული პარტია

Day 2,704, 13:43 Published in Georgia Georgia by Mr Chkadua

ყოფილი – National Front of Georgia / საქართველოს ეროვნული ფრონტი
ფრონტმა განიცადა სრული რეორგანიზაცია, მისი სახელი ჩემთვის რეალურად არსებული საუკეთესო პარტიიდან ავიღე და დავარქვი ,,საქართველოს ლეიბორისტული პარტია'' პარტია რომელიც რეალობაშიც ყველაზე მეტს მუშაობს, პარტია რომელიც 1995 წლიდან ყველაზე სტაბილურია. ჩვენი იდეოლოგია მოკლედ და ლაკონურად რომ ვთქვათ.

პარტიული წყობილება:
რა თქმა უნდა, როგორც პარტიების უმეტესობას ჩვენს პარტიასაც ეყოლება მმართველი ჯგუფი და ეს ჯგუფი იქნება შემდგარი ვიცე–პრეზიდენტისგან, გენერალური მდივნისგან, მრჩევლისგან და სპიკერისგან.

ვიცე–პრეზიდენტი: ეს ყველასთვის ნაცნობი და მეცენატია. ადამიანი რომელთანაც თავის დროზე ,,გაფიცვის'' გამო კონფლიქტი გვქონდა და მან დაგვტოვა (ერთმანეთისთვის უშვერი სიტყვებიც არ დავიშურეთ), მაგრამ როგორც ხედავთ ისე დღეს ჩვენი ვიცე–პრეზიდენტია, ჩვენ გაგვაერთიანა ისევ ერთმა იდეოლოგიამ, რომ დიქტატურა უნდა დამთავრდეს. მოკლედ რომ ვთქვა თვით მეცენატობააა... – Mr.Sarajishvili

გენერალური მდივანი: ის ბოლო პერიოდში ეროვნული ფრონტის სპიკერი იყო მე მას ძალიან ვენდობი და ამიტომ გადავცემ ამ ერთობ საპასუხისმგებლო ადგილს – ioseb stalini

მრჩეველი: ეს ჩვენთვის ყველასთვის ნაცნობი, ალბათ ჩვენს შორის ყველაზე გამოცდილი (მას მეტი აღწერა აღარც უნდა) – Tengiz I

სპიკერი ჯერ არ გადამიწყვიტავს მაგრამ ის იქნება ნამდვილად ღირსეული ადამიანი, რომელიც ჩვენთან ერთად იბრძოლებს საქართველოს განვითარებისთვის.

...და ბოლოს, უბრალოდ გახდით შემდეგი ლეიბორისტი თქვენ!