Cadets Military Academy

Day 2,914, 05:59 Published in Georgia Venezuela by deviko99

ეს არის MU, რომელიც ერთ დროს ძალიან აქტიურად იყო ჩაბმული ქვეყნის საქმიანობაში. ეს არის MU, რომელიც ზრდიდა საქართველოს ახალ მოქალაქეებს. ასწავლიდა მათ და ეხმარებოდა განვითარებაში.
მაგრამ, ქვეყნის შიდა პოლიტიკიდან გამომდინარე ახლა თითქმის ყველა პარტიას აქვს საკუთარი MU, რომელშიც შედიან ყველა ამ პარტიის წევრები განურჩევლად, თუ რამდენად გამოცდილი მოთამაშეები არიან ისინი. ამიტომ კადეტებმა დაკარგა თავისი ფუნქცია.

მე მინდა შემოგთავაზოთ, რომ განვაახლოთ კადეტები. დავაბრუნოთ ის ძველი აპოლიტიკური MU, რომელიც ზრუნავდა ახალ მოთამაშეებზე. ამით შევძლებთ უფრო დავაინტერესოთ ახალი მოთამაშეები, იქამდე ავუხსნათ მათ ყველაფერი სანამ შეცდომას დაუშვებენ, რის გამოც დაანებებენ თამაშს თავს. ეს ძალიან გამოადგება ჩვენ ქვეყანას.

მინდა გთხოვოთ ყველა პარტიას, რომ მოუწოდოთ თქვენ ახალბედა წევრებს გადმოვიდნენ კადეტებში. ასევე შეგილიათ გადმოიყვანოთ თქვენი გამოცდილი წევრები, რომლებიც პირევლ დაეხმარებიან ახალ მოთამაშეებს თამაშის სწავლაში და დაიკავებენ კომანდორისა და კაპიტანის პოზიციებს. რა თქმა უნდა კადეტები ისევ დარჩება პოლიტიკისგან სრულიად თავისუფალი MU.

პირველ რიგში თხოვნა მექნება განათლების მინისტრთან და პარტიის ლიდერებთან. გთხოვთ გამოეხმაუროთ ამ სტატიას.

P.S. თუ ვინმეს გაქვთ სურვილი რომ დამეხმაროთ ამ საქმეში მომწერეთ პმ.