1 კვირით ადრე

Day 3,112, 09:45 Published in Georgia Argentina by M i r M i

სალამი.
სანამ აცცს ვერ ვყიდი და აქ ვარ გაჭედილი მიმდინარე მომავალს მიმოვიხილავ და სამოქმედო გეგმებზეც ვისაუბრებ.

რესურსების ომის ივენთში საოცარი შედეგი დავდეთ. მხოლოდ 2 ქვეყანაა ვისაც სახლების 100% ბონუსი აქვთ, და ამის შანსი ჩვენც გვაქვს. ნუ, ენივეი 95% ყველა ვარიანტში გვექნება. ეს ყველაფერი გავაკეთეთ რამდენიმე ადამიანმა და უმრავლესობის ჩართულობა იყო ძალიან მიზერული.
ამიტომ მწყდება გული და ამიტომ ვილანძღები ხოლმე, ნაცვლად იმისა რომ ასეთ საპასუხისმგებლო მომენტში ერთად ვიყოთ უაზრო პარტიული გარჩევებით ხართ დაკავებული და ქვეყნის მომავლის მთელი მძიმე ტვირთი ისევ რამდენიმე ადამიანს აწვება მხრებზე.
მართლა არ ვიცი და არ მესმის რატომ ჰკიდია უმრავლესობას ეს ყველაფერი. რასაც ვუყურებ ქართული ესაზოგადოება სულს ღაფავს და თუ არ გამოფხიზლდა მალე გააფრთხობს...
ჩვენს მონაპოვარს შენარჩუნება და განვითარება სჭირდება.
ორივესთვის ისევ ერთად დგომაა საჭირო მაგრამ სიმართლეა ვიტყვი ნამდვილად არ მაქვს უმრავლესობის იმედი და ისევ რამდენიმე კაცის ზურგზე გადაირბენს ეგ ყველაფერი ვატყობ. იმედია მანამდე აცცს გაყიდვას მოვასწრებ.
შენარჩუნებაში იგულისხმება ქვეყნის დაცვა მტრისგან, რომელიც უკვე კბილებს ილესავს ჩვენზე. ამისთვის საჭიროა დააგროვეთ რესურსები და ემზადოთ ომებისთვის.
განვითარებაში იმ მიზნის მიღწევა იგულისხმება რისთვისაც სახლის ბონუსები ავიღეთ.
გავხადოთ ჩვენი რეგიონები ისეთი მიმზიდველი რომ სახლების ბიზნესის უმრავლესი ნაწილი ჩვენს რეგიონში მოხვდეს. ამისთვის საჭიროა სწორი საგადასახადო პოლიტიკა და ეკონომიკური გათვლები.
ამისთვის თითოეული კონგრესმენი რაღაც თავისი გათვლებით ჭკვიანურ კანონს კი არ უნდა გვთავაზობდეს, ახლა უნდა ისხდეთ და ეკონომიკურ მოდელზე ფიქრობდეთ, რომ ერთიანი მიდგომა შემუშავდეს.
იფიქრეთ და იმუშავეთ ამაზე. ესაა მნიშვნელოვანი და არა ის რომელ პარტიას რამდენი კონგრესმენი ეყოლება.
ახლა ვდგამთ პირველ ნაბიჯებს ახალი ესაქართველოსთვის და ახლაა მნიშნველოვანი სწორად განისაზღვროს პრიორიტეტები.
და კიდე, ბოლო რეგიონი დარჩა თურქეთს ჩვენი, როცა აჯანყება იქნება - იბრძოლეთ, ნუ სხედხართ გულხელდაკრეფილი.