კონგრესის არჩევნები! კანდიდატი - მე! :))) Sandro Tordia :)

Day 2,559, 12:28 Published in Georgia Turkey by Alessandro Reagan

მოგესალმებით, ესაქართველოს მოქალაქეებო, თანაპარტიელებო და ოპონენტებო.

მოგეხსენებათ, რომ დღეს ესაქართველო მშვიდობიანობის პერიოდშია, ეს პერიოდი გამოყენებულ უნდა ყოფილიყო აზრების კონსოლიდაციასა და ქვეყნის განვითარებისათვის თუმცა ზოგიერთმა ადამიანმა ვიწრო პარტიული ინტერესები უფრო წინ დააყენა ვიდრე ქვეყნის ინტერესი და ამიტომაც შეიქმნა წინააღმეგობრივი მოძრაობები რაც ჩემი აზრით არც თუ ისე კარგია... ქვეყანა მართლაც განვითარდა ყოველმხრივ, თუმცა ნელი ტემპებით... ერთიანი ქართული პარტია არის ყველაზე ძველი და ერთადერთი მმართველი პარტია ესაქართველოს ისტორიაში და ვთვლი რომ ჩვენი ვირტუალური საქართველოს ბევრი მიღწევა, რომელიც გვაქვს სწორედ ამ პარტიის დამსახურებაა... ვთვლი რომ მიუხედავად რაღაც მინუსებისა დღესდღეისობით UGP-ყველაზე წარმატებული და რეიტინგული პარტიაა.

აქამდე მე აქტიურ პოლიტიკაში არ ვერეოდი, პირველი იმიტომ რომ ვთვლიდი რომ ჯერ საჭიროა საკმაო გამოცდილების მიღება და პარტიებზე დაკვირვება და გააზრება თუ რატომ და როგორ აკეთებენ იმ საქმეებს რასაც აკეთებენ, და მეორე რადგან მაინცდამაინც არ მომწონდა სიტუაცია, ზოგისათვის ეს თამაში უბრალოდ თამაში არაა, ზოგი აფანატებს, ზოგი კი ისეთ სერიოზულ განცხადებებს აკეთებს რომ სასაცილოც კი ხდება ყველაფერი ამის ფონზე. სწორედ ამ დროს გადავწყვიტე კენჭი ვიყარო კონგრესმენების არჩევნებში... ვარ მესამე კურსის სტუდენტი, ვსწავლობ საერთაშორისო ურთიერთობებზე. ვარ აქტიური მოთამაშე, ყოველდღე მინიმუმ 3-4 საათს ვატარებ საიტზე და მსურს მივაღწიო უფრო მეტს ვიდრე მაქვს. თუ თვლით და გჯერათ იმის რომ ეს თამაში მხოლოდ თამაში არაა მაგრამ არც გაფანატებაა საჭირო მომეცით ხმა მე! ყველასთან მოლაპარაკება და ყველაფერზე შეთანხმება შეიძლება ესაქართველოს ინტერესებისათვის!

ყველა და ყველაფერი ესაქართველოსათვის, არავინ და არაფერი მის გარეშე!