ჩემი მეფე გიორგი. MY KING GIORGI [კონკურსისთვის]

Day 2,959, 07:02 Published in Georgia Romania by ubralo me
მოგესალმებით მეგობრებო

დღეს მე გაგაცნობთ ჩვენი ერთერთი დიადი მეფის გიორგი V ბრწყინვალის შესახებ მცირეოდენ ინფორმაციას.


გიორგი V ბრწყინვალე (1286 — 1346) — საქართველოს მეფე 1314-1346 წლებში, დემეტრე II თავდადებულის ძე.

აღიზარდა სამცხეში, მისი პაპის (დედის მხარე) ბექა I ჯაყელის (მანდატურთუხუცესი) კარზე. 1299 წელს ყაზან-ყაენმა მცირეწლოვანი გიორგი საკუთარი ძმის დავით VIII-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩააბა და შედეგად მეფედ დანიშნა, მაგრამ მისი უფლებები თბილისს არ სცილდებოდა და ამიტომ „თბილისის მეფეს“ უწოდებდნენ. ამავე მიზნით გამოიყენა ყაენმა დავით VIII-ის მეორე ძმა ვახტანგ III (მეფობდა 1302-1308 წლებში). 1314 წელს, დავით VIII-ისა და ვახტანგ III-ის გარდაცვალების შემდეგ, გიორგი V-მ მიიღო მეფობა. მას სამემკვიდროდ ეკონომიკურად დასუსტებული და პოლიტიკურად დაშლილი ქვეყანა ერგო.

იგი ჭკვიანი პოლიტიკოსი იყო და თავდაპირველად მონღოლებთან ბრძოლას ფრთხილი და მშვიდობიანი ურთიერთობა ამჯობინა. მიუხედავად ამისა მან ბექას კარზე ყოფნისას მოიპოვა მონღოლების ნდობა. იგი მეგობრობდა ილხანის მთავარ ვაზირთან - ჩობან ნოინთან. ამან საშუალება მისცა საშინაო მდგომარეობა გამოესწორებინა.

1329 წელს გიორგი V-მ შემოიერთა ერთიანი სამეფოსაგან გამდგარი დასავლეთ საქართველო, ხოლო 1334 წელს, როდესაც სამცხის მთავარი სარგის II ჯაყელი (მეფის ბიძა) გარდაიცვალა, გიორგი V-მ მთავრად დანიშნა სარგისის შვილი ყვარყვარე I, უბოძა მას ათაბაგობა და ჩამოართვა ერთგულების ფიცი. ამრიგად, საქართველოს მთლიანობა აღუდგინა. ეს იყო დიდი პოლიტიკური მონაპოვარი. დადგა დრო მონღოლთა ბატონობისაგან ქვეყნის გათავისუფლებისა. ყაზან-ყაენის გარდაცვალების (1304 წელი) შემდეგ საილხანოში ანარქია სუფევდა. 1335 წელს გიორგი V-მ მონღოლებს ხარკი შეუწყვიტა და მათი დამსჯელი რაზმიც ადვილად უკუაგდო. ჩაკეტა უღელტეხილები და ამით მონღოლთა ერთსაუკუნოვან ბატონობას ბოლო მოუღო.


გიორგი V ენერგიულად იბრძოდა ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებისათვის. საამისოდ ის უკიდურეს ღონისძიებასაც არ ერიდებოდა, მან ცივის მთაზე სანადიმოდ მოიწვია და ამოხოცა ჰერეთისა და სომხითის ურჩი ერისთავები. გიორგი V-მ განახორციელა ფინანსური რეფორმა - მოჭრა საკუთარი ფული, ცნობილი „გიორგაული თეთრის“ სახელით (არსებობს განსხვავებული მოსაზრება). მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა საკანონმდებლო ძეგლები: „ხელმწიფის კარის გარიგება“ და „ძეგლისდება“. ეს უკანასკნელი აწესრიგებდა მთიელების ცხოვრებას (გიორგი V ებრძოდა მთიელთა ჩამოწოლას ბარში). საქართველოს მეფეს გაცხოველებული ურთიერთობა ჰქონდა ეგვიპტის სულთანთან. ამის წყალობით მან შეძლო აღედგინა ქართველთა მონასტრები იერუსალიმსა და სინას მთაზე. მის დროს ქართველებმა იერუსალიმში თავისუფლად შესვლის უფლება მოიპოვეს.

გიორგი V-მ სცადა ქართველთა გავლენის აღდგენა ტრაპეზონის სამეფოში და მხარი დაუჭირა ტახტისათვის მებრძოლ ანა ხუტლუს, რომელმაც ერთხანს ჩაიგდო ხელში ტახტი (1341 წელი), მაგრამ ერთი წლის შემდეგ დაკარგა იგი. გიორგი V ხელს უწყობდა ურთიერთობათა გაცხოველებას ევროპასთან, იტალიელთა შავიზღვისპირა ფაქტორიებთან. მის მეფობაში რომის პაპმა სამისიონერო ცენტრი სმირნიდან თბილისში გადმოიტანა. საქართველოს სამეფოს გაძლიერებისა და ქვეყნის წინაშე დამსახურებისათვის შთამომავლობამ გიორგი V-ს „ბრწყინვალე“ უწოდა.

ჩრდილოეთ სომხეთი საქართველოს შემადგენლობაში

ჯერ კიდევ დავით აღმაშენებლის ხანაში დაიწყო ისტორიული სომხეთის ჩრდილოეთი ნაწილის გათავისუფლება. თამარის ეპოქაში ამ პროცესმა ფართო ხასიათი მიიღო, თუმცა მონღოლთა შემოსევების შემდეგ ძველი სომხური მიწების გათავისუფლების პროცესი შეჩერდა. მეფე გიორგის, როგორც ჩანს მეტისმეტი ყურადღება გამოუჩენია სომხეთისადმი და მისი შემომტკიცების საქმეს ჯერ კიდევ მაშინ შესდგომია, როცა მონღოლთა უზენაესობას ჯერ ისევ ცნობდა. ქალაქ ანისის მეჩეთზე ამოკვეთილი სპარსულენოვანი წარწერა, რომელიც ყაენ აბუ-საიდის ბრძანებით გაუკეთებიათ, გვაუწყებს, რომ ეს ქალაქი ისევ საქართველოს შემადგენლობაშია. ისტორიული სომხეთის ჩრდილო ნაწილის საქართველოს სამეფოში ყოფნა დასტურდება თავად სომხური წყაროებითაც. 1321 წელს გლაძორის მონასტერში გადაწერილ სახარება აქვს ერთი მინაწერი, სადაც ვკითხულობთ, რომ წიგნი დაიწერა სომხური წელთაღრიცხვის ჩჰ (1321), სასტიკ და უკეთურ დროში,როდესაც სომეხთა და ქართველთა ქვეყანა მძლავრობით ეპყრა მოისართა ნათესავს, ქართველებზე გორგედ სახედლებულს.

იმავე მონასტრის 1323 წლის მინაწერში კი წერია, რომ ხელნაწერი შეიქმნა იაფეტური წელთაღრიცხვის ჩჰბ (1323), დიდი თვითმპყრობლის,ბუსაიდ სახელდებული ხანის მიერ ქვეყნის ფლობისას, სომხებზე კილიკიის ტახტზე მჯდომი ლევონის, საქართველოსა და დიდი სომხეთში მეფე გიორგის მეფობისას.. 1336 წელს, ყირიმის ქალაქ სურხათში გადამწერი ტერტერი ვარდან აიგეკცის ქადაგებანის მინაწერში უთითებს : მე, ტირაცუ, კაცი უღირსი, საბრალობელი, უდები მღვდელი...ჩამოველ საქართველოდან, ხორ-ვირაპის მეზობელი, შესანიშნავ ქალაქ ერევნიდან.

საქართველოს ამავე ხანაში ეკუთვნოდა სივნიეთის (სიუნიქის) მხარეც. 1337 წლის ერთ-ერთ გადაწერილ დოკუმენტს, აქვს მინაწერი, რომლის მიხედვითაც ხელნაწერი შეიქმნა სომეხთა და ქართველთა დიდი მხერდართმთავრის, მეფური წარმომავლობის მთავრის ბურთელის მბრძანებლობისას.

დოკუმენტში მოხენიებული ბურთელ, არის ბურთელ ორბელიანი, რომელთა საგვარეულო საქართველოს მეფის მიერ მათი წინაპრების სომხეთში გაძევების შემდგომ იქ დამკვიდრდა და ცალკეულ მხარეებს მართავდა, თუმცა მშობლიურ ქვეყანასთან კავშირი არ შეუწყვეტიდათ საუკუნეების განმავლობაში. ბურთელ ორბელიანს, მეფე გიორგი ბრწყინვალემ როგორც სჩანს მხედართმთავრობაც უბოძა.


George V the Brilliant was King of Georgia from 1286 to 1314 and again from 1346 until his death. He is son of demetre II.

Samtskhe brought up, his grandfather (mother's side) Beka I Jakeli (Usher) on the door. 1299 in Kazan From among the younger brother of George's own fight against VIII- involved and the King, but he stuck to his rights Tbilisi and why "king of tbilisi" called. For the same purpose king's second brother David VIII- Vakhtang III (reigned 1302-1308 years). In 1314, David VIII- and Vakhtang III-'s death, George V- received kingship. He inheritance weakened economically and politically fragmented country inherited.

It was politically wise and prudent and peaceful relations struggle initially Mongols preferred. Nevertheless, he gained while Beka knocks Mongols confidence. He was friends with ilkhani Amir Chief Vazir - Choban Neun through. This allowed the home was lost.

In 1329 the United Kingdom of Georgia did with George V- sun it aside in western Georgia, and in 1334, when the Samtskhe Sargis Jakeli II (the king's uncle) died, George V- has appointed ruler's son Sargis Kvarkvare I, gave him and seized atabagoba Pledge of Allegiance. Thus, the integrity restored. It was a great political achievement. It is time for the country's liberation from the Mongolian domination. Kazan Khan's death (1304 years) after the anarchy reigned sailkhano. In 1335, George V- sun tribute to the Mongols, and stopped their firing squad was easily rejected. Ertsaukunovan blocked passes and thus the Mongols' naval dominance.


George V vigorously fought the central government for strengthening. He is too extreme events are not shy, he invite for the eating and killed sanadimod invited Hers and Armenia eristavis unruly on the mountian "civi". George V- has carried out financial reforms - to cut their own money, known as "Giorgauli Tetri" (there is a different opinion). He also created legal documents: "Royal Court Regulations" and "dzeglisdeba". The latter is regulated by mountaineers life (George V fought against the Highlanders hit the bar). The king of Egypt had a lively relationship with the Sultan. As a result, he was able to restore the Georgian monasteries in Jerusalem and Mount Sinai. During the Georgians won the right to enter Jerusalem freely.

The influence of George V- attempted recovery trapezonis Kingdom and supported the fight for the throne khutlus Anna, who at one point took over the throne (1341 years), but lost it a year later. George V was promoting gatskhovelebas relations with Europe, the Black Sea paktorieb of Italians. His reign of Pope missionary center from Smyrna to Tbilisi. Strengthening of the kingdom and the country's contribution to the offspring of V- "brilliant," he called.

Northern part of Armenia in Georgia

Still, David Agmashenebeli historical era began in the northern part of Armenia's release. Tamar's era active in this process, but after the Mongol invasion of ancient Armenian land release process to a halt. King George seems to be too much attention paid to bringing the case of Armenia and still shesdgomia, when the Mongol rule of law is still recognized. Carved inscription in Persian mosque in the city of Ani, which is done by order of Khan Abu-Said, tells us that the city is still a part of Georgia. Armenian historical presence in the northern part of the Kingdom which is confirmed by the Armenian sources. In 1321 the monastery copied gladzoris Gospel has one inscription, which read that the book was written by Armenian chh AD (1321), cruel and evil time, when Armenians and Georgians in a country dominated counted moisarta relative, Georgians sakhedlebuls gorged.

More from the 1323 years of requests, it says that the manuscript was created Japhetic AD chhb (1323), the great emperor, busaid named Khan of Possession, the Armenians of Cilicia throne Levon, Georgia and Great Armenia King George's reign .. 1336 in the Crimean city of surkhat the scribe I Terter from aigektsis kadagebanis requests indicates: I, tiratsu, a man unworthy, wretch, baiting priest ... came from Georgia, Khor-Virap neighbor, the wonderful city of Yerevan.

Of the same period belonged sivnietis (Yerevan) side. 1337 was one of the copied document, a note in which the manuscript was created Armenians and Georgians mkherdartmtavris, a man of royal descent burtelis prince.

The mokheniebuli burtel, is burtel Orbeliani, the family of the king of Armenia by their ancestors settled there after expulsion and certain parties at the helm, the native country of the Union not sheutsqvetidat centuries. Burtel Orbeliani, King George V appeared to be commander in chief of the mountains.

That was all.


Thank's for reading.

მადლობა წაკითხვისთვის. 🙂

პ.ს.: ისეთი შეგრძნება მაქ რომ თითქოს აქ გიორგი ბრწყინვალის ხანა არის რაღაცეების გამოკლებით. 😃