[MOFA] 26.06.2015 - 2,774 eDay

Day 2,774, 16:49 Published in Georgia Australia by NO.ONE.


სანამ მთავარზე გადავალ მინდა წინასწარ აღვნიშნო ერთი ფაქტი. დღეს ჯიმისგან შეიძლება ითქვას მივიღე დავალება რომ მომეგვარებინა ამ ბოლო 2 დღეს დაბნეულობა და ქართველი ხალხი საბოლოოდ გამერკვია სიტუაციაში და მომეგვარებინა არსებული სიტუაცია. მან გვთხოვა გეგმის(სტრატეგიის) დადება, ასე რომ ეს სტატია აღიქვით როგორც ჩემი ვარიანტი ახლო მომავლის რომლის გასაშვებადაც ყველაფერი უკვე მზადაა, მხლოდ ჯიმისგან თანხმობაა საჭირო და ამ სტატიაზევე გააკეთებს ალბათ განცხადებას.

დღეს ჩემმა საუკეთესო მეგობარმა პატივი გვცა და გვითარგმნა ქართულად სიახლე რომელიც პლატომ მოგვიმზადა, სადაც როგორც ინდივიდუალური ისე ქვეყნისთვის სარგებლის ნახვა შეგვიძლია. უფრო დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ სტატიას.

Soldiers of Fortune / ახსნა/სომხეთის NE

აქედან გამომდინარე საჭირო არის ბრძოლა, და ისედაც მოწყურებულები ვართ ბრძოლას, ზედმეტად მშვიდობის მტრედებად ვიქეცით.

მოხდა შეთანხმება ეგვიპტესთან, რომლის თანახმადაც ტურნირის დაწყებიდან 24 საათით ადრე ეგვიპტე გამოგვიცხადებს ნე-ს და ჩვენსკენ წამოვა, ჩვენ მოვიგებთ რათქმაუნდა 🙂 და გადავალთ შეტევაზე და დავიკავებთ 2 მიწას და სემდეგ ვეცდებით პინკ-პონგის თამაშს 🙂 რეზულტატს მივიღებთ რომ 2 მიწა დაგვრჩება..

ირანსა და თურქეთს შორის ასეთი მოლაპარაკების გამართვა ცოტა შეიძლება გასაკვირია და სესაძლებელია რაიმე გაუთვალისწინებელი ნიუანსებიც იყოს მაგრამ ასე თუ ისე ყველაფერი დაზღვეული მაქვს.
ის ფაქტი რომ ეგვიპტესთან შეიძლება გაგვიჭირდეს თავის დაცვა ან მიწების აღება ამის შანსი არის 0! თუ სასწაული მოხდება 2 მიწის აჯანყება შეგვიძლია ომის მიმდინარეობისას მათთვის ასე რომ საფრთხეს ეგვიპტე არ წარმაოდგენს. ეს მაინც 100% თავდაზვევისთვის თორე ისე ეგვიპტის დიქტატორთან კარგი ურთიერთობა მაქვს და მისგან რამე გაუთვალისწინებელი არ უნდა მოხდეს წესით.

კითხვა რომელიც გაგიჩნდებათ ალბათ: რატომ იწყებენ ისინი შეტევას?

ტურნირის დაწყებისას სომხებიც მოინდომებენ რომ ჰქონდეთ ბრძოლა შესაბამისად დაიწყებენ ერთი რეგიონის აჯანყებას, ასევე ისრაელიც არ დააყოვნებს, მოკლედ ეგვიპტე სომხეთს და ისრაელს გაუმკლავდება და ჩვენ მის შეტევას ადვილად მოვიგერიებთ. დანარჩენ 24 საათში ვეღარ აუჯანყებენ და ჩვენ ავიღებთ მიწას ერთს, შემდეგ მეორეც, მოკლედ დანარცენი ბრძოლის დროს გამოჩნდება. შედეგი იქნება 2 მიწის აღება.. სომხები დიქტატურისგან თავის დაღწევას ცდილობენ ახლა და მაგის გარდა არაფერზე ფიქრობენ. ამიტომ როცა ეგ საკითხი მოგვარდება მაგაშიც ვაპირებთ მონაწილეობის მიღებას, მაგრამ ეგ ცოტა უფრო იქეთაა ჯერ ასე იქნება. ყველას ჩაგაყენებთ საქმის ყურში.

ჩვენ არანაირი საფრთხე არ გვაქვს გარდა თურქეთისა 🙂 რომლებიც ახლა მხოლოდ სერბეთზე ფიქრობენ 🙂 ზუსტად ამ სტატიის წერის დროს მე და ჯიმი თურქეთის პრეზიდენტმა ჩაგვაგდო ჩატში სადაც ბევრი ქვეყნის მოფა და პრეზიდენტია. და ჯერ არ ვიცი რა მიზეზით მაგრამ შემიძლია გამოვიცნო რა უნდა თურქეთის პრეზოს 🙂

თურქეთი, ჩილე, პერუ, უკრაინა - საკმარისი მპპ არის ჩემი აზრით რომ ქვეყანას 2 რეგიონი მივუმატოთ. ასე რომ ჯერჯერობით მეტ მპპ-ს არ დავიმატებთ. რაც შეეხება საბერძნეთს ჯერ კიდევ მუშაობა მიდის მაგ საკითხზე.

!!! სანამ ეს ყველაფერი მოხდება, მე ქვეყანას ისევ 100%იანი ფარი უნდა გავუკეთო მოხეტიალე დიქტატორის მსურველებისგან დასაცავად. გაითვალისწინეთ. ძალიან ნუ დაიხარჯებით ამ ბრძოლაში.. სავარჯიშო ომია სომხეთთან შედეგით გაითვალისწინეთ 🙂 მსგავსი რამ ჯერჯერობით ისტორიას არ ახსოვს 😛 !!!
ჯიმის თანხმობაღაა საჭირო და სომხეთის ამბავი ასე განვითარდება.


25-25 ლარი ჩამოყარეთ 🙂 🙂