[MOE] მალე ახალი ომი იწყება!!!

Day 2,608, 05:35 Published in Georgia Serbia by Rezo Marshall Revishvili

მოკლედ პოლონეთის კონგრესში გატანილია კანონი საქართველოზე აპირებენ AS-ს!!! მალე ბრაზილიასთან MPP-ს დებენ პარალელურად, ასევე პერუსთან... ხაზგასასმელია ის ფაქტი რომ მათი მეგობრები ვინც ეხლა არიან ჩვენი დიდი მეგობრები არიან. მათ ალბათ ამ ომში გერმანია და ლატვია დაეხმარება... ერთი Pacifica-ს წევრია(ლატვია) გერმანია კი პრორუსულია და აქვთ Pacifica-ში შესვლის სურვილი!
პოლონეთმა უკვე გააკეთა Donate და კიდევ აკეთებს რათა შეავსონ AS-სთვის საჭირო ფულისა და ენერგიის რაოდენობა.
უცნაურია... პოლონეთი ცოტა ხნის წინ ჩვენი მეგობარი იყო, მას შემდეგაც რაც თურქეთი და პოლონეთი ერთმანეთს განუდგნენ თუმცა ცოტა ხნის წინ სომხეთი აჯანყდა რომლის სათავეშიც პოლონელები არიან, ამ ომში ბრძოლა თურქებს გაუჭირდათ რადგან პოლონელი ძლიერი მოთამაშეები იბრძოდნენ, ამ ომში ჩვენი თანამოქალაქეებიც იბრძოდნენ! როგორც სჩანს პოლონეთს არ მოეწონა ეს ამბავი და გადაგვიმტერეს! თუმცა ეს ყველაფერი არ არის...

გარდა ამისა მტრად გამოგვაცხადა ირანმაც... ირანი კარგ დამოკიდებულებაში იყო რუსეთთან, მათ გაცვლილი ჰქონდათ 2-2 რეგიონი! ირანელები აჯანყდნენ და რუსების „დაპყრობილი“ 2 ტერიტორია დაიბრუნეს...
ჩვენ რუსებთან კარგი დამოკიდებულება ნამდვილად არ გვაქვს თუმცა ომი მორჩა და იგივე დამოკიდებულება გვაქვს მათთან როგორც ადრე, ირანი თუ შეურისძიებას აპირებს ნამდვილად არ ვიცი.
ირანს დადებული აქვს ასტერიის ქვეყნებთან MPP და არის ლეტოს წევრი... უცნაურია ის ფაქტი რომ ირანმაც და პოლონეთმაც სწორედ ეხლა შესთავაზა ბრაზილიას MPP როგორც ჩანს ბრაზილისაც აინტერესებს ჩვენი ოკუპაცია თუმცა არ გამოუვათ! ეს გადამტერება შეიძლება გამოწვეული იყოს AS-ებით რომელიც ბევრმა ქვეყანამ ერთად განახორციელა ბრაზილიის წინააღმდეგ თუმცა ბრაზილიამ ყველა მოიგერია! ერთერთი ქვეყანა ჩვენი მეგობარი შვეიცარია იყო დანარჩენებთან კი განსაკუთრებული კონტაქტი ნამდვილად არ გვაქვს... ასევე ბრაზილია ასტერიის წევრია, მოგეხსენებათ Root-ის წევრები ProSirius ქვეყნები იყვნენ, Sirius კი Asteria-ს მოწინააღმდეგე იყო. არაა გასაკვირი რომ Asteria-ს წევრს ჩვენი დაპყრობა აინტერესებს თუმცა ამას დაზუსტებით ვერ ვიტყვთ ნამდვილად!

ბოლოში პოლონეთზეც ვიტყვი... სირიუსის დაშლის შემდეგ ზოგი ProSirius ქვეყანა პოლონეთს მიემხრო ზოგი კი თურქეთს... ჩვენ ყოველთვის ვიყავით თურქეთის ერთგული მეგობრები და ამ შემთხვევაშიც თურქეთთან დავრჩით თუმცა მაგალითად სლოვაკეთი მათთან მეგობრობს რადგან მისი მოსაზღვრეა... დაეხმარა არგენტინისგან განთავისუფლებაშიც რადგან პოლონეთსაც არ აწყობდა მტერი - არგენტინა მოსაზღვრედ. სლოვაკეთი Root-ის წევრია და მასთან კავშირიც საინტერესოა როგორ განვითარდება...

მოკლედ დიდი ბრძოლა გველის ექართველებო... ვიცი ამასაც გავუძლებთ



Hail Georgia

პატივისცემით განათლების მინისტრი და კონგრესმენი თქვენი Rezo Marshall Revishvili