[MOC] ანგარიში

Day 2,663, 10:41 Published in Georgia Pakistan by MNOSTER

სანამ ანგარიშს წარვადგენ ,მინდა შემდეგ მთავრობას მოვუწოდო , როდესაც რაიმეს გაკეთებას აპირებენ,ასე თუ ისე,ხალხს ამცნობონ,მათი აზრი გაიგონ და ისე გააკეთონ,როგორც ჩანს, ეს მე ვერ შევძელი და იმედია სხვები , შემდეგში ამას გააკეთებენ. ძალიან ბევრია უკმაყოფილო იმით,რომ მინისტრები ა.შ. თვითნებურ წესებს იღებდნენ ,რომლებითაც ხელმძღვანელობდნენ კიდეც. მე ამას ვეღარ მოვახერხებ,Two Clickზე თუ გადავალ კარგია,შეიძლება სულ დაგტოვოთ 😁 ,ამიტომ ამას გიტოვებთ, როგორც შეხსენებას.


ახლა კი,რაც შეეხება თვის ანგარიშს, რა თქმა უნდა , დიდად ვერ დავიკვეხნი პროდუქტიურლობით,თუმცა ჩემს მუშაობას მაინც დადებითად შევაფასებ.

აღწერა:
[MOC]საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა
[MOC] საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა, შედეგები - საერთო სტატისტიკა, ხალხის დამოკიდებულება მთავრობის/სხვადასხვა საკითხების მიმართ.
[MOC]აუცილებელია-მოთამაშეების აღწერა
[MOC]მოთამაშეების აღწერის შედეგი - მოთამაშეების სრული აღწერა,თითქმის ყველა დეტალი და ნიუანსი.
ინტერვიუები:
[MOC] ინტერვიუები მოსახლეობასთან - ეს მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის, მთავრობამ მუდმივად უნდა იცოდეს რა უჭირს და ულხინს ხალხს,რითია უკმაყოფილო და კმაყოფილი,მე ამას მიღწევად ჩავთვლიდი, თუმცა მხოლოდ ერთხელ მოხდა, მთავარია პრეცედენტი იყო, და შემდეგშიც გაკეთდება.
[MOC] ინტერვიუები - იტალია,სამხრეთ კორეა,მოდერი.
[MOC]ინტერვიუები (ნაწილი 2) - სერბეთი,საბერძნეთი .
[MOC]ინტერვიუები (ნაწილი 1) - ხორვატია , თურქეთი , ROOT

სხვადასხვა:
[MOC]Wikipedia - გაახლდა ერეფაბლიქის ვიკიპედიაზე საქართველოს გვერდი, სანამ ბოლომდე წავალ,აუცილებლად დავუმატებ თუნგოს საქართველოს შექმნის ისტორიას , ინგლისურადაც და ქართულადაც.
[MOC] მთავრობის წევრები - მთავრობის წევრების წარდგენა
[MOC]ცვლილებები თამაშში(Day 2641 -DA😎 - DAB

სულ ეს არის ,რაც ამ ერთ თვეში გაკეთდა , ბოდიშით,მეტი რომ არ მოხერხდა.

კიდევ ერთხელ ვიტყვი,როდესაც ასეთ სამინისტროს აკეთებ (კომუნიკაციის,ხალხთან კომუნიკაციის ) , ამ სამინისტროს მეშვეობით მთავრობამ უნდა აცნობოს წინასწარ რა ხდება და როგორ და არა 2 კვირის მერე, როდესაც რაღაც ხრენობები უკვე ხდება და მოთამაშეებში გაურკვევლობაა, თუ ადრე არ იზამ ამას,შესაბამისად არ გაქვს რეალური სურათი,რას გამოიწვევს ეს, რეალშიც და აქაც ერთი და იგივეა , უნდა გახსოვდეს ვინ აგირჩია .

ეს კი ახალი მოსახლეობის აღწერა :

კითხვარი #1

კითხვარი #2


უკლებლივ ყველამ შეავსეთ ,გთხოვთ, პრინციპი იგივეა და კითხვები თითქმის.

ნახვამდის, წარმატებას გისურვებთ.თუმცა მკვდარია ყველაფერი.