[DSU] შესაძლებლობა, მოვალეობა და უბრალოდ იდეა.

Day 3,007, 11:45 Published in Georgia Georgia by The Wolf of Georgia

[DSU] შესაძლებლობა, მოვალეობა და უბრალოდ იდეა.
ერეპის დღევანდელ რეალობაში ხშირია DSU-ს გაკრიტიკების ფაქტები, მისი სახელის ხსენებისას ხალხს თავში არასერიოუზილი პარტია წარმოუდგება, ასე რომ მე, როგორც ამ პარტიის მე-12 პრეზიდენტი მიზნად ვისახავ, პარტიის სახელის აღდგენას, რამდენიმე რეფორმის გატარებას და დიდი, მყიფე გაერთიანებიდან ერთიანი ორგანიზმის ჩამოყალიბებას.



1) პარტიაში დაეკისრება ყველას საკუთარი მოვალეობა:
ვიცე პრეზიდენტი - პასუხისმგებელი იქნება დამწყებებზე მათ შემოყვანაზე და განვითარებაზე.
მრჩეველი - შეასრულებს მრჩევლის მოვალეობას 😃
სპიკერი - იქნება ერთადერთი ადამიანი (ჩემი და ვიცე პრეზიდენტის ჩათვლით) ვისაც შეეძლება პარტიის სახელით რაიმეს დაწერა.
გენერალური მდივანზე კი ქვემოდ ვისაუბრებ.

2)გამომდინარე იქედან, რომ კაცმა არ იცის პარტიის 135 წევრიდან რეალურად რამდენი თამაშობს, გადავწყვიტე წევრების "უნარიანი" და "უუნარო" ტიპებად დაყოფა მოკლედ რომ ვთქვათ აღწერის ჩატარება, რომელიც ყოველ 5 დღეში ჩატარდება და დაეკისრება გენერალურ მდივანს, გამომდინარე იქიდან, რომ მას ყველაზე მეტი რამ დაეკისრება გადავწყვიტე მისთვის ხელფასის დანიშვნა.

3) ასევე ვგეგმავ ერთი-ორი კონკურსების დაფინასებას და მომავალში საკუთარი კონკურსის ჩატარებას, არამარტო დამწყებებისთვის არამედ ყველა მოთამაშისთვის, იგი იქნება ტესტური სახის და ძირითადად საქართველოს და ქართული ერეპის ისტორიას შეეხება(მაგრამ ეს ჯერ შორი პერსპექტივაა).

4)ჩემ მიზნებს შორისაა ასევე შიდა პარტიული ნომინაციების შექმნა, რომლებიც 2 სახის იქნება კვირის და თვის, შესაბამისად:
კვირის საუკეთესო მოთამაშე-1000ლ
კვირის საუკეთესო დამწყები-1000ქ2 საჭმელი
თვის საუკეთესო მოთამაშე-3000ლ
თვის საუკეთესო დამწყები-3000ლ

5)პარტიის პრეზიდენტობისთვის კენჭის ყრა შესაძლებელი გახდება გაწევრიანებიდან 2 თვის შემდეგ. ამ წესის დარღვევა ჩაითვლება: ა.დაუმორჩილებლობა ბ.პტო-ს მცდელობა.

პატივისცემით
გრიზლი!