[Dictator] Georgia - eDay 2,803

Day 2,803, 18:29 Published in Georgia Australia by NO.ONE.

მოგესალმებით, მინდა ასე თუ ისე ავხსნა ჩვენი მდგომარეობა.



პირველ რიგში იმას დავწერ რომ ვწერ ქართული შრიფტით, და ინფორმაციის გაჟონვის საფრთხეც სიმართლე გიტხრათ უკვე მეასე ხარისხოვანია. მინდა ყველასთვის გასაგებად და მარტივად დავწერო ყველაფერი. შემდეგ მოვისმენ თქვენ აზრს. განკიცხვასაც და მხარდაჭერასაც.


როგორც იცით ჩვენ რამდენიმე დღის წინ დავიკავეთ მთელი სომხეთი. შემდეგ არ ვიცი სიმართლე გითხრათ რა მოხდა, ვინ ვის მიწერა, რა თხოვა ან რა განიზრახა. მე,ლუკა ხუცუ და ავეუნ გვტენეს ჩატში სადაც ირანელები ამბობდნენ რომ ჩვენ დავარღვიეთ ხელშეკრულება და სომხეთის ტერიტორიები უნდა დაგვეთმო უკან.

ეს კი ისტორიაში ყველაზე დიდი საქართველო, რეგიონების რაოდენობით ვგულისხმობ:




მიღწევა N1: ჩვენ ისტორიაში საქართველოს საზღვერი გავადიდეთ ყველაზე მეტად რაც კი ოდესმე ყოფილა.


განვაგრძობ, განვხილვას შემდეგ არამარტო მთავრობამ ყველამ ერთად როგორც შევძლეით განვიხილეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება რის შედეგადაც ჩვენ უნდა დაგვეცვა ჩვენი პოზიცია და არა ტერიტორიები!

ჩვენ შევძელით ჩვენი პოზიციის დაცვა და მოვიგერიეთ ირანის თავდასხმა, რომლის მოგერიებიც ისევე როგორც ყველასთვის არარეალური იყო მაგრამ ჩვენ ეს შევძელით.



ჩვენ ამ ბრძოლით მივიღეთ სიამოვნება! ეს იყო ისტორიული გამარჯვება ჩვენი ქვეყნისთვის.. 1 წლიანმა ქვეყანამ შევძელით ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქვეყნის დამარცხება!

ქვეყნის არაკეთილისმოსურნეებმა კი ბრძოლის დროს გამოიჩინეს აგრესია მოწინააღმდეგეების მიმართ, ამას დაემატა მარცხით განცდილი დაგრუზვა და ირანს გაუჩნდა მზაკვრული სურვილები. ჩვენ მოგერიების შემდეგ გვიწევდა შეტევა და არც ვაპირებდით ირანის ტერიტორიის დაპყრობას. ერთი იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ აგრესოსები და იმიტომ და მეორეც ჩვენ არ გვაქვს საკმარისი ხალხი და რესურსი იმისთვის რომ ირანის ტერიტორიები ავიღოთ და შევინარჩუნოთ.

ჩვენ სანამ შეტევა დაიწყებოდა ავტომატურად ავაჯანყეთ მოსაზღვრე რეგიონი, რადგან საზღვარი დაკეტილიყო და ბრძოლა შეწყვეტილიყო და ირანთან მოლაპარაკებებზე წავსილიყავით.

იმის ნაცვლად რომ ჩვენი სიძლიერე დაეფასებინათ და გაეთვალისწინებინათ მივიღეთ ისევ დიდი აგრესია და სავარაუდო პირობა იმის რომ ისინი საქართველოს მთლიანად დაიპყრობენ.

ახლა მდგომარეობა ასეთია:
ჩვენ დავთმეთ სომხეთის 2 რეგიონი უკვე და ამ რეგიონებს მიემატება კიდევ ერევანი და ამ მიწასაც დავტოვებთ. ჩემი სურვილია რომ დავბანაკდეთ სომხეთის ბოლო რეგიონში. როცა ირანი აიღებს სომხეთის 3 რეგიონს და ჩვენ მოგვადგება მაგ დროისთვის შევხედავთ რა მდგომარეობა იქნება.. ასე რომ აჯანყება თუ დაიწყება შემდეგი ერევანში არ იბრძოლოთ გამარჯვებისთვის დაუთმეთ. ხოლო ბოლო რეგიონში თუ დაიწყეს იბრძოლეთ მიწის დასაცავად.

ამავდროულად აღმოვაჩინეთ ერთი საინტერესო ფოტო რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა. რაც მიუთითებს იმაზე რომ რუსეთი აპირეს საქართველოზე გალაშქრებას. გამიკვირდა და მესიამოვნა კიდეც.






ერთი დაიმახსოვრეთ, ისე ვერაფერს მივაღწევთ რაღაც ეტაპზე რაღაც თუ არ დავთმეთ ან რამე არ გავიჭირვეთ.. ამიტომ თუ დადგება მომენტი როცა ჩვენი ქვეყანა უცხოურ ფერად შეიღებება გული არ გაიტეხოთ პირიქით ამით გაიძლიერეთ თქვენი შემართება..

როცა ირანმა მოინდომა ჩვენი ქვეყნის სიტყვაზე გადახტომა და დაკიდება ამისთვის ჩვენ გავმართეთ ერთი ბრძოლა. ჩვენ ჩვენი სიტყვის დასაცავად გავმთლიანდით და ვიბრძოდით სულისკევთებით! მე აქამდე ასეთი მრავალრიცხოვანი და ერთიანი ქვეყანა არ მახსოვს!! ამიტომ მეამაყებით ყველა ეს იყო ერთი კვირა როცა არავის აინტერესებდა...

- ვინ იყო დიქტატორი
- ვინ იყო პრეზიდენტი
- ვინ რომელ პარტიაში იყო და რომელი არჩევნები რომელ დღეს იყო
- არავის აინტერესებდა წარსულში ვის ვისთან რა ურთიერთობა ქონდა.

საქართVელო იყო ერთიანი და სეკრული!!! ამიტომ მეამაყება რომ მე ასეთი ქვეყნის შვილი ვარ და არიან ადამიანები რომელთაც ვირტუალურ სამყაროშიც ანალოგიური სულისკვეთებით შეუძლიათ ქვეყნისთვის ბრძოლა როგორც რეალურში.

არავის არ გამოვყოფ მადლობა თქვენ თითოეული გასროლისთვის, ასევე მოკავშირეებს ვუხდი მთელი საქართველოსს სახელით დიდ მადლობას! ქართველმა ბიჭებმა ყველამ შეიტანა წვლილი ამ გამარჯვებაში ვისაც როგორ შეეძლო.

მეამაყები მე შენ საქართველოვ!!

მე ვარ ექვეყნის მოქალაქე რომელმაც 1 წელიწადში იმაზე მეტს მიაღწია ვიდრე სხვა ვინმემ!! ჩვენთან ერთად დაემატა კუბა და სომხეთი როგორც გახსოვთ.. შეხედეთ მათ შემდეგ ჩვენ.. თუნდაც დემეიჯით სხვა რომ არაფერზე გავამახვილოთ ყურადღება!! ეს იმიტომ რომ ქართველები ჯიგრიანები ვართ, გვაქვს შესაშური სულისკვეთება.


ახლა მე მინდა გაჩვენოთ თუ რას მივაღწიეთ იმის ფასად რომ დიდი რესურსი დავხარჯეთ:

მიღწევა N1: ჩვენ ისტორიაში საქართველოს საზღვერი გავადიდეთ ყველაზე მეტად რაც კი ოდესმე ყოფილა.

მიღწევა N2: ჩვენ ისტორიაში მოვიგეთ ყველაზე დიდი ბრძოლა.. თამამად შეგვიძლია დავარქვათ ამ ბრძოლას ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა!

მიღწევა N3: საქართველო იყო ერთ მუშტად შეკრული ისე როგორც არასდროს! პოლიტიკის თვალსაზრისით მგელი და კრავი ერთად ძოვდა ბალახს!

მიღწევა N4: ყველაზე სასიამოვნო იცით რა არის იმიტომ რომ გავქრეთ რუკიდან უკვე 2 ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყნები ცდილობენ!! ნუ გეგმავენ მაინც. მოკლედ მე მეამაყება!!!! ჩვენ უკვე ანგარიშ გასაწევი ძალა ვართ, ჩვენ წინააღმდეგ არავინ გეგმავს ბრძოლას როგორც "მიდი კაცო გავაპობთ შუაზე" იყო ადრე დრო როცა ორი ქვეყანას უნდოდა ჩვენი აღება მაგრამ მაშინ სუსტი საქართველოს დაძიძგვნა უნდოდათ, ახლა კი ძლიერი ქვეყნის იპონით დაგდება უნდათ. ეს უკვე მიღწევაა!

მიღწევა N5: საქართველოს ისტორიაში აქვს დადებული ყველაზე მეტი მპპ. და ესეც პოლიტიკური გუნდის კარგ მუშაობაზე მეტყველებს!



+ უკრაინა, რომელთანაც ამ წამს ფორმდება თავიდან ხელშეკრულება.



მიღწევა N6: ამაზე მოგვიანებით უფრო დეტალურად გამცნობთ სურვილი გამოითქვა და შემოთავაზება არის ალიანსში შესვლაზე რომელშიც არც ისე სუსტი ქვეყნები იქნებიან. ეს უკვე მსოფლიო ასპარეზზე დიდი ინტერესია ჩვენი ქვეყნის მიმართ!



თუ ირანი გონს მოეგება და ჩვენთან მტრობას მეგობრობას არჩევს ან უბრალოდ მშვიდობის შეთანხმებას ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ხოლო მტერს მტრულად დავუხვდებით სულ.. ჩვენ გვაქვს დიდი დანახარჯი მაგრამ დანახარჯზე მეტი მიღწევა! ჩვენ გვაქვს ძალები! დანაკარგის ანაზღაურებაც მარტივად შეგვიძლია!! იმიტომ რომ ჩვენ ქართველები ვართ!!


ამაყი სამხედრო მისალმება თქვენი ღრმად პატივცემული დიქტატორისგან!! აი ეს არის დემორკატია. დემოკრატია არის ერთსულოვნება და ერთად დგომა!!! ეს დაიმახსოვრეთ!


o7!

Skype Dagvamatet mec da lukac..
me: Jango-777 luka: lukakoberidze.


Dictator of Georgia
Georgian Shield