უკრაინა&რუსეთი + 25 კომენტარი

Day 3,030, 11:32 Published in Georgia Slovenia by Omiko Ejibia

არც თუ ხანგრძლივი ომის შემდეგ დაიდო შეთანხმება უკრაინასა და რუსეთს შორის მშვიდობის შესახებ. არ ვიცი რამდენად სწორი ან არასწორია ეს ნაბიჯი უკრაინის მხრიდან, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ეს მათი გადასაწყვეტია და ალბათ საქართველოსთვის ცუდი არ უნდა იყოს, მისი მოკავშირის ომიდან გამოსვლა. ქვემოთ გთავაზობთ ხელშეკრულების ტექსტს ქართულად:
თავდაუსხმელობის პაქტი
1. ამ ნაპ-ზე ხელმოწერით, უკრაინა და რუსეთი აცხადებენ ომის დასრულების შესახებ ორ ქვეყანას შორის.
2. ქვეყნები არ აცხადებენ პრეტენზიას ერთმანეთის ძირითად რეგიონებზე.
3. ყველა სამხედრო აქტივობა გადადის სავარჯიშო ომში, ნებისმიერი აჯანყება ან თავდასხმა უნდა განხილული იქნეს ორივე მხარის მიერ.
უკრაინისა და რუსეთისთვის არაა ნებადართული დადონ ,,პრიორიტეტი'' ან CO მოწინააღმდეგის რეგიონის მიმართ (იგულისხმება ეს ორი ქვეყანა), თუმცა ეს შესაძლებელია თუ კი ბრძოლა მათ ძირითად რეგიონშია.
4. ომი (NE) უნდა დასრულდეს რაც შეიძლება მალე, რამდენადაც თამაშის მექანიზმი იძლევა ამის საშუალებას.
5.ეს ნაპ-ი ძალაშია 90 დღის განმავლობაშ
ხელს აწერენ: ე-უკრაინისა და ე-რუსეთის პრეზიდენტები დღე: 3030
პ.ს. ეს გახლავთ უკრაინული Bankova 11 მიერ გამოქვეყნებული პრეზიდენტის სახელით. თუმცა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსაც იგივე ტექსტი უდევს და თან მითითებულია, რომ ეს უკრაინის ვერსიაა.