ღამის ეთერი-სექსი 2015 წელს

Day 2,617, 12:09 Published in Georgia Georgia by Levka Kilasonia

სტენფორდის უნივერსიტეტის წარმომადგენელთა განცხადებით 2050 წლისთვის ადამიანები სექსით აღარ დაკავდებიან. უფრო კონკრეტულად კი სექსი საჭირო აღარ იქნება გამრავლებისთვის, უფრო მეტიც ადრეულ ასაკში მამაკაცებს სტერილიზაციას გაუკეთებენ, რათა ისინი უნაყოფოები გახდნენ. სექსს კი მხოლოდ სიამოვნების ფუნქცია დარჩება.
ჩასახვის საწინააღმდეგო აბების გამომგონებელი მეცნიერის, 91 წლის კარლა ჯერასის განმარტებით 36 წლის შემდეგ ბავშვები სექსის გარეშე ხელოვნური განაყოფიერებით ჩაისახებიან.
„დღეს ეს პროცედურა ძალზედ ძვირადღირებულია, თუმცა წლების შემდეგ ის ხელმისაწვდომი იქნება ყველა ქალისთვის“ - აცხადებს მეცნიერი.
ჯერასის განცხადებით მამაკაცები საკუთარ სპერმას ადრეულ ასაკში გაყინავენ, რის შემდეგაც სტერილიზაციას ჩაიტარებენ, რაც ქალებსა და მამაკაცებს საშუალებას მისცემს სექსით მხოლოდ სიამოვნებისთვის დაკავდნენ და არ შეეშინდეთ, რომ ეს კავშირი მესამე ადამიანს გააჩენს.
„ეს ქალებისთვის სასარგებლოა, მათ შეეძლებათ მშვიდად ეძებონ საკუთარი პრინცი, მიიღონ განათლება, მოიწყონ კარიერა და ბავშვი გააჩინონ მაშინ როცა მოუნდებათ“ - აცხადებს კარლა ჯერასი.

ეჰ,რა ამ ევროპამას მაინც რა მოუვიდა...სექსს რაღა ერჩოდნენ,თუმცა ამასაც ვისწავლი,ვიღაც ვიღაცეებს გონიათ,რომ მოვხუცდი,მაგრამ ვერ მოგართვით.

აი,აი.ხო გაფრთხილებდი,სექსსაც შეეცვალა წესები,შედი ახლა კუხნაში და ისწავლე ახალი ინტიმი.