,,კონკურსისთვის'' ,,20 ფაქტი რომელიც იცოდით ან არ იცოდით საქართველოს შესახებ"
ubralo me
1. წიგნის “სიმართლე აფხაზეთზე”, რომლის ავტორები არიან გურამ ფანჯიკიძე და რომან მიმინოშვილი, მთელი ტირაჟი შეიძინეს თვით აფხაზებმა და გაანადგურეს.
2. ვახტანგ გორგასალის პირველი ცოლი სპარსი იყო, ხოლო მეორე კი – ბერძენი.
3. იბერიის სახელმწიფოს უძველესი დედაქალაქი იყო უფლისციხე და არა მცხეთა, რომელიც ძვ. წ. IV საუკუნეში გახდა დედაქალაქი.
4. საქართველოს მეფეთაგან ყველაზე ხანდაზმული იყო როსტომი, როცა ის ტახტზე ავიდა, 1633 წელს, 67 წლის იყო.
5. 1921-1941 წლებში საქართველოში დაიხვრიტა 72000 კაცი, ხოლო 1942-1952 წლებში 500-ზე მეტი.
6. ზაქარია ფალიაშვილი კათოლიკე გახლდათ.
7. თბილისი ერთადერთი ქალაქია მსოფლიოში, სადაც შიიტი და სუნიტი მუსლიმანები ერთ მეჩეთში ლოცულობენ.
8. ქართველი მხატვარი ლადო გუდიაშვილი ადამიანებს უყუროდ ხატავდა.
9. მსოფლიოში არსებული 2000 ყურძნის ჯიშიდან 500 საქართველოში ხარობს.
10. თამარ მეფემ და დავით სოსლანმა ქორწილი დიდუბის სასახლეში გადაიხადეს.
11. 1832 წლის ქართველთა შეთქმულება იასე ფალავანდიშვილმა გასცა.
12. საქართველოში ტკბილეულით მოვაჭრეს ბაყალს ეძახდნენ.
13. ძველად საქართველოში ვალის დაბრუნების გარანტიად ულვაშის ღერს ტოვებდნენ. ვალის დაუბრუნებლობა სახელის (ულვაშის) შერცხვენას ნიშნავდა.
[img]https://easydoesitstyle.files.wordpress.com/2012/10/mustache1.jpg?w=640&h=224[/img]
14. საბჭოთა მაღალჩინოსნის, სერგო ორჯონიკიძის დედა მის მშობიარობას გადაჰყვა, ხოლომამა წყლის რიგში მოკლეს.
15. მე-19 საუკუნემდე სოლოლაკს ავანაანთხევს ეძახდნენ და იქ ქართველ წარჩინებულთა ბაღები იყო გაშენებული.
16. ისტორიულად საინგილოს ჰერეთი ერქვა. მისი მოსახლეობა ლეკებმა გაამაჰმადიანეს, “იანგალი” ახალმოქცეულს ნიშნავს და აქედან წარმოიშვა სახელწოდება “საინგილო”.
17. ქალაქ მარნეულს 1947 წლამდე ერქვა – ბორჩალო.
18. მსოფლიოში ყველაზე დიდი ზომის მინანქრის ხატია ხახულის ღვთსმშობელი.
19. უძველესი ქართული წარწერა, რომელიც 1950 წელს ვირჯილიო კორბომ აღმოაჩინა, პალესტინაში იყო.
20. ქართველი რეჟისორი მიხეილ თუმანიშვილი სამჯერ იყო გერმანელთა ტყვეობაში და სამჯერვე გამოიქცა.
დიდი მადლობა დაინტერესებისთვის
🙂
Comments
o7 კარგი სტატიაა :დ იმედია მეორეზე გახვალ :დ და
rato meore da ara pirveli 😃 😃 o7
😃 იმიტო :დ
davicadot 😃 😃 😃
წარმატებები :დ
shenc aseve 😃
kargia
Ministrma momweros,saqme maqvs.
11
,,იბერიის სახელმწიფოს უძველესი დედაქალაქი იყო უფლისციხე და არა მცხეთა, რომელიც ძვ. წ. IV საუკუნეში გახდა დედაქალაქი''. უფრო ძველი ქალაქი კი, დედაქალაქი არა, არც იბერიის სამეფო. იბერიის სამეფოს ყველაზე მეტად თუ დავაძველებთ, მაშინ მისი პირველი მეფე აზოა და ის მცხეთაში ზის (ძვ.წ. მეოთხე საუკუნის პირველი ნახევარი პირობითად),შესაბამისად სამეფოს ისტორიაც აქდან დაიწყება და დედაქალაქიც ამ დროს ჩნდება.
წყარო, წიგნი ,,ეს იცოდი?" http://hereti.org/fact.html http://www.tzona.org/post/saintereso-faqtebi-saqarTvelos-shesaxeb& და ბოლოს ძვ.წ.დაახლ.570-430
- აზო და მისი მემკვიდრეები მმართველობენ აღმოსავლეთ საქართველოში (იბერიაში). ამ ქართულ-სკვითური სახელმწიფოებრივი გაერთიანების დედაქალაქი იყო უფლისციხე. მადლობა გამოხმაურებისთვის 🙂
,,რამეთუ ქალაქი მცხეთა განდიდებულ იყო უმეტეს ყოველთასა და უწოდდეს დედაქალაქად...'' წყარო: ,,ქართლის ცხოვრება'' და პირველად დედაქალაქად ხსენება, რომელიმე ქალაქის სწორედ მცხეთას მიემართება. ვნახე გვერდი და ასეთ დროს ფაქტები უნდა გადაამოწმო. 😃 ვიკიპედიაში ქართული ანბანის წარმოშობაზე ისიც წერია ერთ-ერთ ვერსიად რომ მესროპ მაშტოცმა შექმნა. თუმცა ლეონტი მროველის სიტყვების ინტერპრეტაციით ,,და ამან შექმნა მწიგნორობაი ქართული'' ანბანი ფარნავაზის შექმნილია.
ჩემი ფავურიტი სტატიის ავტორს,ვჩუქნი 500 ელარს,მშვენიერი სტატიისთვის.
გამარჯვებული სტატიის ავტორს ვაჯილდოვებ 200 ელარით და მესამე ადგილს 100 ელარით!
მუდამ იქ,სადაც საქართველოა!-MORAL1994-ესაქართველოს პირველი კულტურის მინისტრი!