ფერმენტები

Day 4,773, 09:34 Published in Georgia Georgia by GRAFGEGA

ფერმენტები - საკვებს შლიან - ნივთიერებებად გარდაქმნიან ,

მონელება - საკვების დიდი ულუფების დახლეჩა პატარა ულუფებად , რომ მოხდეს მათი გაწოვა და გადასვლა სისხლში ,

ფერმენტები :
1:ამილაზა - სახამებელს(ნახშირწყალს) გარდაქმნის მარტივ შაქრებად ,
2:პროტეაზა - ცილებს გარდაქმნის ამინომჟავებად ,
3:ლიპაზა - ცხიმებს და ზეთებს (ლიპიდებს) გარდაქმნის ცხიმოვან მჟავებად და გლიცერინად .


კუჭში ასევე გამომუშავდება - მარილმჟავა - pH-ის გარემოს უზრუნველყოფს , რომელიც პროტეაზულ ფერმენტს ფუნქციონირებისთვის ესაჭიროება და კუჭში ბაქტერიებს ანადგურებს ,

ღვიძლში გამომუშავდება ნაღველის ის გროვდება ნაღვლის ბუშტში - იქედან წვრილ ნაწლავში ჩაედინება ,
ანეიტრალებს მჟავას მჟავით საკვები იჟღინთება კუჭში . წვრილ ნაწლავში არი ტუტე გარემო , რომელიც საჭიროა ფერმენტების ეფექტურად მუშაობისთვის ,


შეწოვა -
წვრილი ნაწლავიდან ხაოებით საკვები ნივთიერებები სისხლში ხვდება დიფუზიით ,
ნარჩენი საკვები გადადის მსხვილ ნაწლავში - აქ ხდება წყლის გაწოვა სისხლში ,
მოუნელებელი ნარჩენები განავლად ფორმირდება და ანუსის საშუალებით ტოვებს სხეულს .