რუსთაველის იდეოლოგიური წინამძღვრები .

Day 4,741, 00:01 Published in Georgia Georgia by GRAFGEGA

ვეფხისტყაოსანი — XII საუკუნის ქართველი პოეტის, შოთა რუსთაველის ჩვენამდე მოღწეული ერთადერთი პოემა.

მთავარი აზრი , რომელიც საფუძვლად უდევს რუსთაველის პოემას არის : კეთილის მარადიულობა , ძლევამოსილება , და ამასთან ბოროტების ხანმოკლეობა და წარმავლობა . რუსთაველის გმირები სიკეთისათვის იბრძვიან , მიჩანიათ იგი ბედნიერების წინაპირობად . ბედნიერება გადატანილი ტანჯვა - წამების ძალით განიზომილება .

თავისი იდეოლოგიურ წინამორბედად შოთა რუსთაველი პოემაში ასახელებს ბერძენ დივნოსს , ესეიგი დიონისეს , თუმცა რეალურად უკვე დამტკიცებულია რომ შოთა რუსთაველის იდეოლოგიური წინამორბედი არის ქართველი მოაზროვნე , თეოლოგი , მოაზროვნე პეტრე იბერი მე-5 საუკუნეში მოღვაწე .

შოთა რუსთაველის იდეოლოგიური წინამორბედი ასევე გახლავთ ქართველი ფილოსოფოსი იოანე პეტრიწი , რომელმაც შეითვისა სამყარო და მისი მოვლენების ორგვარი წესი გვანახა - პირველი ღვთიური,იდეალიზმით(რომელსაც პლატონი მისდევდა) და მეორე ადამიანური,მატერიალიზმით (რომელსაც არისტოტელე მისდევდა ) .

რუსთაველის შემოქმედების წინამძღვარი ასევე გახლავთ მე-6,მე-7 საუკუნეებში მოღვაწე ქართველი მოაზროვნე იოანე მოსხი იგივე მესხი , რომელიცბიზანტიაში მოღვაწეობდა და მოსხაც ამიტომ უწოდებდნენ ბიზანტიელები ანუ იოანე მოსხი ანუ ქართველი .

შოთა რუსთაველის ყველა გმირის სასიცოცხლო , ადამიანური მოტივაცია არის ბრძოლა ბედნიერებისა და თავისუფლებისთვის .