ფილტვების აუსკულტაცია - სუნთქვითი ხმიანობა .

Day 4,740, 08:01 Published in Georgia Georgia by GRAFGEGA

სუნთქვითი ხმიანობა :
1 - ბრონქული (ხორხი , ტრაქეა , მსხვილი ბრონქები)
2 - ვეზიკულური ( ფილტვის პროექცია ). ლათ.ვეზიკულა - ბუშტუკი , ალვეოლა .
ვეზიკულური სუნთქვა ვითარდება - ალვეოლებში შესული ჰაერით მათი დაჭიმვით და ელასტიკური ელემენტების რხევით .
---ვეზიკულური სუნთქვა კარგად ისმის - ლავიწქვედა არეში - იღლიის ფოსოს ქვედა ნაწილში - ფილტვის კიდეებზე .
---ვეზიკულური სუნთქვა შესუსტებულია : 1)ფილტვში ჰაერის შესვლა როცა ძნელდება (ხორხის სტენოზი , შეშუპება , სპაზმი ) , 2)ფილტვი არასაკმარისად იშლება (ნეკნისმოტეხილობა , მშრალი პლევრიტი , სიმსივნე მუცლის ღრუში , პლევრის ღრუში სითხე-იგივე ჰიდროთორაქსი ) , 3)პლევრის სიმსივნე , პლევრის გასქელება .
---სუნთქვა სრულიად არ ისმის : ფილტვის სრული ატელექტაზი , დახურული პნევმოთორაქსი .
---ვეზიკულური სუნთქვა გაძლიერებულია : სხეულის ტემპერატურის მატებისას და ფიზიკური აქტივობისას .
---ბრონქული სუნთქვა აღინიშნება - 1) კრუპოზული პნევმონიისას , 2) კეროვანი პნევმონიისას , 3)ექსუდაციური პლევრიტი .
ბრონქული სუნთქვა : ან ამფორული დაბალი იყოს ან ლითონისებრი გაძლიერებული .
შერეული სუნთქვა : ჩასუნთქვა - ვეზიკულური და ამოსუნთქვისას : ბრონქული .
დამატებითი ხმიანობა : ხიხინი და კრეპიტაცია .
ხიხინი : შეშუპებულ ბრონქებში სეკრეტის დაგროვება .
მშრალი ხიხინი : ასთმა , ტუბერკულოზისას .
სველი ხიხინი - წვრილბუშტუკოვანი - საშუალობუშტუკოვანი - ბრონქიტისას . და მსხვილბუშტუკოვანი - ფილტვის შეშუპებისას , გულის მძიმე უკმარისობისას და აგონიისას .