ეკონომიკა იცვლება

Day 3,140, 12:40 Published in Georgia Georgia by The Wolf of Georgia

ძვირფასო მოქალაქეებო

ჩვენ ვიცით, რომ ახალი მსოფლიო არცისე გამორჩეული იყო ბოლო დღეებში, მაგრამ ე-მინიონები უსაქმურად არ მჯდარან.

რესურსების განაწილება, რომელმაც გამოიწვია წინა თვეს რესურსების ომი დაიწყება ერეპუბლიკის დროით 3145 დღეს. როგორც გაცნობეთ, მის დაწყებასთან ერთად შეიცვლება ეკონომიკის მოდულიც.

მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მოთამაშის კომპანიები აღარ იმოგზაურებენ მათთან ერთად, ამჯერად ისინი უფრო "მყარად" დაფუძნდებიან მიწაზე. ამისათვის ჩვენ წარმოგიდგენთ ჰოლდინგების ვარიანტს.

ახლა კი რას ნიშნავს ეს უკანასკნელი, მოქალაქეს შეეძლება დააფუძნოს ჰოლდინგები გასხვავებულ რეგიონებში, მათი სურვილების და საჭიროების შესაბამისად. ჰოლდინგს შეუძლია ფლობდეს ნებისმიერი რიცხვის მზა ნაწარმს და მატერიალების საწარმოს, რომლებიც ისარგებლებენ ჰოლდინგების ბონუსით.

დაიმახსოვრეთ შემდეგი, იმისათვის, რომ შექმნათ ჰოლდინგი კონკრეტულ ადგილას აუცილებელია თავდაპირველად იქ გადასვლა.



რა ღირს ჰოლდინგის შექმნა?
პირველი ჰოლდინგის შექმნა არის უფასო, სასურველია იცოდეთ, რომ დამატებითი ჰოლდინგების შექმნის ფასი იქნება განსხვავებული, მაგალითად:
ჰოლდინგის დაფუძნების ღირებულება = თქვენ მფლობელობაში ჰოლდინგების რაოდენობა X 25 ოქროზე.

ასევე ჰოლდინგებს შეუძლიათ იქონიონ ულიმიტო რაოდენობის ქარხნები. გაითვალისწინეთ, როდესაც თქვენ შექმნით ახალ კომპანიას ის არ იქნება "მიბმული" ჰოლდინგზე, ამიტომ ის არ იფუნქციონირებს.

პირველად, ქარხნის ჰოლდინგისთვის დაკავშირება უფასო იქნება. თქვენ შემდეგში შეძლებთ გადაადგილოთ თქვენი ქარხნები თუ მოისურვებთ, მაგრამ გადაადგილება იქნება ფასიანი. მისი ფასი კი დამოკიდებული იქნება რამდენიმე გარემოებაზე.

გადაადგილების ფასი დამოკიდებულია კომპანიის ღირებულებაზე და დისტანციაზე ორ ჰოლდინგს შორის. მისი ფასი გამოინგარიშება ეროვნული ვალუტით და იგი ეღირება ქარხნის ნამდვილი ღირებულების 5%-20%.

მაგალითად განვიხილოდ ქ7 იარაღის საწარმო, მისი ღირებულება შეადგენს 1230 ოქროს. ოქროს ახლანდელი ღირებულებით 1230 ოქრო დაახლოებით 482000 ლარია, მისი გადატანის ღირებულება იქნება 24600-984000 ლარს შორის, დანარჩენი კი დამოკიდებულია ჰოლდინგებს შორის დისტანციაზე.

გადაადგილების ფორმულა შემდეგშია : კომპანიის ფასის 4% +1% ყოველ ათას კოლომეტრზე.

მუშახელის დაქირავება

ჰოლდინგის ფლობა აუცილებელია იმისთვის რომ გამოაქვეყნოთ სამსახურის შემოთავაზება. მას შემდეგ რაც გამოაქვეყნებთ, შემოთავაზება განთავსდება იმ ქვეყნის ბაზარზე სადაც მდებარეობს ჰოლდინგი. ბაზარზე ახლანდელი სამსახურის შეთავაზებები არ წაიშლება, მაგრამ იქნება დაფარული მანამ სანამ მეპატრონეს არ ექნება ჰოლდინგი.



არსებული ქარხნები

ყველა არსებული ქარხანა დარჩება გაუნაწილებელი. გაუნაწილებელი ქარხანას არ შეეძლება აწარმოოს საქონელი, საჭიროა თავდაპირველად ისინი ჰოლდინგებს დაუკავშიროთ.

ახალი ქარხნის შექმნა

ქარხნის შექმნის შემდეგ ის გამოჩნდება როგორც დაუკავშირებელი და იმისათვის, რომ გამოიყენოთ ის თავდაპირველად საჭირო იქნება მისი ჰოლდინგისთვის მიბმა.



თუ ქვეყანას სადაც მდებარეობს ჰოლდინგი აქვს სავაჭრო ემბარგო იმ ქვეყნის წინააღმდეგ რომლის მოქალაქეცაა ჰოლდინგის მფლობელი, მას იქ მუშაობა მენეჯრად არ შეეძლება.

ქარხნების ყიდვა/გაყიდვა ბაზარზე.

ქარხნების ყიდვა, რომლებიც მიბმულნი იქნებიან ჰოლდინგზე შეიძლება მხოლოდ იმავე რეგიონში განთავსებული ჰოლდინგით.(A Factory that is assigned to a Holding Company can only be bought via another Holding Company in the same region. აქ კარგად ვერ გავიაზრე რა ხდებოდა. )

ქარხნები, რომლებიც არ იქნებიან მიბმულნი ჰოლდინგებზე გაიყიდება ჩვეულებრივად.

მუშაობა მენეჯერად

იმისათვის, რომ იმუშავოდ მენეჯერად უნდა იყოთ იმ ქვეყანაში სადაც მუშაობა გსურთ.

დაბეგვრა

მენეჯრად მუშაობის დროს სამეშოსავლო განაწილდება იმ ქვეყანასა, სადაც ჰოლდინგია დაფუძნებული, და იმ ქვეყანას შორის, რომლის მოქალაქეცაა მომუშავე, შესაბამისად გადახდილი გადასახადი განაწილდება 80%(დაისაკუთრებს ის ქვეყანა სადაც ჰოლდინგია ჩამდგარი) და 20%(დაისაკუთრებს ის ქვეყანა რომლის მოქალაქეცაა მენეჯერი).

ბონუსების პროდუქტიულობა

ბონუსების პროდუქტიულობა ინდუსტრიისთვის დაიანგარიშება შემდეგნაირად:

ბონუსების პროდუქტიულობა= ქვეყნის ბონუსს + რეგიონის ბონუსი + მოთამაშის ბუსტერი - რეგიონის დანაგვიანების ფაქტორი

დანაგვიანების ფაქტორი დამოკიდებულია კონკრეტული საქონლის წარმოების სიხშირეზე. რაც უფრო მეტია საქონლის წარმოების სიხშირე მით მეტია დანაგვიანება. ფაქტორი განისაზღვრება 0%-25%-ამდე.

ყველა დონის მატერიალების საწარმოს ექნება ერთიდაიგივე დანაგვიანების რაოდენობა.

ქვეყნის პროდუქტიულობის ბონუსი: არის მკვეთრი ინდუსტრიის რესურსების ჯამი, რომელსაც ქვეყანა ფლობს.

თუ ქვეყანა ფლობს ყველა 5 რესურსს წარმოებისთვის და რეგიონები დაკავშირებულნი არიან დედაქალაქან პროდუქციის ბონუსი იქნება 100%

რეგიონის პროდუქტიულობის ბონუსი არის კონკრეტული ინდუსტრიის რესურსის ჯამი რეგიონში გაყოფილი 5-ზე.
თუ რეგიონი ფლობს 4 რესურსს წარმოებისთვის, მისი პროდუქტიულობის ბონუსი იქნება 18%.

ახლა კი განვიხილოთ საჭმლის კომპანიის მაგალითი იმ ქვეყნისთვის სადაც დაბინძურების ფაქტორი შეადგენს 25%-ს და იმ მენეჯერისთვის, რომელსაც არ გააჩნია ბუსტერი:

საერთო პროდუქტიულობა = 100%(საბაზო პროდუქტიულობა) + 100%(ქვეყნის ბონუსი) + 18%(რეგიონის ბონუსი) + 0%(ბუსტერი) -25%(დაბინძურება) = 193% (93% პროდუქტიულობის ბონუსი)
ახლა კი არ გავითვალისწინოთ "დაბინძურება" ჩვენ მივიღებთ:
100% + 100% + 18% + 0 - 0 = 218% (118% პროდუქტიულობის ბონუსი)