იდეა გამოსავალი?!

Day 3,131, 08:12 Published in Georgia Slovenia by Omiko Ejibia

მოკლედ რადგანაც მიგრაციული პროცესი აქტუალური გახდა, ერთ იდეას შევთავაზებ კონგრესმენებს. ადრე ჩატში დავწერე იმის შესახებ თუ რა კრიტერიუმებით ვარჩევდი პირადად მე მოქალაქეობის მსურველებს. ძირითადად სამი კრიტერიუმი:1. თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეა, ანუ მოკავშირე ქვეყნიდანაა, მოძმე ქვეყნიდან თუ მტრული. 2. რამდენად ერთგული იყო იმ ქვეყნის, ანუ როგორია მისი True Patriot Damage და აგრეთვე Top damage in a campaign, ანუ გარდა თავისი ქვეყნისა ვისთვის დადო ყველაზე დიდი ზიანი. 3. ძალა და დივიზია (ამას ყველა მიხვდებით).
ახლა რაც შეეხება თავად მოქალაქეობის მინიჭებას, მაქვს ასეთი იდეა: კონგრესმენი, რომელიც აიღებს პასუხისმგებლობას მიანიჭოს მოქალაქეობა უცხოელს, აიღოს ვალდებულება იმაზე, რომ აღნიშნული მოქალაქე შემდგომში აღარ იქნება პოლიტიკურად აქტიური.
როგორ?
იმას, ვინც განაცხადებს მოქალაქეობაზე და იქნება სასურველი კანდიდატი, პმ მისწერს, რომ თანახმაა თუ კი იგი არ იქნება პოლიტიკურად აქტიური! რა თქმა უნდა, ეს მოთხოვნა უნდა იყოს სახელმწიფოს პოლიტიკის ნაწილი და აუცილებელია იყოს ლეგიტიმური სამთავრობო თუ საპარლამენტო (კონგრესის) დონეზე. თუ უცხოელი ამ წინადადებაზე განაცხადებს თანხმობას, აღნიშნული კონგრესმენი დაწერს ორენოვან სტატიას, რომლის ლინკსაც გადაუგზავნის მოქალაქეობის მთხოვნელს, რათა კომენტარში მოაწეროს ხელი.
რაც შეეხება ტექსტის შინაარს, რაღაც ამის მსგავსი: ''მსურს მივიღო საქართველოს მოქალაქეობა და უარს ვამბობ შემდგომ პოლიტიკურ უფლებებზე: გავხდე პოლიტიკური პარტიის წევრი, შევქმნა პოლიტიკური პარტია, წარვადგინო ჩემი კანდიდატურა საპრეზიდენტო და კონგრესის არჩევნებზე(უპარტიოდ კონგრესში ვერ შევა მაგრამ მაინც). პრეზიდენტის სურვილის შემთხვევაში უფლება მაქვს გავხდე მთავრობის წევრი.'' (ორენოვანი ტექსტის შინაარსი შეგვიძლია ჩატში განვიხილოთ).
სტატიის გამოქვეყნების შემდეგ მოქალაქეობის მსურველი დააფიქსირებს მის ხელმოწერას კომენტარში signed შემდეგ კი კონგრესმენი მისცემს მოქალაქეობას.
პ.ს. აუცილებელია, რომ პარტიათა პრეზიდენტებმა გაითვალისწინონ უცხოელების პარტიაში მიღება არ მიღების საკითხი. თუმცაღა, უპირველეს ყოვლისა საჭიროა მოხდეს წესდების, კანონის შექმნა, პრეზიდენტის მიერ, რომელსაც ხელს მოაწერენ პარტიათა პრეზიდენტები და დაამტკიცებს კონგრესი. ესეც მოხერხდება სტატიის სახით. მოკლედ თქვენი იდეები და შენიშნვები შეგიძლიათ დააფიქსიროთ კომენტარებში.