ანალიზი (ალიანსები)

Day 3,128, 10:17 Published in Georgia Slovenia by Omiko Ejibia

როგორც თქვენთვის ცნობილია, ე-მსოფლიოში ორი ახალი ალიანსი გაჩნდა, რომელთაგან ერთ-ერთის წევრი სახელმწიფოც ჩვენ ვართ(Adriatica). მეორე კი შეგვიძლია მოკავშირეებად მოვიაზროთ(Syndicate). მაგრამ მთავარი ეს არ არის, მთავარია, რომ მეორე ალიანსში შედის ისეთი ორი ქვეყანა როგორებიცაა ბრაზილია და არგენტინა, ყოფილი წევრები ასტერიისა. ამ უკანასკნელს თითქოს და ძალიან დიდ დანაკარგად აჩნდა ორი ქვეყანა მაგრამ, ირანის დიდი ხნის ოცნება და ,,ტრაკის ლოკვამ'' შედეგი გამოიღო და ის დაპატიჟეს ასტერიაში, რასაც შემდგომ მოჰყვა პერუც. ასე რომ აღდგა სტატუს კვო. რაც შეეხება ორიონს, საფრანგეთი და ლიტვა ჯერ კიდევ რჩებიან უპერსპექტივო ალიანსის წევრებად და კარგი იქნება თუ მათ გადაბირება-მიმხრობაზე იმუშავებს ადრიატიკა. სინდიკატის წევრები არიან აგრეთვე თურქეთი და საბერძნეთი. საბერძნეთმა როგორც იქნა მიატოვა ,,ტრაკის თამაში'' და მიმოსვლა ალიანსებს შორის, დატოვა რა პასიფიკა შეუერთდა სინდიკატს. იმედია დიდხანს დარჩება მანდ. საინტერესოა ის, რომ როგორც სინდიკატის წესდებაში წერია, ოთხივე ქვეყანა ითვლება დამაარსებლად და ყოველი ახალი წევრის მისაღებად ოთხივეს თანხმობაა საჭირო.
აღსანიშნავია, რომ პოლონეთმაც იპოვა თავისი თავი პასიფიკაში, როგორც იქნა ვიღაც ვიღაცები ენდნენ ყოფილ სიტყვის გამტეხებს. კარგია რომ ასტერიაში არ არიან, ანუ სულ არაფერს ჯობს. აღსანიშნავია, რომ ადრიატიკასა და პასიფიკაშიც 9-9 წევრი სახელმწიფოა. უნდა ითქვას, რომ ადრიატიკა ჯერ-ჯერობით წარმატებულად ვითარდება, ისეთი წევრების შეძენა როგორებიცაა ჩილე და კვიპროსი, საკმაოდ კარგია. ამასთან საქართველოს საერთაშორისო აღიარებისა და წარმატების კიდევ ერთ დადასტურებად შეგვიძლია მივიჩნიოთ Sebastian Vettell-ის დანიშნვა ალიანსის გენერალურ მდივნად.
ახლა ტოპ ათეულს, რაც შეეხება ალიანსის წევრი ქვეყნების მიხედვით: ადრიატიკიდან არის ჩილე(10) და ხორვატია(4); ასტერიადან არის ასევე ორი რუმინეთი(1) და სერბეთი(2);პასიფიკადან პოლონეთი(3) და უნგრეთი(5); სინდიკატიდან ორი არგენტინა(7) და საბერძნეთი(8 ); საინტერესოა ის რომ ათეულში მოხვდნენ ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა ბულგარეთი(6) და მაკედონია(FYROM)(9).
პ.ს. გვმართებს ერთსულოვნება იმისათვის, რომ ჩვენი წინსვლა არ შეჩერდეს. კოორდინირებული მხარდაჭერისა და ერთობის დადასტურება იყო ბრძოლა აფხაზეთისთვის რუმინეთის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენი მოკავშირეების დახმარებით წარმატებით დაგვირგვინდა. ჰო და კიდევ თავდაცვის მინისტრი დანიშნეთ ბოლოსდაბოლოს.....