ეს ყველამ უნდა ნახოთ

Day 3,103, 14:09 Published in Georgia Georgia by Vendetta.
პირველ რიგში მოგესალმებით




მოკლეთ ვიტყვი რაზე შეგკრიბეთ... დააკვირდით სურათს...








თითქმის ორი კვირაა რაც ვაკვირდები ამ ზემოთ აღნიშნულს და დაკვირვების შედეგად გამოვიტანე დასკვნა რომ დღეში 30 კაცი მაინც მინიმუმ რეგისტრირდება საქართველოში...
შესაძლოა ყველა ალტერი იყოს მაგრამ არამგონია ვინმე საქართველოში აკეთებდეს ალტერებს...
და კიდევ რამოდენიმეჯერ დავინახე ადამიანები რომლებსაც მივწერე და გავარკვიე რომ ისინი ვერ იგებდნენ თამაშის შესახებ და სურდათ დახმარება...



მინდა შევთავაზო სრულიად საქართველოს პროექტი :

შეიქმნას ჯგუფი რომელიც იზრუნებს ამ ხალხის თამაშში დატოვებაზე და არა მის პარტიაში გადმობირებასა და სხვადასხვა სისულელეებზე...

ეს ჯგუფი დაგეგმავს და გადაინაწილებს ყოველდღე გარკვეულ საათებს და შეამოწმებს ონლაინ მყოფ ხალხს... მოგეხსენებათ სულ ბოლოში იქნებიან ისინი ვინც ახლია თამაშში და სურს გაიგოს მეტი...

ხო კიდევ არსებობს შემთხვევები როდესაც ზოგიერთი პარტიის პრეზიდენტი მისწერს ხოლმე ახალ მოთამაშეებს და აუგებს ოცნების კოშკებს და როდესაც გადაიბირებს მიაგდებს ხოლმე და აღარ ზრუნავს მის განვითარებაზე...

რაც უფრო მეტ მოთამაშეს დავიტოვებთ თამაშში მით უფრო ძლიერები ვიქნებით...
ამიტომ იმედი მაქვს იქნებიან ადამიანები რომლებიც სურვილს გამოთქვამენ და ჩემთან ერთად იზრუნებენ ამ პრობლემის გადაჭრაზე...

მადლობა ყურადღებისთვის...