ეს კარგია!

Day 3,052, 06:03 Published in Georgia Slovenia by Omiko Ejibia

სალამი ყველას! გოლოცავთ დამოუკიდებლობის აღდგენას და ასე ვთქვათ, კრიზისიდან გამოსვლას. მოკავშირთა ერთობამ გვიჩვენა, რომ ცალ-ცალკე მტრის დამარცხება რთული არაა, თუნდაც ეს სერბეთი იყოს. ხოლო ჩვენმა ერთიაონობამ კი აჩვენა, თუ როგორი თავის ტკივილი შეიძლება ვიყოთ მოწინააღმდეგისთვის.
ჯერ იყო და ირანი და ბრაზილია ერთად შემოიჭრნენ საქართველოში. და ეს მაშინ, როცა ბრაზილია დასვენებული და სრულიად მობილიზებული იყო, ირანს კი თურქეთი ჰყავდა შეჭმული და შავ-თეთრი ფულიც ჰქონდა. მიუხედავად ამისა ჩვენი და ჩვენი მეგობრების წინააღმდეგობა და ბრძოლა საქართველოსთვის მათთვის რთული აღმოჩნდა, თანაც საკმაოდ. როდესაც ბრაზილიამ უხალისოდ დატოვა რეგიონი (ნუ პროცესში იყო), ირანის მთავრობა სასწრაფოდ დაფაცურდა და მოიწვიეს პერუ, რასაც თან შემოჰყვა თურქეთზე დაგეშილი სერბეთი, და საქართველო შუაზე გაიყვეს. (სერბეთმა თურქეთი შეჭამა, პერუს სომხეთი დარჩა). ნუ რა თქმა უნდა სერბეთის უპირველესი ინტერესის ობიექტი თურქეთი იყო. მეერე სერბეთიც გავაძევეთ და პერუს ჯერი დადგა. თურქეთ-კვიპროს-ხორვატიის კამპანიამ აიძულა მოწინააღმდეგე მხარეები მისულიყვნენ შეთანხმებამდე, ჩვენთვის არც თუ ცუდ შეთანხმებამდე.
საბოლოოდ მინდა ვთქვა ის, რომ არც თუ ცუდი მებრძოლები ვართ და ეს ომები ვფიქრობ ძალიან აზარტულს ხდიდა თამაშს. ასე რომ ვინც ახალია და ჯერ ვერ გადაუწყვეტია გააგრძელოს თამაში თუ არა შეუძლია ომის ქრონიკას გადახედოს. დღეს უკვე საქართველო ერთ-ერთი ყველაზე სასურველი მოკავშირეა ე-მსოფლიოში და ეს სწორედ ამ ომების დამსახურებაა.
პ.ს. კომენტარი დაწერე ბიჯოოოო! 😁)