საქართველოს ეროვნული ფრონტი

Day 3,047, 14:28 Published in Georgia Slovenia by Omiko Ejibia

საქართველო, იქნება ეს ,,ე'' თუ ,,ე-ს'' გარეშე, დამეთანხმებით არასოდეს უჩიოდა პოლიტიკური პარტიების სიმცირეს. გაგიკვირდებათ და ჯერ კიდევ საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჟამს, არსებობდა ,,უპარტიოთა პარტიაც'' კი, უფრო მეტად კულტურულ-ეროვნული და ნაკლებად პოლიტიკური და მაინც პარტია.
ჰოოო, იდეაში პოლიტიკური პარტიები იქმნებიან იმისთვის, რომ იყვნენ ერთმანეთისგან განსხვავებული, სულ ცოტა სახელით მაინც. თუმცაღა, მეტ-ნაკლებად ყველა პარტიისთვის, ისევე, როგორც ნებისმიერი სახის ჯგუფური ერთობისთვის, საჭიროა იდეოლოგია. ის იდეა, რომელშიც ჩვეულებრივი, ჩემნაირი თუ შენნაირი მოკვდავები დაინახავენ რაღაცა კარგსა თუ იმედის მომცემს. ან უბრალოდ იმ იდეას, რომელის ახდენა-განხორციელებაზე თავად ფიქრობდნენ, თუნდაც ოცნებობდნენ. და ეს იდეა, იდეაში აერთიანებთ პარტიის წევრებს. ეს რაც შეეხებოდა პარტიების ერთობის ნახევრადუტოპიურ მხარეს.
ახლა კი მთავარი მხარეები. ადამიანი ვირტუალურ სივრცეშიც ხომ ადამიანია და ამიტომ პირველი ესაა მატერიალური სარგებლის მიღების მოლოდინი; მეორე კი ესაა დიდი სავარძელი, ანუ ძალაუფლება. ბოლო ორი რამ ყოველთვის იყო და იქნება პარტიათა ლიდერებისთვის ხმების ყიდვის ან ვაჭრობის საშუალება და მოტივი მისი წევრებისთვის ან მომავალი წევრებისთვის. ერთით კარგიცაა, მაგალითად პარტიაში, რომელსაც შეუძლია და აქვს საშუალება გასცეს გარკვეული რესურსი ყოველდღიურად, თავის წევრებზე, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი წევრები, საჭიროების შემთხვევაში, მზად იქნებიან დაიხარჯნონ ე-საქართველოსთვის ბრძოლებში, ან უფრო მეტად დაიხარჯნონ. თუმცაღა ბრძოლების შემდგომ ისევ პარტიულ ,,წურბელებად'' იქცევიან. ამაში ცუდი არაფერია, წურბელები ზედმეტ სისხლს ჭამენ მხოლოდ. თუმცა საკმაოდ არაკომფორტული კვების რეჟიმი აქვთ.
ახლა რაც შეეხება მთავარს NFG-ს:ეს პარტია ყოველთვის იყო ის პარტია ე-საქართველოსთვის, რომელიც არსებობდა იდეისთვის: ,,მარად და ყველგან საქართველო მე ვარ შენთანა...'' ისევე, როგორც ყველა პარტიას მასაც ახსოვს შიდა დაპირისპირებები და საკმაოდ მძაფრიც; ახსოვს მრავალწევრიანობაც; ახსოვს ალტერების ცილისწამება და მოგვიანებით NFG, რომ დასუსტდა, ეს ვითომ და ალტერები სხვადასხვა პარტიებში, როგორ გადალაგდნენ. საინტერესოა, რომ ბევრი დღემდე სხვაგანაა და განაგრძობს განვითარებას. ბევრმა კი საერთოდ აპოლიტიკურობა არჩია და არის თავისთვის; ახსოვს როგორ ერთდროულად მიატოვეს იმ დროინდელმა ლიდერებმა და როგორ ძლივს გადაურჩა განადგურებას. და მაინც NFG, იქნებოდა ეს კონგრესი თუ მთავრობა ყოველთვის ამბობდა თავის სიტყვას, კარგსა თუ ცუდს და ორივე შემთხვევაში მას ჰყავდა მხარდამჭერები, რადგან მთავარი იყო იდეა: ,,მარად და ყველგან საქართველო მე ვარ შენთანა...'' და ბევრი ამ პარტიას სწორედ ამ იდეის გამო შემორჩა. რა თქმა უნდა ყველა ე-ქართულ პარტიას სურს კარგი ე-საქართველოსთვის, ამის არ დანახვა, არ დადასტურება უბრალოდ არამზადობა იქნება და წარმატებები ყველას ქართულ თუ ე-ქართულ საქმეში. მაგრამ რაც შეეხება ფრონტს, ის უფრო მეტია ვიდრე ,,კარგი სურვილები'', ის არის ერთობა, ქართულ ერთობაში და რამხელაც არ უნდა იყოს ის, ყოველთვის იქნება ე-საქართველოსთვის და ექნება ადგილი მის ე-ისტორიაში.
გაუმარჯოს ე-საქართველოს ეროვნულ ფრონტს!
,,მარად და ყველგან საქართველო მე ვარ შენთანა...''