გთხოვთ ყველამ წაიკითხეთ!!!

Day 2,912, 16:35 Published in Georgia Romania by ubralo me

ეს სტატია უკვე მეორედ არის ამ გაზეთში იმიტომ რომ არ მოჰყვა ისეთი გამოხმაურება როგორსაც მოველოდი. ალბათ ბევრმა არც წაიკითხა. სწორედ მაგიტომ ვწერ თავიდან და თქვენი აზრი კომენტარებში დააფიქსირეთ. 🙂

ახალი მოთამაშეებისთვის რთულია გაიგო ვინ რისი მკეთებელია. ბევრი პარტია არის შექმნილი და ბევრი მოთამაშეა მაგრამ საქმეს მხოლოდ ერთი-ორი თუ აკეთებს. დღესდღეობით რასაც ვუყურებ ჩვენი ქვეყნის მიზანია ძლიერი სახელმწიფო შეიქმნას ოღონდ იარაღით და არა ეკონომიკით.

ჩემი აზრით უნდა ჩამოყალიბდეს ორგანიზაციასავით რომელიც კომპანიების შექმნაში და განვითარებაში დავეხმარებით ერთმანეთს და ეკონომიკაც თავისთავად აყვავდება. აღარ დაგვჭირდება ნედლეულის ყიდვა სხვა ქვეყნიდან. ნედლეულს აქეთ ვაწარმოებთ და აქეთ გავაკეთებთ ექსპორტს და მგონი ეშველება ჩვენს ქვეყანასაც. არ დაგვჭირდება მიწების გაქირავება და მაგ მიწებსაც ისევ ჩვენ გამოვიყენებთ. აღარ იქნება იმის ვალდებულება რომ ქართველები საზღვარგარეთ გარბოდნენ და საზღვარგარეთის მოქალაქეობას იღებდნენ.

ჩემი აზრით ბიზნესის წარმოება უფრო გაადვილდება როდესაც გვერდში ვინმე გიდგას. თუ მეთანხმებით და ჩემ მოსაზრებას იზიარებთ ან გაქვთ შესწორებები დამიკომენტარეთ.

თქვენი მონა-მორჩილი უბრალო მე