იდეაში ჰო...

Day 2,901, 10:39 Published in Georgia Slovenia by Omiko Ejibia

სალამი! ცოტა ხნის წინ გამიჩნდა მეტ-ნაკლებად ,,უტოპიური'' იდეა, თუმცა ვფიქრობ საინტერესო. მოკლედ ასე, მინდა შევაგროვო ინფორმაცია თანამდებობების პირებისგან (ყოფილი, ახლანდელი და ,,ყოფილახლანდელებიც), საქრთველოს საგარეო პოლიტიკური ისტორიისა და მოკავშირეების შესახებ. ვფიქრობ, ამ პროცესში განსაკუთრებით საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება, პრეზიდენტებისგან, დიქტატორებისგან, საგარეო საქმეთა მინისტრებისგან მიღებული ინფორმაცია. თუ კი ვინმეს აქვს სურვილი განახორციელოს მათი შეგროვება მივესალმები, რადგან მე ზარმაცი ვარ ცოტათი. მოვუწოდებ თანამდებობების პირებს (ყოფილ და ახლანდელ), გამოთქვან სურვილი და მიიღონ მონაწილეობა საქართველოს პოლიტ-ისტორიის, სახელმძღვანელოს შექმნაში, რომელიც მნიშვნელოვნად დაეხმარება მომავალ თაობებს. 😃 ასევე ვთხოვ მათ, სურვილისამებრ, მომაწოდონ ინფორმაცია, რომელსაც ისინი ფლობენ, წერილობით. შეგიძლიათ მომწეროთ პმ-ში ან მაილზე omikoejibia@gmail.com მე შევეცდები მოვუყარო თავი მიღებულ მასალას, გავუკეთო რედაქტირება და გამოვაქვეყნო ერთიან ,,წიგნად''.

პ.ს. ინფორმაციის მოწოდებისას, სასურველია მიუთითოთ თქვენი სახელი, თანამდებობა (თანამდებობები) და მოღვაწეობის წლები.

გმადლობთ ყურადღებისთვის!