ომი. ჩემი განვლილი გზა

Day 2,818, 05:23 Published in Georgia Croatia by Maggot Zorbeg


7 აგვისტო. ერთი ჩვეულებრივი დღე. თითქმის ორი კვირაა გასული მას შემდეგ რაც მეორედ ვიყავი გაწვეული რეზერვში. ვზივარ სახლში და ფორუმზე თემებს ვათვალიერებ. თემა სათაურით: "ხალხო რა ხდება?!". ვინტერესდები. შევდივარ. ვკითხულობ.

"გარეთ ვიყურებოდი ეხლა .... ჯარი შემოვიდა .. 😢

რა ხდება , ? ? ? !!

სროლებია.. ცეცხლია გახსნილია ...

რა მოხება ? ვაიმე "

ვმართავთ დიალოგს:
_ სად შემოვიდა ჯარი? სად ხარ?? ა, ხო და ვინ შემოიყვანა ჯარი?
_ ჯარიი ჩვენები , ვიღაცეები რა ვიცი.. იმდენი მანქანა, ტანკი იყო, რომ ლამის გული გამისკდეს.. გორში ვარ. ფანჯრიდან ვიყურებოდი და დავინახე! რა ხდება ?!

მერე ღადაობას ვიწყებ. მორიგი პროვოკაცია მგონია და არ ვფიქრობ რომ ომი შეიძლება დაიწყოს. ჩემთვის ვატრაკებ მეც წამიყვანონ–მეთქი...

ცოტა ხანში რეკავს მამაჩემი (სამხედროა): განგაშია გამოცხადებული, ვერაფერს ვერ ვიგებთ, ტელევიზორს უყურე, დაგირეკავ ხოლმე და მითხარი რა ხდებაო.
მე:
_ არის ვუყურო ტელევიზორს!

ვუყურებ. ჩამოდის საგანგებო ელჩი, იაკობაშვილი რაღაცეებს ბაზრობს, მერე მიშკას გაგიჟებული სახე, ცალმხრივი ცეცხლის შეწყვეტის პირობა და სრული ამნისტია და ხელშეუხებლობის გარანტიები, ყურაშვილის განცხადება... ამ ყველაფერს მამაჩემს ვაწვდი ტელეფონით.

ღამდება. მამაჩემი აღარ რეკავს. მე 5 საათამდე ვუზივარ კომპუტერს და ამჯერად ინტერნეტის მეშვეობით ვცდილობ ახლი ამბების გაგებას.

8 აგვისტო. დილის 5 საათი. ყველგან, ტელევიზორშიც და ინტერნეტშიც, ერთსა და იმავეს ღეჭავენ. მბეზრდება და დაძინებას ვაპირებ. ის იყო დავწექი, მობილურზე მირეკავს მეგობარი ჩემი ბატალიონის სხვა ასეულიდან (არა იმიდან რომელშიც მე ვიყავი):
_ მოდიხარ?
_ ჰა?
_მოდიხარ?
_ სად?
_ არ დაურეკავთ?
_ ვის? არა...
_ მე დამირეკეს კომისარიატიდან და ლოკომოტივთან გამოგვიძახეს. ომში მივდივართ.
_ შიგ ხო არა გაქ, რას მეკაიფები?!
_ არ გეკაიფები. მართლა. გამოხვალ თუ რას იზავ.
_ იასნია გამოვალ...

ვაღვიძებ დედაჩემს:
_ დე.. დე.. გაიღვიძე, ომში მივდივარ...
დედაჩემი ძილშვე მპასუხობს: ხო კაი...
პაუზა..
უცბათ წამოხა ლოგინიდან..
_ რა ომში, ხო არ გაგიჟდი?! არსადაც არ წახვალ.
როგორც იქნა ვარწმუნებ რო ტყუილად მელაპარაკება და მაინც წავალ და გავდივარ. ლოკომოტივზე ტაქსით ავედი. უკვე 6 საათია.
5 წუთი არაა გასული, მირეკავს მამიდაშვილი. მოტყუებით ავყავარ სახლში და მკეტავენ. მოდის დედაჩემიც.
ბოლოს რო ხედავენ რო ავტობუსები წავიდნენ, მიშვებენ. მივდივარ ისევ ლოკომოტივზე, იქიდან მივყავართ ვაკე–საბურთალოს რაიონის გამწვევ პუნქტში. იქიდან ვაზიანში. ვაზიანში ვნახულობ ჩემი ასეულის წევრებს, რომლებსაც აღჭურვილობის აღებისას ისევ ვკარგავ. ველოდები როდის გავა ახალი ავტობუსი გორისკენ, რომ გავყვე.

ვზივარ ბოქსთან. ამ დროს... Су-24 დაბალ სიმაღლეზე. უკან გარადოკში ყრის ბომბებს. რასაც ვხვდები ამ მომენტში ესაა რო ეს რუსები არიან, რო ომში ვარ. პირველი შიში.

ვჯდები ავტობუსში სხვა ბატალიონთან. ვიღაცების დიალოგი:
_ ეს ბიჭო ჩვენი თვითმფრინავი იყო.
_ ხო?
_ ხო.. აქვე ბაზა აქვთ და წვრთნებს ატარებდნენ... პროსტა ცოტა აქეთ მოუვიდათ...

ეხლა ვხვდები ვისთან ერთად მიწევს ბრძოლა. არა, მე ხო ვარ დიდი მეომარი, მარა ესენი კიდე ჩემზე უარესები: ომის დროს წვრთნები, თან იმ თვითმფრინავით რომელიც ჩვენ არ გვყავს... ან ვის მოუვიდა ეგ აზრი თავში?!

მივდივართ გორში, გზაში ხალხი გვხვდება, ხელს გვიქნევს და გვამხნევებს ათასნაირი შეძახილებით. ამ მომენტში მეამაყება რომ აქ ვარ. მესიჯები და ზარები მომდის: "ზურა ხო არ გაგიწვიეს?"; "სად ხარ? ჩემი მეგობრები ჯარში წაიყვანეს, იმედია შენ სახლში ხარ" და ა.შ.

ჩავდივარ გორში. ვპოულობ ჩემს ასეულს. მეუბნებიან რომ ცოტა ხნის წინ, ისინიც დაბომბეს. მსხვერპლი არააო. ღამდება. ღამენათევს ძალიან მეძინება. ჩანთიდან ვიღებ ბუშლატს, ვიცვამ და ვიძინებ. მაღვიძებს ხმაური. ჩემი ასეული არსად ჩანს. ისევ იმ ბატალიონთან ვარ, რომელთან ერთადაც მოვედი. გვსხავენ ავტობუსებში და გავყავართ გორის ცენტრში. იქ ვართ ცოტა ხანი. BBC–ს ჟურნალისტი მე და კიდე ერთი–ორ რეზერვისტს კამერასთან ახლოს მისვლას გვთხოვს რო თავის უკან "უკეთესი" ფონი გამოჩნდეს სიუჟეტისთვის. რაღაცეებს ბაზრობს მიკროფონში. არ ვუსმენ.

აქ ვატყობ, რომ ზოგიერთი... არა.. ძალიან ბევრი ვერ აცნობიერებს რომ ომშია: ტყვიები ეყრებათ ჩანთიდან და ყურადღებასაც არ აქცევენ. რო მიაწყვდი, უფ კიდევ მაქვს, შენი იყოსო გეუბნებიან.

ისევ ავტობუსებში. მივდივართ გორის უნივერსიტეტისკენ. გზაში რეზერვისტები ლოთაობენ.

შევდივართ უნივერსიტეტში, დერეფანში კუთხეში ვწვები და ვიძნებ. დილას მეღვიძება 9–ზე. ზოგს ისევ სძინავს. ზოგმა კი მშრალი ულუფების დათრევაც მოასწრო. ვიგებ რო სადღაც შორიდან მოქავთ კიშკა. 10 იქით, ათი წუთი ისევ უკან ფეხით რათა ულუფა ვითრიო და უკან დავბრუნდე. ვჭამთ. ვნახულობთ ცხინვალიდან გამოსულ სერჟანტს. კაცი წაშლილია. გვიყვება როგორ შევიდნენ, დღისით კი ავიაციამ უკან გამოსვლა აიძულათ. მსხვერპლი დიდიაო. ვპოულობ ჩემი ბატალიონის ნაწილს. იქ ჩემი კურსელები არიან.
ცოტა ხანში პირველი აფეთქბა ისმის. რეაქცია არ მაქვს. შემოვარდა ოფიცერი _ ფანჯრებთან ახლოს არ მიხვიდეთო. თურმე ჰოსპიტალთან აფეთქდა რაღაც. ვიღაც მოუკლავს როგორც გავიგე.

ცოტა ხანში გასვლის ბრძანება მოდის. მივდივართ გორის ქუჩებში. ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს კინოს ვუყურებ. ვხედავ თვითმფრინავს, როგორ ეფარება თვალს და ცოტა ხანში მარცხნიდან ძლიერი აფეთქების ხმა მესმის. მესმის ავტომატის გასროლის ხმები (რეზერვისტები თვითმფრინავებს ესვრიან). მე ისევ არანაირი რეაქცია არ მაქვს. ერთი ათეულის დონის დაჯგუფება შევყავართ ვიღაცის სახლში. სახლში ყველა წყნარადაა. გვამხნევებენ _ ოღონდ ტერიტორიები დაიბრუნეთ და ჩვენ თავს ვინ ჩივისო. გამოაქვთ ყავა და გვიმასპინძლდებიან. ტელევიზორში მიშკა ბაზრობს რომ ჩვენ რუსეთი გვიტევს და უკვე ოფიციალურად ვეომებით მას. იქვე სიამაყით დასძენს რომ ჩამოუვუგდეთ 20 თვითმფრინავი.
ვისთან ერთადაც ვარ, ლამისაა ატირდნენ: "რა არი 20 თვითმფრინავი, მაგათ იმდენი ჰყავთ, ყველა ერთად რო გამოუშვან იცით რას გვიზავებნ? რუსებმა ყველამ ერთად რო გააკუონ გავქრებით"

მერე მოდის ინფორმაცია რო რუსები გორის ხალიჩისებურ დაბომბვას აპირებენ და სასწრაფოდ გავყავართ იქიდან. მტენიან სულ სხვა ბატალიონთან ავტობუსში და გავდივართ გორიდან. გორის მოშორებით ვჩერდებით. მგონი თელავის ბატალიონი იყო. ვზროსლები. სასტავი პანიკაშია.

გვაქვს ინფორმაცია, რომ გორიდან ყველა გამოვიდა და იარაღი ჩააბარეს. ჩვენ ოფიცერი არ გვყავს თან. ვაჩერებთ სამხედრო "ჰაი ლუქსს" ვესაუბრებით ოფიცერს. ის გვეუბნება რო ვინც იქით წავიდა, ყველას მოაბრუნბენ. ვიგებ რო კოჯრის სასტავი (ჩემები) ისევ გორში არიან და ვწყვეტ რო დავბრუნდე. გორისკენ გზაზე ვაჩერებ მორიგ "ჰაი ლუქსს" ვიღაც კაპიტანი ზის შიგ. მეუბნება რო უკან გავბრუნდე, და 300 მეტრაში არიან კოჯრელები და იმათ შევუერთდე. გავიარე 1 სოფელი,შევედი მეორეში და ვერავინ ვნახე. ვბრუნდები უკან. ისევ იქ სადაც ჩვენი ავტობუსია გაჩერებული. ამ დროს გორის მიმართულებით ვაჩერებთ სხვა ავტობუსს და მე და კიდევ ერთი მივყვებით გორისკენ. მირეკავს მამაჩემი, მეუბნება რო გორისკენ მოდის და მეკითხება როგორაა ჩემი საქმეები. ვაწყნარებ რო კარგად ვარ. გორში მხვდება ისევ ის კაპიტანი:
_ ხო გითხარი იქ არიან–მეთქი, რატო მოხვედი აქ?
_ არ არიან. ვერავინ ვნახე
_ როგორ არ არიან?
_ აბა გატყუებ?
_ ხო კაი.
და ვიღაცას მიმაბარა. ჩამსვეს ისევ ავტობუსში და გავედით გორის შესასვლელთან, აღმოჩნდა რო კოჯრის სასტავი იქაა.

გავედით ქარელისკენ, ავიყვანეთ კოჯრის კიდევ ერთი სასტავი. უკვე ზბორში ვართ. გავედით აგარასთან, აი იქ კი მალე იარაღი ჩაგვაბარებინეს და გამოგვიშვეს უკან. ღამე კურსელის ნათესავის ბინაში გავათიეთ და დღისით თბილისში მატარებლით ჩამოვედით.
მამაჩემი ისევ იქაა.

ვზივარ ფორუმზე და ხალხს ვაწყნარებ რო თბილისში ვინც შემოდის, ჩვენები არიან. იმათ ისევ რუსები ჰგონიათ.

ამასობაში ვრცელდება ხმა რო რუსები თბილისის დაბომბვას აპირებენ. მარა მალე ტყუილი აღმოჩნდა. ან რუსებმა უბრალოდ გადაიფიქრეს. მამაჩემიც ჩამოდის.

ეგრე დამთავრდა ჩემთვის ომი.

მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ არაფერი მინახავს განსაკუთრებული, ამ ამბავმა მართლა ძალიან შემცვალა. და არავის ვუსურვებ მაინც იმის ნახვას რაც მე ვნახე. და რაც იმათ ნახეს ვისაც გვერდზე ხალხი დაეღუპათ მაგაზე ხო აღარც ვლაპარაკობ.

ბოლოს გაირკვა, რომ მეც და მამაჩემიც სხვადასხვა დროის მონაკვეთებში, ერთსა და იმავე ადგილას ვიყავით. ჩემთვის ეს რაღაც სიმბოლური გახდა.ბად