მოქალაქეობრივი ვალი?!
Omiko Ejibia
ეს სტატია მინდა მივუძღვან ჩვენს არც თუ სახარბიელო ეკონომიკურ მდგომარეობას. უფრო სწორად ბიუჯეტის სიმცირეს, რომელიც ასე მწირია ომის წინ. უბრალოდ მინდა შემოგთავაზოთ ის რასაც მე ყოველ დღე ვაკეთებ და თუ ყველა ერთად გავაკეთებთ იქნებ შედეგიც ვნახოთ.
და აი რა: მას შემდეგ, რაც ყველა კომპანიას ,,ვამუშავებ'', მეც ,,ვიმუშავებ'' და ძალასაც დავიმატებ, შევდივარ MY country_ში და დღის მოსალოდნელი შედეგიდან გამომდინარე, ვრიცხავ თანხასა და საკვებს სახელმწიფოს ბიუჯეტში (თანხას ორ დღეში ერთხელ). რა თქმა უნდა ჩემ მიერ გაღებული რესურსი არასდროსაა დიდი და სხვა თუ არაფერი, სულ ორი პურის ქარხანა მაქვს (ქ1 და ქ2). ომის დღეებში კიდევ უფრო მიზერულია ჩემი ,,განახარჯი'' და ამაში გასაკვირი არაფერია (შეგიძლიათ ჩემს აცცს ეწვიოთ).
მოკლედ იმის თქმა მინდოდა, რომ მაგალითად თუ 100 კაცი 100 პურს ჩარიცხავს, დღეში 10,000 გამოვა. თუ 100 კაცი დღეში 20 ლარს ჩარიცხავს, 2000. (ყველა შეძლებისდაგვარად).
მოგიწოდებთ ყველას, გაითვალისწინოთ ჩვენი ე-ქვეყნის პოლიტ-სამხედრო-ეკონომიკური სირთულეები და დამატებით დავეხმაროთ მას.
რა ვიცი აბა...
თქვენ იცით...
Comments
მილიონები რო მქონდეს მარტო თქვენ, ახალბედებს დაგეხმარებობით და ძველ მოთამაშეებს ერთ თეთრსაც არ მივცემდი
ჩათლახები ვართ :დ
ვფიქრობ ახალბედებს ყურადღება არ აკლია ძველებისგან ამ თამაშში. ამისთვის ყველა ,,ბებერს'' გმადლობთ
ყურადღება ბევრს აკლია, და არავინ ეხმარება ხოლმე, ჩატში წერენ დამეხამარეთო და ბევრჯერ არავინ აქცევს ყურადღებას, კადეტების დანაყოფში შევედი გუშინწინ და იქაც ეგრეთი მდგომარეობა იყო
კრისტალ 😉
ჯიგარი ხარ, კარგი აზრია ძალიან და დღეიდან მარტო არ იქნები მაგ საქმეში. ჩემი ნამუშევრიდან ყოველთვის დავდებ მცირედს მაინც ქვეყნის ბიუჯეტში. ეხლა ისე სჭირდება ქვეყანას გვერდში დგომა ფინანსურად როგორც არასდროს...
You have successfully contributed with 20 GEL
ყოჩაღ ომიკო!
მეც დღედიან მთელ ჩემს მოგებას ქვეყნის ბიუჯეტში ჩავრიცხავ 🙂
პლუს ჩემი ქარხნებიდან შესული გადასახადი ♥
ნაწილიც საკმარისია თენგიზ, ისე არ ქნა რომ გაკოტრდე 😉
კიბატონო 1რაა პრობლემა.
100 ელარი და 10 ოქრო,ჩემგან ბიუჯეტს!
ისევ ვიმეორებ - ამას სხვანაირად გადასახადები ქვია და ჩვენ გვაქვს გადასახადები.
მე ვიტყოდი უფრო შემოწირულობა და ამაში ცუდი არაფერია, სხვა თუ არაფერი ნებაყოფლობითია და ვერავინ ვერავის აიძულებს. ჩემზე უკეთ იცი რომ გადასახადებიდან შემოსავალი არც თუ დიდია...